მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბედისწერო" ქალების TOP-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
"საბედისწერო" ქალების TOP-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყვე­ლა შე­ფა­სე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რია და, შე­სა­ბა­მი­სად, იმ­დე­ნი სა­ხის ქალი არ­სე­ბობს, რამ­დე­ნი შემ­ფა­სე­ბე­ლიც მო­ი­ძებ­ნე­ბა. თუმ­ცა არ­სე­ბობს ქა­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც მა­მა­კა­ცე­ბი "სა­ბე­დის­წე­რო ქა­ლებს" უწო­დე­ბენ. ამ­გვა­რი ქა­ლე­ბის რი­ცხვში კი კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვხდე­ბი­ან. უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ, ას­ტრო­ლო­გე­ბი კონ­კრე­ტულ სა­მე­ულს გა­მო­ყო­ფენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით, რო­მელ­თა ან­გა­რიშ­ზეც ყვე­ლა­ზე მეტი მო­დის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის მთა­ვა­რი გმი­რის სა­პა­ტიო წო­დე­ბა...

წარ­მო­გიდ­გენთ ამ სა­მე­ულს:

ვერ­ძი - ვნე­ბი­ა­ნი, თავ­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ქა­ლია. ერთი სი­ტყვით მო­უთ­ვი­ნი­ე­რე­ბე­ლი. მა­მა­კა­ცებ­საც სწო­რედ მისი ეს ძნე­ლად და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი და მკვეთ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი ხიბ­ლავთ. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ში ძი­რი­თა­დად იმ მი­ზე­ზით ხვდე­ბა, რომ მუ­დამ მი­უწ­ვდო­მე­ლი მა­მა­კა­ცე­ბით იხიბ­ლე­ბა. ამი­ტომ პრინ­ცი­პი ""რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბე­ბი" სწო­რედ ვერძ ქალ­ზეა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი. რო­გორც წესი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო, იგი ძა­ლი­ან ბევ­რზეა წამ­სვლე­ლი. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა მისი გრძნო­ბა სა­პა­სუ­ხო და ძლი­ე­რია. მარ­ტო­ო­დენ ფუ­ლის, სოც-მდგო­მა­რე­ო­ბის ან კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის გამო, ქალი ვერ­ძი სხვას ქმარს არა­სო­დეს წა­არ­თმევს. სა­ა­მი­სოდ მას, გა­ცი­ლე­ბით უფრო გლო­ბა­ლუ­რი მი­ზე­ზი სჭირ­დე­ბა.

ლომი - ქალი ლომი ბუ­ნე­ბით, არ­სით, სუ­ლით დე­დო­ფა­ლია და თუნ­დაც გა­რეგ­ნო­ბა არ უწყობ­დეს სა­ა­მი­სოდ ხელს, ის მა­ინც მო­ა­ხერ­ხებს მა­მა­კა­ცე­ბის მო­ხიბ­ვლას სა­კუ­თა­რი გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბის, ელე­გან­ტუ­რო­ბი­სა და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბის ხარ­ჯზე. იგი მუ­დამ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, უზა­დოდ შე­მო­სი­ლი და შარ­მი­ა­ნია. ჰოდა, აბა, რო­მე­ლი კაცი იტყვის უარს დე­დოფ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­ზე? ლო­მე­ბი ამ­ბი­ცი­უ­რი და ამა­ყი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. მის­თვის მე­ტო­ქეს არა­თუ არ გა­აჩ­ნია რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა, ის უბ­რა­ლოდ არც იმ­ჩნევს მის არ­სე­ბო­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ზე. თუ მა­მა­კა­ცი უყ­ვარს (ლომს კი სიყ­ვა­რუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ზო­დი­ა­ქოს ეს ნი­შა­ნი გუ­ლით იმარ­თე­ბა!) ბო­ლომ­დე და ღირ­სე­უ­ლად გა­და­ი­ტანს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ქარ­ტე­ხი­ლებს. არ შე­უ­შინ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­კი­ცხვას და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დზე ყოფ­ნას, ყალბ ოჯა­ხურ ბედ­ნი­ე­რე­ბას არ ანაც­ვა­ლებს.

მო­რი­ე­ლი - მას სა­ო­ცა­რი მაგ­ნე­ტიზ­მი, უზო­მოდ დიდი სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა გა­აჩ­ნია. შე­საძ­ლოა ზოგ­ჯერ იგი შე­უ­ხე­და­ვი, არ­ცთუ იდე­ა­ლუ­რი სხე­უ­ლის პრო­პორ­ცი­ე­ბის მქო­ნე, გა­უ­ცი­ნა­რი და უხა­სი­ა­თო ქა­ლიც იყოს, მაგ­რამ არის მას­ში ის რა­ღაც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი, რაც მა­მა­კა­ცებს ატყვე­ვებს და საღი გო­ნე­ბით მოქ­მე­დე­ბის უნარს დიდი ხნით აკარ­გვი­ნებს. ქალი მო­რი­ე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და ამ­ტა­ნია. მას ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის გა­ცუ­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია. ზოგ­ჯერ ოს­ტა­ტუ­რად სჩა­დის კი­დეც ამას და არც ის მი­აჩ­ნია სა­მარ­ცხვი­ნოდ, სა­კუ­თარ სხე­ულს თუ სარ­ფი­ან დი­ვი­დენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნებს. თუმ­ცა, თუკი მისი გუ­ლის კარი რო­მე­ლი­მე მამრმა მარ­თლაც გა­ტე­ხა ამ ქალს უზო­მო, წრე­გა­და­სუ­ლი და მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია. და მა­შინ იგი ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, თვით ოჯხის წევ­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბას და აზრს, სას­ტიკ ომს გა­მო­უ­ცხა­დებს ყვე­ლას ვინც მას ან მის გუ­ლის სწორს, ან სუ­ლაც ამ ორის სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს შე­ე­ხე­ბა და არა­სო­დეს წავა ღა­ლატ­ზე, მა­ში­ნაც კი თუკი მისი სატ­რფო ამ­ქვეყ­ნად აღარ იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"საბედისწერო" ქალების TOP-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

"საბედისწერო" ქალების TOP-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა შეფასება სუბიექტურია და, შესაბამისად, იმდენი სახის ქალი არსებობს, რამდენი შემფასებელიც მოიძებნება. თუმცა არსებობს ქალების განსაკუთრებული კატეგორია, რომელსაც მამაკაცები "საბედისწერო ქალებს" უწოდებენ. ამგვარი ქალების რიცხვში კი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები გვხდებიან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ასტროლოგები კონკრეტულ სამეულს გამოყოფენ ზოდიაქოს ნიშნით, რომელთა ანგარიშზეც ყველაზე მეტი მოდის სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი გმირის საპატიო წოდება...

წარმოგიდგენთ ამ სამეულს:

ვერძი - ვნებიანი, თავნება, დამოუკიდებელი და ძალიან აქტიური ქალია. ერთი სიტყვით მოუთვინიერებელი. მამაკაცებსაც სწორედ მისი ეს ძნელად დასამორჩილებელი ხასიათი და მკვეთრი ტემპერამენტი ხიბლავთ. სასიყვარულო სამკუთხედში ძირითადად იმ მიზეზით ხვდება, რომ მუდამ მიუწვდომელი მამაკაცებით იხიბლება. ამიტომ პრინციპი ”„რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები” სწორედ ვერძ ქალზეა ზედგამოჭრილი. როგორც წესი, საყვარელი ადამიანის გამო, იგი ძალიან ბევრზეა წამსვლელი. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გრძნობა საპასუხო და ძლიერია. მარტოოდენ ფულის, სოც-მდგომარეობის ან კარიერული წინსვლის გამო, ქალი ვერძი სხვას ქმარს არასოდეს წაართმევს. საამისოდ მას, გაცილებით უფრო გლობალური მიზეზი სჭირდება.

ლომი - ქალი ლომი ბუნებით, არსით, სულით დედოფალია და თუნდაც გარეგნობა არ უწყობდეს საამისოდ ხელს, ის მაინც მოახერხებს მამაკაცების მოხიბვლას საკუთარი გრაციოზულობის, ელეგანტურობისა და დახვეწილი მანერების ხარჯზე. იგი მუდამ მოწესრიგებული, უზადოდ შემოსილი და შარმიანია. ჰოდა, აბა, რომელი კაცი იტყვის უარს დედოფლის ხელში ჩაგდებაზე? ლომები ამბიციური და ამაყი ინდივიდები არიან. მისთვის მეტოქეს არათუ არ გააჩნია რაიმე მნიშვნელობა, ის უბრალოდ არც იმჩნევს მის არსებობას ამ ქვეყანაზე. თუ მამაკაცი უყვარს (ლომს კი სიყვარულის განსაკუთრებული უნარი აქვს, მოგეხსენებათ ზოდიაქოს ეს ნიშანი გულით იმართება!) ბოლომდე და ღირსეულად გადაიტანს ნებისმიერი სახის ქარტეხილებს. არ შეუშინდება საზოგადოების გაკიცხვას და საყვარელი ადამიანის გვერდზე ყოფნას, ყალბ ოჯახურ ბედნიერებას არ ანაცვალებს.

მორიელი - მას საოცარი მაგნეტიზმი, უზომოდ დიდი სექსუალური ტემპერამენტი და მიმზიდველობა გააჩნია. შესაძლოა ზოგჯერ იგი შეუხედავი, არცთუ იდეალური სხეულის პროპორციების მქონე, გაუცინარი და უხასიათო ქალიც იყოს, მაგრამ არის მასში ის რაღაც, განსაკუთრებული ხიბლი, რაც მამაკაცებს ატყვევებს და საღი გონებით მოქმედების უნარს დიდი ხნით აკარგვინებს. ქალი მორიელი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი და ამტანია. მას ნებისმიერი მამაკაცის გაცურება და გამოყენება შეუძლია. ზოგჯერ ოსტატურად სჩადის კიდეც ამას და არც ის მიაჩნია სამარცხვინოდ, საკუთარ სხეულს თუ სარფიან დივიდენტად გამოიყენებს. თუმცა, თუკი მისი გულის კარი რომელიმე მამრმა მართლაც გატეხა ამ ქალს უზომო, წრეგადასული და მარადიული სიყვარული შეუძლია. და მაშინ იგი ფეხებზე დაიკიდებს საზოგადოების, მეგობრების, ახლობლების, თვით ოჯხის წევრების შეხედულებას და აზრს, სასტიკ ომს გამოუცხადებს ყველას ვინც მას ან მის გულის სწორს, ან სულაც ამ ორის სასიყვარულო კავშირს შეეხება და არასოდეს წავა ღალატზე, მაშინაც კი თუკი მისი სატრფო ამქვეყნად აღარ იქნება.

თვის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდენლი და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე აპრილი გელით"

"აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - ვარჯიში და საცეკვაო ილეთების შესრულება - აი, რა გჭირდებათ, წონაში რომ არ მოიმატოთ"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "ყველაფერი იდეალურად გექნებათ, თუ ამ პირობებს შეასრულებთ..."