ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - ცხოვრება ხშირად შემოგთავაზებეთ მოულოდნელობებს და საინტერესო მოვლენებს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - ცხოვრება ხშირად შემოგთავაზებეთ მოულოდნელობებს და საინტერესო მოვლენებს

აქტუალური გახდება სამემკვიდრეო საკითხები. შეიძლება გაგიტაცოთ სპორტის ექსტრემალურმა სახეობებმა. დაიწყოთ სხვის ფულთან მუშაობა. ცხოვრება ხშირად შემოგთავაზებეთ მოულოდნელობებს, საინტერესო მოვლენებს და მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ. ზოგ შემთხვევაში არაორდინარულად უნდა იმოქმედოთ და არასტანდარტული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ზოგიერთი პირადი ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს. გაფრთხილდით, როცა სხვის ფულს განაგებთ. მუშაობისას დაიცავით ინსტრუქციები, იყავით საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი. შეიძლება მოგიწიოთ სამემკვიდრეო საკითხების განხილვამ ან გაგიჩნდეთ სურვილი, რომ გარდაცვლილი ნათესავის ქონება მიიღოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მოგინდებათ მოგზაურობა, სწავლა. შეიძლება დაინტერესდეთ სხვა ქვეყნების კულტურითა და ტრადიციებით. ზოგიერთი კი შორეულ ქვეყანაში გაემგზავროს სამოგზაუროდ. თუ თქვენი საქმიანობა ბიზნესს უკავშირდება, გამორიცხული არაა, გაიჩინოთ უცხოელი ბიზნესპარტნიორები, საკუთარი თავი წარადგინოთ მსოფლიო არენაზე. შეიძლება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდეთ და დაიწყოთ თქვენთვის საინტერესო საგნების შესწავლა. ზოგიერთს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და ამის გამო - გარჯა.

ფული და სიყვარული

სექტემბრის დასაწყისში მარტოხელები გაიცნობთ ადამიანს, რომელთანაც ხანგრძლივი, რომანტიკული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ცოტა ხანში კი მიხვდებით, რომ მასთან თანაცხოვრებაც გსურთ. თუ სერიოზულ ურთიერთობაზე ორიენტირებული არ ხართ, შინ გამოკეტვას მაინც არ გირჩევთ. დასვენეთ და გაერთეთ. თავს უფლება მიეცით და გაინებივრეთ რომანტიკული პაემნებით. დიდი ხნის დაქორწინებულებსაც კი გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეუღლესთან. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, მაგრამ აგვისტოში განსაკუთრებული ცვლილებები არ გქონიათ, შეგიძლიათ სექტემბერში შეცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ძირითადად მეუღლის ან საქმიანი პარტნიორის მხარდაჭერით.

ჯანმრთელობა

სანამ დიეტას ან ვარჯშს დაიწყებთ, გირჩევთ ინფორმაცია მოიძიოთ, კარგი იქნება, თუ ექიმთანაც გაივლით კონსულტაციას. ხშირად შეეხმიანეთ თქვენს დედმამიშვილებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ ქალაქგარეთაც.

ქალებისთვის

მოერიდეთ კონფლიქტებს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. განსხვავებული მოსაზრებების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდეულებას ოჯახის წევრებთან. კარგი თვეა პოზიტიური ცვლილებებისთვის კარიერაში. შეიძლება ახალი საქმეები დაიწყოთ ან მიუბრუნდეთ მიტოვებულებს.

მამაკაცებისთვის

მცირე ცვლილებებზეც კი მწვავედ რეაგირებთ, რაც განწყობასაც გაგიფუჭებთ, შრომისუნარიანობასაც და დამოკიდებულებასაც გარშემო მყოფებთან. იყავით მიზანმიმართული გლობალურ საკითხებზე. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, მოერიდეთ ფულის ფლანგვას. საქმიან შეხვედრებზე მხოლოდ თქვენ ნუ ილაპარაკებთ, მოსაუბრესაც მოუსმინეთ. ქალები შეიძლება თქვენი ნებართვს გარეშე ჩაერიონ თქვენს ცხოვრებაში და დელიკატურად მიუთითეთ თავიანთი ადგილი. თუმცა, მათ რჩევებს მაინც დაუგდეთ ყური, საინტერესო იდეები შეიძლება მოგაწოდონ.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი შვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ ეს თვე?

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, ზოგიერთი დიდი ხნის სურვილს აისრულებს"