პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი უნდა იყოს იდეალური საახალწლო წვეულება ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორი უნდა იყოს იდეალური საახალწლო წვეულება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სა­ა­ხალ­წლოდ ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შანს თა­ვი­სი მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლი აქვს. ზოგს ჯა­დოს­ნო­ბით სურს სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ზოგს - მე­გობ­რებ­თან ერ­თად მხი­ა­რუ­ლე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ახა­ლი წლის­თვის და ვის­თვის რო­გო­რია იდე­ა­ლუ­რი სა­ა­ხალ­წლო ღამე. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­აა, მათ­თვის, ვინც ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რას ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად აპი­რებს, რათა გა­ი­გოს, რას უნდა ელო­დოს მათ­გან.

  • ვერ­ძი

მუხ­რუ­ჭე­ბის გა­რე­შეა, შე­უძ­ლია სა­ლა­თიც შე­ჭა­მოს, მან­და­რი­ნიც, ნამ­ცხვა­რიც და­ა­ყო­ლოს, ტე­ლე­ვი­ზორ­საც უყუ­როს, ალ­კოჰო­ლიც გა­ან­დგუ­როს და ყვე­ლას­თან იცეკ­ვოს. იმი­სათ­ვის, რომ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ, ას­ტრო­ლო­გე­ბი გირ­ჩე­ვენ, ნაკ­ლე­ბი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი მი­ი­ღოთ და არ იჩხუ­ბოთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან მა­ინც.

  • კურო

ში­ნი­დან არაფ­რის დი­დე­ბით არ გა­მო­ვა. ურ­ჩევ­ნია, ჯა­დოს­ნურ ღა­მეს ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში შეხ­ვდეს. შე­უძ­ლია ქა­ლაქ­გა­რეთ წა­ვი­დეს, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან, მაგ­რამ იქაც მთელ ოჯახს წა­იყ­ვანს, მწვა­დებს შეწ­ვავს, ძველ ფილ­მებს უყუ­რებს. მაგ­რამ კუ­როს ერთი მთა­ვა­რი წესი აქვს, 12 სა­ა­თის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, სა­დაც არ უნდა იყოს, დე­დას, მა­მას, ნა­თე­სა­ვებს უნდა და­ურ­ე­კოს და მი­უ­ლო­ცოს ახა­ლი წელი.

  • ტყუ­პი

ახა­ლი წელი მის­თვის და­ლე­ვი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტიც და­ლი­ოს და ბევ­რიც ილა­პა­რა­კოს. ამი­ტომ ურ­ჩევ­ნია, უცხო გა­რე­მო­ში შეხ­ვდეს ახალ წელს. იქ, სა­დაც არა­ვინ იც­ნობს. აი, თუ რო­გორ გა­აც­ნობს ყვე­ლას თა­ვის თავს, ეს სულ სხვა ამ­ბა­ვია. თუმ­ცა, მა­ინც მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ურ­ჩევ­ნია და­ლე­ვაც და ლაქ­ლა­ქიც.

  • კირჩხი­ბი

შე­უძ­ლია, ახალ წლამ­დე მო­ზი­დოს პრო­დუქ­ტი, და­ამ­ზა­დოს კერ­ძე­ბი, გა­ა­წყოს სუფ­რა, იყოს დახ­ვე­წი­ლი, მო­ირ­ბი­ნოს ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი და მი­უ­ლო­ცოს ახა­ლი წელი, ჩა­მო­უ­რი­გოს საჭ­მე­ლე­ბი და თა­ვი­სი ხე­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლი. მერე შე­იძ­ლე­ბა წარ­სუ­ლი გა­ახ­სენ­დეს, და ალ­კოჰოლს მი­ე­ძა­ლოს, ახ­ლობ­ლებს ჩა­ე­ხუ­ტოს და აქ­ვი­თინ­დეს კი­დეც მო­გო­ნე­ბებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად.

  • ლომი

აღ­მერ­თებს თე­მა­ტურ სა­ა­ხალ­წლო წვე­უ­ლე­ბას, სა­დაც თა­ვად მეფე ან დი­დე­ბუ­ლი უნდა გა­ნა­სა­ხი­ე­როს. შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ჭიქა შამ­პა­ნურ­მა და­ათ­როს და ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნას, ჩა­ე­ხუ­ტოს, მო­ე­ფე­როს. ან სუ­ლაც ქა­ლა­ქი­დან და ქვეყ­ნი­დან გა­ემ­გზავ­როს და ერთი დღე მა­ინც და­ის­ვე­ნოს, რა თქმა უნდა, მე­ფუ­რად.

  • ქალ­წუ­ლი

უყ­ვარს სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა, მათ­თვის გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა და გა­მას­პინ­ძლე­ბა. ახალ წელს აღიქ­ვა­მენ რო­გორც მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რას, და­ლე­ვას და გარ­თო­ბას. თუ არ­სად გაქვთ და­გეგ­მი­ლი წას­ვლა, შე­უ­ა­რეთ ქალ­წულს, ცო­ტას და­გა­ლე­ვი­ნებთ, მო­გის­მენთ, და­გა­რი­გებთ.

  • სას­წო­რი

ახ­ლობ­ლებ­თან და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ. არი­ან დახ­ვე­წი­ლე­ბი, ღი­მი­ლი­ა­ნე­ბი, ფლირ­ტის გან­წყო­ბა­ზე. მაგ­რამ არას­დროს ავი­წყდე­ბათ დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი, ძლი­ე­რი დათ­რო­ბის დრო­საც კი. ახა­ლი წელი ის პე­რი­ო­დია, რომ­ლის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, ჩაც­მუ­ლო­ბა, გა­რეგ­ნო­ბა და ა.შ. მათ სურთ, იდე­ა­ლუ­რად, დახ­ვე­წი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. მოს­წონთ სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ვე­ბი, სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნაც და სხვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაც.

  • მო­რი­ე­ლი

თქვენ დას­ვე­ნე­ბა გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ და შე­იძ­ლე­ბა არც სა­ო­ჯა­ხო ფუს­ფუს­ში ჩა­ერ­თოთ და არც ქუ­ჩა­ში გახ­ვი­დეთ ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნად და უფრო მე­ტიც, ნა­თე­სა­ვე­ბის მი­პა­ტი­ჟე­ბა­ზეც კი უარი გა­ნა­ცხა­დოთ. შე­იძ­ლე­ბა პლედ­ში თბი­ლად გა­ეხ­ვი­ოთ და ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ჩა­გე­ძი­ნოთ. სა­სურ­ვე­ლია, გან­მარ­ტო­ე­ბით გა­ა­ტა­როთ დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი.

  • მშვილ­დო­სა­ნი

ვის სჭირ­დე­ბა ნაირ-ნა­ი­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სახ­ლში დარ­ჩე­ნა?.. თქვენ მუ­დამ სახ­ლი­დან წას­ვლის მი­ზეზს ეძებთ, ახა­ლი წლის ღა­მეს ეს მი­ზე­ზი გეძ­ლე­ვათ და შინ რა გა­გა­ჩე­რებთ?!. მშვილ­დოს­ნებს უყ­ვართ თავ­გა­და­სავ­ლი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მხი­ა­რუ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა სცე­ნა­რიც გა­ნა­ვი­თა­რონ, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სად­მე გა­ემ­გზავ­რონ მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის­თვის. სხვა­თა შო­რის, მშვილ­დოს­ნებს და­ლე­ვაც ძა­ლი­ან უყ­ვართ.

  • თხის რქა

ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­ა­მოვ­ნებთ ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. მთა­ვა­რია, თა­ვად გან­წყო­ბა­ზე იყ­ვნენ და არც გარ­შე­მო მყო­ფებს მო­ა­წყე­ნენ. სა­ა­ხალ­წლო ღამე მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რად­გან სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე მე­ტად მათი ჩა­მო­რი­გე­ბა უყ­ვართ.

  • მერ­წყუ­ლი

ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებთ სა­ა­ხალ­წლო ღა­მეს მხი­ა­რუ­ლი სი­სუ­ლე­ე­ბის გა­კე­თე­ბა. ვერც კი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებთ, რას გა­ა­კე­თებს შემ­დეგ წუთ­ში. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მთა­ში ან ზღვა­ზე გამ­გზავ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ, წამ­ში გა­ემ­ზა­დონ და გა­ი­ხუ­რონ კარი. შინ კი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სტუმ­რე­ბი და­ტო­ვონ. მერ­წყუ­ლი ვერ იტანს ერ­თფე­როვ­ნებს და სურს, სა­ინ­ტე­რე­სო და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ახა­ლი წელი ჰქონ­დეს, იმა­ზე უფრო მა­გა­რი, ვიდ­რე წინა წელს.

  • თევ­ზე­ბი

თქვენ­თვის ახალ წელი ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია. მუ­დამ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ელო­დე­ბით და გწამთ, რომ წელს მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი სას­წა­უ­ლად იქ­ნე­ბა. სწო­რედ ახალ წელს უნ­დათ ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­თან შეხ­ვედ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბა, სწო­რედ ახალ წელს უნ­დათ შე­ად­გი­ნონ გარ­კვე­უ­ლი გეგ­მა. სწო­რედ ამი­ტო­მაც ხდე­ბა, რომ ახა­ლი წლის დად­გო­მას სახ­ლში კი არა, ქუ­ჩა­ში ელო­დე­ბი­ან, სა­დაც რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყო­ველ წუთს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს თუნ­დაც, სა­ოც­ნე­ბო პი­როვ­ნე­ბას­თან შეხ­ვედ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორი უნდა იყოს იდეალური საახალწლო წვეულება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი უნდა იყოს იდეალური საახალწლო წვეულება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

საახალწლოდ ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი მიზანი და სურვილი აქვს. ზოგს ჯადოსნობით სურს საკუთარი პრობლემების მოგვარება, ზოგს - მეგობრებთან ერთად მხიარულება. საინტერესოა, ვინ როგორ ემზადება ახალი წლისთვის და ვისთვის როგორია იდეალური საახალწლო ღამე. ეს განსაკუთრებით სასარგებლო ინფორმაციაა, მათთვის, ვინც ახალი წლის შეხვედრას ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად აპირებს, რათა გაიგოს, რას უნდა ელოდოს მათგან.

  • ვერძი

მუხრუჭების გარეშეა, შეუძლია სალათიც შეჭამოს, მანდარინიც, ნამცხვარიც დააყოლოს, ტელევიზორსაც უყუროს, ალკოჰოლიც გაანდგუროს და ყველასთან იცეკვოს. იმისათვის, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლები ალკოჰოლური სასმელი მიიღოთ და არ იჩხუბოთ ოჯახის წევრებთან მაინც.

  • კურო

შინიდან არაფრის დიდებით არ გამოვა. ურჩევნია, ჯადოსნურ ღამეს ახლობლების გარემოცვაში შეხვდეს. შეუძლია ქალაქგარეთ წავიდეს, ბებია-ბაბუასთან, მაგრამ იქაც მთელ ოჯახს წაიყვანს, მწვადებს შეწვავს, ძველ ფილმებს უყურებს. მაგრამ კუროს ერთი მთავარი წესი აქვს, 12 საათის დადგომისთანავე, სადაც არ უნდა იყოს, დედას, მამას, ნათესავებს უნდა დაურეკოს და მიულოცოს ახალი წელი.

  • ტყუპი

ახალი წელი მისთვის დალევისა და ურთიერთობის კარგი საშუალებაა. რა თქმა უნდა, შეიძლება ზედმეტიც დალიოს და ბევრიც ილაპარაკოს. ამიტომ ურჩევნია, უცხო გარემოში შეხვდეს ახალ წელს. იქ, სადაც არავინ იცნობს. აი, თუ როგორ გააცნობს ყველას თავის თავს, ეს სულ სხვა ამბავია. თუმცა, მაინც მეგობრების გარემოცვაში ურჩევნია დალევაც და ლაქლაქიც.

  • კირჩხიბი

შეუძლია, ახალ წლამდე მოზიდოს პროდუქტი, დაამზადოს კერძები, გააწყოს სუფრა, იყოს დახვეწილი, მოირბინოს ყველა ნათესავი და მიულოცოს ახალი წელი, ჩამოურიგოს საჭმელები და თავისი ხელით მომზადებული კერძები და ტკბილეული. მერე შეიძლება წარსული გაახსენდეს, და ალკოჰოლს მიეძალოს, ახლობლებს ჩაეხუტოს და აქვითინდეს კიდეც მოგონებებთან გასამკლავებლად.

  • ლომი

აღმერთებს თემატურ საახალწლო წვეულებას, სადაც თავად მეფე ან დიდებული უნდა განასახიეროს. შეიძლება ერთმა ჭიქა შამპანურმა დაათროს და ყველას სიყვარული აუხსნას, ჩაეხუტოს, მოეფეროს. ან სულაც ქალაქიდან და ქვეყნიდან გაემგზავროს და ერთი დღე მაინც დაისვენოს, რა თქმა უნდა, მეფურად.

  • ქალწული

უყვარს სტუმრების მიღება, მათთვის გემრიელობების მომზადება და გამასპინძლება. ახალ წელს აღიქვამენ როგორც მეგობრებთან შეხვედრას, დალევას და გართობას. თუ არსად გაქვთ დაგეგმილი წასვლა, შეუარეთ ქალწულს, ცოტას დაგალევინებთ, მოგისმენთ, დაგარიგებთ.

  • სასწორი

ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებთ. არიან დახვეწილები, ღიმილიანები, ფლირტის განწყობაზე. მაგრამ არასდროს ავიწყდებათ დახვეწილი მანერები, ძლიერი დათრობის დროსაც კი. ახალი წელი ის პერიოდია, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან, ჩაცმულობა, გარეგნობა და ა.შ. მათ სურთ, იდეალურად, დახვეწილად გამოიყურებოდნენ. მოსწონთ საახალწლო კორპორატივები, საკუთარი თავის წარმოჩენაც და სხვებზე დაკვირვებაც.

  • მორიელი

თქვენ დასვენება გესაჭიროებათ და შეიძლება არც საოჯახო ფუსფუსში ჩაერთოთ და არც ქუჩაში გახვიდეთ ახალი წლის აღსანიშნად და უფრო მეტიც, ნათესავების მიპატიჟებაზეც კი უარი განაცხადოთ. შეიძლება პლედში თბილად გაეხვიოთ და ტელევიზორის წინ ჩაგეძინოთ. სასურველია, განმარტოებით გაატაროთ დასვენების დღეები.

  • მშვილდოსანი

ვის სჭირდება ნაირ-ნაირი კერძების მომზადება და სახლში დარჩენა?.. თქვენ მუდამ სახლიდან წასვლის მიზეზს ეძებთ, ახალი წლის ღამეს ეს მიზეზი გეძლევათ და შინ რა გაგაჩერებთ?!. მშვილდოსნებს უყვართ თავგადასავლი, მეგობრებთან ერთად მხიარულება. შეიძლება სულ სხვა სცენარიც განავითარონ, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სადმე გაემგზავრონ მხიარულებისა და აქტიური დასვენებისთვის. სხვათა შორის, მშვილდოსნებს დალევაც ძალიან უყვართ.

  • თხის რქა

ყველაზე მეტად სიამოვნებთ ახალი წლის აღნიშვნა საყვარელი ადამიანების, მეგობრების გარემოცვაში. მთავარია, თავად განწყობაზე იყვნენ და არც გარშემო მყოფებს მოაწყენენ. საახალწლო ღამე მათთვის პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, რადგან საჩუქრების მიღებაზე მეტად მათი ჩამორიგება უყვართ.

  • მერწყული

ძალიან სიამოვნებთ საახალწლო ღამეს მხიარული სისულეების გაკეთება. ვერც კი იწინასწარმეტყველებთ, რას გააკეთებს შემდეგ წუთში. შეიძლება მოულოდნელად მთაში ან ზღვაზე გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღონ, წამში გაემზადონ და გაიხურონ კარი. შინ კი გაოგნებული ოჯახის წევრები და სტუმრები დატოვონ. მერწყული ვერ იტანს ერთფეროვნებს და სურს, საინტერესო და თავგადასავლებით დასამახსოვრებელი ახალი წელი ჰქონდეს, იმაზე უფრო მაგარი, ვიდრე წინა წელს.

  • თევზები

თქვენთვის ახალ წელი ჯადოსნური პერიოდია. მუდამ რაღაც განსაკუთრებულს ელოდებით და გწამთ, რომ წელს მაინც ყველაფერი სასწაულად იქნება. სწორედ ახალ წელს უნდათ ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა, განსაკუთრებული საჩუქრის მიღება, სწორედ ახალ წელს უნდათ შეადგინონ გარკვეული გეგმა. სწორედ ამიტომაც ხდება, რომ ახალი წლის დადგომას სახლში კი არა, ქუჩაში ელოდებიან, სადაც რაღაც მნიშვნელოვანი ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს თუნდაც, საოცნებო პიროვნებასთან შეხვედრა.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ფორტუნა თქვენ მხარესაა, შეგიძლიათ, გარისკოთ და "გიჟური" იდეები განახორციელოთ

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  მერწყულებისთვის - "საბედისწერო შეხვედრა გელით"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა