მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან და გაგიძლიერებთ აურას - ვიმოსებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან და გაგიძლიერებთ აურას - ვიმოსებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძმა სა­მოს­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ტა­ნოს წი­თე­ლი ელე­მენ­ტი. ეს ფერი კარ­გად გა­მო­სა­ხავს ცხოვ­რე­ბი­სად­მი მის ვნე­ბას, ენერ­გი­ას, ქა­რიზ­მას, პო­ზი­ტი­უ­რო­ბა­სა და აქ­ტი­უ­რო­ბას. წი­თე­ლი ფერი გა­ნაგ­დებს თქვენ­კენ მო­მარ­თულ უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას და შეკ­რავს თქვენს ძა­ლას, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად სივ­რცე­ში გებ­ნე­ვათ.

კუ­რომ უნდა ატა­როს მწვა­ნე ფე­რის ტან­საც­მე­ლი. ვარ­სკვლა­ვე­ბის აზ­რით, კურო და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბუ­ნე­ბას­თან, ამი­ტომ უნდა გა­აძ­ლი­ე­როს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად - მშვი­დად და ჰარ­მო­ნი­უ­ლად - იგ­რძნო­ბენ თავს, თუ მწვა­ნე ფერს ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ე.წ. LOOK - ის შერ­ჩე­ვი­სას. გახ­სოვ­დეთ, კუ­რო­ე­ბო, მწვა­ნე ფერი პროგ­რეს­ში გეხ­მა­რე­ბათ და თქვენს მტრებს გა­ხა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

ტყუ­პის ფერი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ყვი­თე­ლია! ძლი­ერ ინ­ტე­რესს, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის მი­მართ ავ­ლენთ, ვერ და­იკ­მა­ყო­ფი­ლებთ, თუ ნე­ბის­ყო­ფა არ გა­გიძ­ლი­ერ­დე­ბათ, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის პრო­ცე­სი არც თუ ისე მარ­ტი­ვია, ზოგ­ჯერ მოთ­მი­ნე­ბით ლო­დი­ნი სჭირ­დე­ბა, ზოგ­ჯერ - თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა. ყვი­თე­ლი ფერი და­გეხ­მა­რე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვოთ ის, რაც გაკ­ლი­ათ. ამას­თან ერ­თად, თა­ვი­დან აი­რი­დოთ ცუდი თვა­ლი.

კირჩხი­ბე­ბის კა­რა­და­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეკი­დოს თეთ­რი პე­რან­გე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი და კა­ბე­ბი. თეთ­რი ფერი მის­თვის გზაა, რო­მე­ლიც ემო­ცი­ე­ბის ლა­ბი­რინთში გა­მომ­წყვდე­ულ კირჩხიბს, სამ­ყა­როს­თან და­ა­კავ­ში­რებს და თა­ვი­სი გო­ნე­ბი­დან გა­მოღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. თეთ­რი ფერი და­გი­ლა­გებთ არე­ულ აზ­რებს, მა­შინ როცა დაბ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბით. ასე­ვე, და­გი­ცავთ ბო­რო­ტი ძა­ლის­გან.

ლომ­მა ოქ­როს­ფე­რი ელე­მენ­ტი უნდა შე­ი­ტა­ნოს თა­ვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში - სულ ერ­თია რა იქ­ნე­ბა ეს: ბი­ჟუ­ტე­რია, ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი, ქა­მა­რი, ჩან­თა თუ რა­ი­მე სხვა. არა­ფე­რი გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს კარ­მას ისე, რო­გორც ოქ­როს­ფე­რი. ეს ფერი და­გეხ­მა­რე­ბათ მო­ექ­ცეთ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მაგ­რამ თქვე­ნამ­დე არ მო­უშ­ვებს უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას, ფა­რი­ვით აღი­მარ­თე­ბა ყო­ველ­თვის, როცა "ცუდი თვა­ლით" შე­მოგ­ხე­და­ვენ.

თუ ქალ­წუ­ლი ყა­ვის­ფერ სა­მოსს ატა­რებს, შე­უძ­ლია შვი­დად იყოს, მას ვერც გათ­ვა­ლა­ვენ და ვერც კარ­მას და­უ­ზი­ა­ნე­ბენ. ყა­ვის­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის სიმ­ბო­ლოა, სწო­რედ ამას გპირ­დე­ბათ ეს ფერი.

სას­წორ­მა ვარ­დის­ფერს უნდა მი­მარ­თოს, თუ სურს რომ გა­იძ­ლი­ე­როს კარ­მა და "ავ თვალს" მედგრად და­უხ­ვდეს. მა­შინ, როცა ვარ­დის­ფერ­ში ხართ გა­მო­წყო­ბი­ლი, ად­ვილ­დე­ბა თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია სამ­ყა­როს­თან, იხ­სნე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი სი­ნა­ზეც ძლი­ერ მხა­რედ აღიქ­მე­ბა.

მო­რი­ელ­მა შავი უნდა ატა­როს. გარ­და იმი­სა, რომ "შავი ყო­ველ­თვის ელე­გან­ტუ­რია", აძ­ლი­ე­რებს მო­რი­ე­ლის პი­როვ­ნე­ბას. თუ თქვენ შა­ვებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად და­იძ­ვრენთ თავს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­შურ­ნე­ებს, მათი ბოღ­მა ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს თქვენს კარ­მას, შავი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ფე­რია.

მშვილ­დო­სან­მა ია­სამ­ნის­ფე­რი უნდა ატა­როს. ის გახ­სნის თქვენს ფი­ლო­სო­ფი­ურ ხედ­ვებ­სა და და­გეხ­მა­რე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ში. ასე­ვე, თქვენ­კენ მო­ი­ზი­დავს წარ­მა­ტე­ბას და ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა სულს, არა­ფე­რი გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს კარ­მას ისე, რო­გორც ია­სამ­ნის­ფე­რი კაშ­ნე ან მა­ი­სუ­რი.

თხის რქამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ძი­ნოს ნაც­რის­ფე­რი სა­მო­სი. ეს ტრა­დი­ცი­ე­ბის ფე­რია, თქვენ კი ყვე­ლა წეს-ჩვე­უ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მამა-პა­პამ და­გი­ტო­ვათ, პირ­წმინ­დად მიჰ­ყვე­ბით. ყა­ვის­ფე­რი და­ი­ცავს თქვენს კარ­მას და გა­აგ­დებს ავ თვალს.

მერ­წყუ­ლებს ლურ­ჯი ფე­რის ტან­საც­მე­ლი სჭირ­დე­ბათ. სწო­რედ ეს ფერი შთა­გა­გო­ნებთ სა­ო­ცარ იდე­ებს და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზებს და­გი­სა­ხავთ. ლურ­ჯი ფე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თქვენს ექ­სპე­რი­მენ­ტებს, რო­მელ­საც ასე ხში­რად მი­მარ­თავთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბა.

ცის­ფე­რი თევ­ზე­ბის ფე­რია. სწო­რედ ცის­ფე­რი გან­კურ­ნავს თქვე­ნი სუ­ლის ია­რებს და და­გა­კავ­ში­რებთ თქვენს ქვეც­ნო­ბი­ერ­თან, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით იმა­ზე, რაც ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა გრჩე­ბო­დათ ხოლ­მე. ცის­ფე­რი მფარ­ვე­ლო­ბას გა­გი­წევთ მა­შინ, როცა უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია თქვენ­ზე და­უფ­ლე­ბას გა­ნიზ­რა­ხავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან და გაგიძლიერებთ აურას - ვიმოსებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან და გაგიძლიერებთ აურას - ვიმოსებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს წითელი ელემენტი. ეს ფერი კარგად გამოსახავს ცხოვრებისადმი მის ვნებას, ენერგიას, ქარიზმას, პოზიტიურობასა და აქტიურობას. წითელი ფერი განაგდებს თქვენკენ მომართულ უარყოფით ენერგიას და შეკრავს თქვენს ძალას, რომელიც პერიოდულად სივრცეში გებნევათ.

კურომ უნდა ატაროს მწვანე ფერის ტანსაცმელი. ვარსკვლავების აზრით, კურო დაკავშირებულია ბუნებასთან, ამიტომ უნდა გააძლიეროს მასთან ურთიერთობა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები გაცილებით უკეთესად - მშვიდად და ჰარმონიულად - იგრძნობენ თავს, თუ მწვანე ფერს ხშირად გამოიყენებენ ე.წ. LOOK - ის შერჩევისას. გახსოვდეთ, კუროებო, მწვანე ფერი პროგრესში გეხმარებათ და თქვენს მტრებს გახარების საშუალებას არ აძლევს.

ტყუპის ფერი შთამაგონებელი ყვითელია! ძლიერ ინტერესს, რომელსაც ყველაფრის მიმართ ავლენთ, ვერ დაიკმაყოფილებთ, თუ ნებისყოფა არ გაგიძლიერდებათ, რადგან ინფორმაციის მოძიებისა და გამოცდილების შეძენის პროცესი არც თუ ისე მარტივია, ზოგჯერ მოთმინებით ლოდინი სჭირდება, ზოგჯერ - თავდაუზოგავი შრომა. ყვითელი ფერი დაგეხმარებათ საკუთარ თავში იპოვოთ ის, რაც გაკლიათ. ამასთან ერთად, თავიდან აირიდოთ ცუდი თვალი.

კირჩხიბების კარადაში აუცილებლად უნდა ეკიდოს თეთრი პერანგები, მაისურები და კაბები. თეთრი ფერი მისთვის გზაა, რომელიც ემოციების ლაბირინთში გამომწყვდეულ კირჩხიბს, სამყაროსთან დააკავშირებს და თავისი გონებიდან გამოღწევაში დაეხმარება. თეთრი ფერი დაგილაგებთ არეულ აზრებს, მაშინ როცა დაბნეული იქნებით. ასევე, დაგიცავთ ბოროტი ძალისგან.

ლომმა ოქროსფერი ელემენტი უნდა შეიტანოს თავის ყოველდღიურობაში - სულ ერთია რა იქნება ეს: ბიჟუტერია, ოქროს სამკაულები, ქამარი, ჩანთა თუ რაიმე სხვა. არაფერი გააძლიერებს თქვენს კარმას ისე, როგორც ოქროსფერი. ეს ფერი დაგეხმარებათ მოექცეთ ყურადღების ცენტრში, მაგრამ თქვენამდე არ მოუშვებს უარყოფით ენერგიას, ფარივით აღიმართება ყოველთვის, როცა "ცუდი თვალით“ შემოგხედავენ.

თუ ქალწული ყავისფერ სამოსს ატარებს, შეუძლია შვიდად იყოს, მას ვერც გათვალავენ და ვერც კარმას დაუზიანებენ. ყავისფერი სტაბილურობის სიმბოლოა, სწორედ ამას გპირდებათ ეს ფერი.

სასწორმა ვარდისფერს უნდა მიმართოს, თუ სურს რომ გაიძლიეროს კარმა და "ავ თვალს" მედგრად დაუხვდეს. მაშინ, როცა ვარდისფერში ხართ გამოწყობილი, ადვილდება თქვენი კომუნიკაცია სამყაროსთან, იხსნებით სიახლეებისთვის, თქვენი სულიერი სინაზეც ძლიერ მხარედ აღიქმება.

მორიელმა შავი უნდა ატაროს. გარდა იმისა, რომ "შავი ყოველთვის ელეგანტურია“, აძლიერებს მორიელის პიროვნებას. თუ თქვენ შავებში გამოწყობილი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, გაცილებით მარტივად დაიძვრენთ თავს. რაც შეეხება მოშურნეებს, მათი ბოღმა ვერაფერს დააკლებს თქვენს კარმას, შავი ძალიან ძლიერი ფერია.

მშვილდოსანმა იასამნისფერი უნდა ატაროს. ის გახსნის თქვენს ფილოსოფიურ ხედვებსა და დაგეხმარებათ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებაში. ასევე, თქვენკენ მოიზიდავს წარმატებას და ფინანსურ სტაბილურობას. რაც შეეხება სულს, არაფერი გააძლიერებს თქვენს კარმას ისე, როგორც იასამნისფერი კაშნე ან მაისური.

თხის რქამ აუცილებლად უნდა შეიძინოს ნაცრისფერი სამოსი. ეს ტრადიციების ფერია, თქვენ კი ყველა წეს-ჩვეულებას, რომელიც მამა-პაპამ დაგიტოვათ, პირწმინდად მიჰყვებით. ყავისფერი დაიცავს თქვენს კარმას და გააგდებს ავ თვალს.

მერწყულებს ლურჯი ფერის ტანსაცმელი სჭირდებათ. სწორედ ეს ფერი შთაგაგონებთ საოცარ იდეებს და მათი განხორციელების გზებს დაგისახავთ. ლურჯი ფერის გამოყენების შემთხვევაში, თქვენს ექსპერიმენტებს, რომელსაც ასე ხშირად მიმართავთ, წარმატებული დასასრული ექნება.

ცისფერი თევზების ფერია. სწორედ ცისფერი განკურნავს თქვენი სულის იარებს და დაგაკავშირებთ თქვენს ქვეცნობიერთან, რომელიც საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით იმაზე, რაც ყურადღების მიღმა გრჩებოდათ ხოლმე. ცისფერი მფარველობას გაგიწევთ მაშინ, როცა უარყოფითი ენერგია თქვენზე დაუფლებას განიზრახავს.

"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"