ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ სასწორებს - თვის ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ სასწორებს - თვის ასტროპროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც გსურთ. განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, დატკბეთ ბავშვებთან ერთად გართობით, საყვარელ ადამიანს მოუწყოთ რომანტიკული შეხვედრები და ბოლოს და ბოლოს თქვენს გემოზე დაისვენოთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და რომანის დაწყება გელით. ერთადერთი გაფრთხილებაა, მოერიდოთ აზარტულ თამაშებს და ალკოჰოლის მიღებას.

11 თებერვლის შემდეგ გართობისა და მხიარულების განწყობაზე დადგებით. ზოგიერთმა შეიძლება სწორედ ამ დროს აიღოთ შვებულება. კარგი იქნება, თუ აღიდგენთ ენერგიას, გამონახავთ დროს ჰობისთვის. იმხიარულებთ ბავშვებთან ერთად.

27 თებერვლის შემდეგ გამოაშკარავდება გარკვეული საიდუმლო, რომელიც ნათელს მოჰფენს თქვენს კარიერას, ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგიერთს მოგიწევთ დაავადებულ ახლობელზე ზრუნვა. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს და საკუთარ თავს “დაუმეგობრდებით“, გაერკვევით თქვენს სურვილებში, გამონახეთ დრო ლოცვის ან მედიტაციისთვის.

კარიერა და ბიზნესი

უფრო კრეატიული გახდებით, ვიდრე აქამდე იყავით. მოგინდებათ ახალი, ორგინალური იდეების განხორციელება. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და საქმიან პარტნიორებთანაც უფრო მეგობრულ დამოკიდებულებას დაამყარებთ. უმეტესობა გამონახავთ ახალ ჰობის (ან მიუბრუნდებით ძველს), ჩაერთვებით ინტელექტუალურ გასართობში.

სიყვარული

მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. თვის დასაწყისში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც დასამახსოვრებელ რომანში გადაიზრდება. მოიმატებს ფლირტის, რომანტიკული თავგადასავლების სურვილი. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან. ზოგიერთმა სასწორმა შეიძლება გაიგოთ, რომ მალე მშობელი გახდებით.

ჯანმრთელობა

მოიმატებს შიშების, ინტრიგებისა და შფოთის ალბათობა. ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში, იყავით დაკვირვებული და ყველაფერს გულთაა ახლოს ნუ მიიტნათ. მოერიდეთ დეპრესიაში გადავარდნას, როგორც კი თავს მელანქოლიურად იგრძნობთ, გამოძებნეთ მხიარულების, სხვა თემაზე გადატანის საშუალება. ძირითადი უსიამოვნება დაკავშირებულია პარტნიორის ფულებთან, ეჭვიანობასთან. ზოგიერთმა კი შეიძლება მოინდომოთ ოკულტურ მეცნიერებებში ჩაღმავება. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

როგორი თებერვალი ექნებათ მერწყულებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მშვილდოსნებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ თევზებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი