ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ ტყუპებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ ტყუპებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

გლობალური იდეების განხორციელება გსურთ და ხანდახან იდეალებსაც იქნებით აყოლილი. მოგინდებათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და შეიძლება ძიებაში ახალი იდეებიც კი გამოგიჩნდეთ. გამორიცხული არაა, მოგიგნდეთ მოგზაურობა. უმაღლესი განათლების მიღება ან სულაც ახალ პროფესიას დაეუფლოთ. ზოგიერთი მიიღებს მისთვის საინტერესო სამსახურს, გამოცდილებას.

11 თებერვლის შემდეგ მოგზაურობის, უცხოლებთან კონტაქტის, უცხო ენის შესწავლის სურვილი გაგიჩნდებათ. ზოგიერთი ნათესავების (მეუღლის ნათესავებისაც) საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. კარგ შედეგს მოგიტანთ სწავლა.

27 თებერვლის შემდეგ ოჯახში ცვლილებების გელით. ეს შეიძლება იყოს რემონტის დასრულება. მისამართის შეცვლა ან საკუთარ წინაპრებზე საიდუმლოს გაგება.

კარიერა და ბიზნესი

დაკვირვებულობისა და ანალიტიკური შესაძლებლობის გამო უამრავ უსიამოვნებას აიცილებთ. თვალსაწიერის გაფართოება მოგინდებათ. ზოგიერთმა შეიძლება უცხოელი პარტნიორებიც კი გაიჩინოთ ან ბიზნესი დაიწყოთ საზღვარგარეთ. მუშაობისას დააკვირდით დეტალებს.

სიყვარული

მარტოხელებს სურვილი გაგიჩნდებათ შეგიყვარდეთ და ბედნიერება მოიპოვოთ. გადადგით პირველი ნაბიჯი, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც გესიმპათიურებათ. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან (სხვა კულტურის ან რელიგიის წარმომადგენელთან), თუნდაც, მიმოწერით.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, მეტი დრო დაუთმეთ განტვირთვას, მედიტაციას, საკუთარ თავში ჩაღრმავება. თუ თავის ტკივილები და თავბრუსხვევები გაწუხებთ, მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით, ნუ გადატვირთავთ გონებას, მხედველობას. თებერვალი კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი და დილაობით ზომიერად ივარჯიშეთ.

ამაღამ 2021-ის პირველი სავსემთავრეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და ვინ რა უნდა მოიმოქმედოს საკუთარი კეთილდღეობისთვის

რა ელით თებარვალში ლომებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მორიელებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი