შემოდგომის პირველ თვეს გართობის, მხიარულების განწყობაზე იქნებით. ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი და სასიამოვნო საქმეებსაც გააკეთებთ. სექტემბერში შეიძლება მხიარულ თამაშში ჩაერთოთ ან აზარტულ თამაშებსა და საბირჟო ოპერაციებში მიიღოთ მონაწილეობა. ეცადეთ, გართობას აყოლილმა სამსახურში საქმეები არ გაიფუჭოთ და არც დამოკიდებულება უფროსთან. ზოგიერთმა შეიძლება ბავშვის გაჩენა გადაწყვიტოს, ზოგმა კი დროის უმეტესი ნაწილი შვილებთან ერთად გაატაროს.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
აქტიური და დაკვირვებული მერკურის (გონების მმართველი პლანეტა) წყალობით გაგიჩნდებათ სურვილი მეტი დრო დაუთმოთ სამეცნიერო საქმიანობას, ინტელექტუალურ გასართობს. აგრეთვე, ჯანმრთელობის საკითხებს. რასაც უნდა აკეთებდეთ, იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ეცადეთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია. კარგ შედეგს მოგცემთ ხელსაქმე. შეიძლება ჰობი ბიზნესად აქციოთ. განსაკუთრებით აქტუალური იქნება ტექსტებთან, მექანიკასთან და პროგრამირებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
ფული და სიყვარული
შუა სექტემბერში განსაკუთრებით მოგინდებათ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეიძლება საბედოს ნათესავების სახლში ან სამშობლოში შეხვდეთ. დაქორწინებულები მეტ დროს დაუთმობენ საბინაო საკითხების მოგვარებას, ოჯახში - ჰარმონიის შექმნას. თავად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება თქვენს მეუღლესთან და მის ნათესავებთან. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ შინ ხშირად მოგიწევთ სტუმრების მიღება. ხშირად მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დღესასწაულები. თუმცა, მაინცდამაინც საოჯახო ბიუჯეტს ბოლომდე ნუ გაფლანგავთ.
ჯანმრთელობა
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. სექტემბერი კარგი თვეა მავნე თვისებებთან საბრძოლველად. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს ან განაახლოთ მიტოვებული მკურნალობა.
ქალებისთვის
იყავით ფრთხილი და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალეთ. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, საეჭვო პირებთან ურთიერთობას. დოკუმენტების გაფორმებასა და ფინანურ თემებს შეიძლება იმაზე მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე ვარაუდობდით. შეიძლება მოგიწიოთ მოულოდნელმა მგზავრობამ. სექტემბრის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან სასიამოვნო შეხვედრები გელით.
მამაკაცებისთვის
თვის დასაწყისში უამრავი იდეა და გეგმა გაგიჩნდებათ. შეძლებთ ძველი ჩანფიქრების განხორციელებას. თუმცა, ახალ საქმეებსაც თუ დაკვირვებით წარმართავთ, იქაც გელით გამარჯვება. საქმიან შეხვედრებზე მიდით მომზადებული და იყავით დაკვირვებული პარტნიორების ნათქვამისა და ქცევისადმი. თვის მეორე ნახევარი დაუთმეთ გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას, აღიდგინეთ ძალები, გაინებივრეთ თავი კოსმეტიკური პროცედურებით. სურვილი გაგიჩნდებათ, შეიძინოთ ახალი სამოსი. ზოგიერთს კი რომანტიკული შეხვედრებით დაამახსოვრებს თავს სექტემბერი.