ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ თხის რქებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ თხის რქებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

თვის დასაწყისში მატერიალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოგინდებათ ფულის სარფიან ბიზნესში დაბანდება, სახლისთვის და პირადი მოხმარებისთვის ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. თუ თქვენი საქმიანობა კლიენტებთან მუშაობაა, შეიძლება გააძვიროთ თქვენი მომსახურება. თვის მეორე ნახევარში დაკვირვებით გააფორმეთ ხელშეკრულებები, დოკუმენტები. გახშირდება მივლინება, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები.

11 თებერვლის შემდეგ გამოაშკარავდება ფინანსური საკითხები. შეიძლება მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისთვის ან გააფორთმოთ ხელშეკრულება, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, ახალი პროექტი, რაც ფულს მოგიტანთ. გარდა ამისა, გაგიძლიერდებათ შეგრძნებები და დააკვირდით საკუთარ თავს.

27 თებერვლის შემდეგ გაგიჩნდებათ კითხვები, რაც დაუყოვნებლივ უნდა გაარკვიოთ. ეს ეხება საზღვარგარეთის თემებს, უმაღლესი განათლების მიღებას, იურიდიულ დოკუმენტაციას. ეს უკანასკნელი დიდი დაკვირვებით უნდა გააფორმოთ. ან სულაც თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, შეიძლება სწორედ 27 თებერვლის შემდეგ დაბრუნდეთ სახლში. ზოგიერთი გაიცნობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთანაც შეიძლება საქმიანი ან რომანტიკული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ.

კარიერა და ბიზნესი

ისევ ფულის საკითხებია აქტუალური. შეიძლება სკამიდან არც კი წამოდგეთ, თუ იცით, რომ საქმე ფულს არ მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ განვითარებას, კარგი იქნება, თუ ფულს ცოდნაში დააბანდებთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი, ზოგიერთმა შეიძლება ახალი სპონსორი ან მეცენატი მიიზიდოთ.

სიყვარული

საქმეების პარალელურად სიყვარულისთვისაც უნდა მოიცალოთ. ზოგიერთი საკუთარ მეუღლეს ძვირად ღირებული საჩუქრებით აავსებთ. შეყვარებული მეტად რომანტიკულები გახდებით. აი, მარტოხელებისთვის კი მთავარი იქნება, რომ ადამიანი, ვისაც ბედს დაუკავშირებენ, მდიდარი იყოს.

ჯანმრთელობა

აქტიური და ენერგიული ხართ. მოიმატებს თქვენი სექსუალური ენერგია. ზოგიერთმა შეიძლება ბავშვის ჩასახვაც კი მოინდომოს. გამონახეთ დრო დასვენებისთვის და ეცადეთ, აკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას: ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისიტემას. არ გადატვირთოთ კუჭი მავნე საკვებით, სასმლით. ნუ მიირთმევთ თქვენთვის უცნობ პროდუქტებს.

როგორი თებერვალი ექნებათ კუროებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ ქალწულებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ კირჩხიბებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი