ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "დაივიწყეთ ყველა შიში, წარმატება თქვენს მხარესაა"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "დაივიწყეთ ყველა შიში, წარმატება თქვენს მხარესაა"

თვის მთავარი ვალდებულება თვითგანვითრება და თვითსრულყოფაა. მხოლოდ წინ იყურეთ და იყავით მიზანმიმართული, რომ რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ. დაიკავეთ თქვენი კუთვნილი ადგილი მზის ქვეშ და დაივიწყეთ ყველა შიში. წარმატება თქვენს მხარესაა და ნუ შეგეშინდებათ პატარა ადამიანების, რომლებიც გირჩევენ, უარი თქვათ განვითარებაზე, წარმატებაზე.

მისტიკით დაინტერესებულ ნიშნებს საინტერესო წიგნების წაკითხვა და ფილმების ყურება ელით. ეცადეთ, დაუახლოვდეთ იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილი ცოდნა აქვს და ვინც დაგეხმარებათ კითხვებზე პასუხის გაცემაში.

თებერვალი შეხვედრებისა და ნაცნობობის თვეა. გამონახეთ დრო ეწვიეთ მუზეუმებს, კინოსა და სპექტაკლებს. თვალსაწიერის გაფართოებაში თევზების ზოდიაქოს მეგობრები დაგეხმარებიან. თუ მხიარულ წვეულებაზე დაგპატიჟებენ, უარი არ თქვათ.

თუ თავისუფალი თანხა გაქვთ, საზღვარგარეთ გაემგზავრეთ. ზოგიერთი საკუთარ თავში ახალ ნიჭს, შესაძლებლობას აღმოაჩენს. ნუ დახუჭავთ თვალებს სამსახურში და სახლში არსებულ პრობლემებზე. დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, რომლებსაც ენდობით.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ამ თვეში გარდასახვასა და იმიჯის შეცვლაში ფულს ნუ დაინანებთ. ჩაიტარეთ სპა-პროცედურები, რომლებიც გაგაახალგაზრდავებთ. თებერვალი ინვესტიციის კარგი თვეა. ხშირად გამოჩნდით საზოგადოებაში. გაიცანით საინტერესო ადამიანები. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იყავით მის მიმართ გულუხვი, ხშირად გაანებივრეთ საჩუქრებით. ერთად გაატარეთ უქმეები. სავსემთვარეობისას დაიცავით თავი სტრესისა და ნეგატივისგან. უფრთხილდით საკუთარ მავნე ფიქრებს.

საოჯახო საქმეების გამო ნუ იკამათებთ მეუღლესთან. უმჯობესია, ყველაფერი მეგობრულად და შეთანხმებით მოაგვაროთ. განსაკუთრებით ეს ეხებათ მანდილოსნებს, რომლებმაც ბედი დაუკავშირეს მორიელს, მშვილდოსანსა და თხის რქა. სიმშვიდე დაისადგურებს იმ კირჩხიბების ცხოვრებაში, ვისაც იღბალმა კურო, სასწორი და ვერძი შეახვედრა.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

ვერძის დახმარებით კარიერის გაკეთებას შეძლებთ. ეს განსაკუთრებით ეხებათ მანდილოსან ვერძებს. თქვენ მზად ხართ ფლირტისთვისაც და კარიერული მიღწევებისთვისაც. მამაკაცებს მატერიალური კეთილდღეობა ელით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. შეიძლება თანხა მოიგოთ კონკურსში მონაწილეობით, ლატარიით, ინვესტიციით.

მთავარია, გაბედულად იმოქმედოთ და არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ ერთი ნაბიჯი წინ გადადგათ. ზოგიერთი უფროსის ყურადღებას მიიქცევს, ზოგსაც მნიშვნელოვან პროექტს ჩააბარებენ.

თვის ბოლო დახუნძლული გექნებათ საქმიანი შეხვედრებით, მიმოწერით, მნიშვნელოვანი ზარებით. დიალოგისას ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის მოთხოვნებს. მოერიდეთ კონფლიქტურ საუბრებს, პოლემიკაში ჩართვას. ეცადეთ დიდი თანხით არ მოხვდეთ ხალხმრავალ ადგილებში, რათა არ გახდეთ ჯიბგირების მსხვერპლი. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურასაც.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

თებერვალში დისკომფორტი და დაავადებები არ გელით. მეტად უნდა იყოთ მომართული თქვენს შინაგან განწყობაზე, ვიდრე ფიზიკურ მდგომარეობაზე. რეგულარულად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გადით ქალაქგარეთ. თუ კბილის ტკივილი შეგაწუხებთ, სტომატოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ. სასურველია, ფორმაში მოსასველელად ჩაეწეროთ სპორტ დარბაზში ან ცეკვებზე.

თებერვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 16, 18, 21.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი თვე ექნებათ თევზებს

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის - "რომანტიკული თავგადასავალი კარდინალურად შეგცვლით"