ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ მშვილდოსნებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მშვილდოსნებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

თვის დასაწყისში გახშირდება კონტაქტები - მეგობრულიც და საქმიანიც. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას და თავადაც გასცემთ. თებერვალში იმაზე მეტს ილაპარაკებთ, ვიდრე ჩვეულებრივ ლაპარაკობთ. იყავით სამართლიანი ახლობლების მიმართ. მოერიდეთ გაუგებრობას მათთან. კარგ შედეგს მოგიტანთ მცირეხნიანი მოგზაურობა, მივლინება. თავდაჯერებულად იმოქმედეთ, ყველა შანის გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ამბიციური ნუ გახდებით.

11 თებერვლის შემდეგ მოიმატებს კონტაქტების რაოდენობა, უნდა გაგაფრთხილოთ, სასურველია, ყველა კონტაქტი საჭირო იყოს, გამოსადეგი. მოერიდეთ არაფრისმომცემ კავშირებს ან თქვენთვის საზიანო ადამიანებთან ურთიერთობას, მით უმეტეს, საქმეების წარმოებას. დააკვირდით ინფორმაციებს, რასაც მიიღებთ, ზოგიერთი შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს.

27 თებერვლის შემდეგ გაირკვევა თქვენს კარიერასთან დაკავშირებული დეტალები. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ზოგიერთს შეიძლება მოგემატოთ ვალდებულება სამსახურში ან ახალ პროექტებზე მოგიწიოთ მუშაობამ. ზოგიერთს ელის დაწინაურება, რასაც ასე დიდხანს ელოდით. შედეგს მოგიტანთ პროექტები, რომლებიც ადრე გქონდათ დაწყებული.

კარიერა და ბიზნესი

უამრავი ახალი იდეა დაგებადებათ. მოიმატებს კონტაქტების რაოდენობა: შეხვედრები, ზარები, მიმოსვლები. იუმორით შეხედეთ და განმუხტეთ რთული სიტუაციები. მარტივად შეძლებთ რთულ სიტუაციაში ადაპტირებას. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა საინტერესო ადამიანებთან. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე, განსახვავებულ თემაზეც კი მოგიწიოთ მუშაობამ. შეგიძლიათ აწარმოოთ სარეკლამო კამპანია. მარტივად მიაგნებთ იმას, რაც გჭირდებათ და არც კონკურენტებთან ბრძოლა გაგიჭირდებათ.

სიყვარული

გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური საქმიანობისადმი. შეიძლება თქვენი ახალი რჩეულიც ამ სფერობიდან იყოს. სასიყვარულო ურთიერთობა მიმოწერის, სატელეფონო ზარებით განვითარდება. ზოგიერთმა შეიძლება რომანი მეზობელთან ან კლასელთან გააბათ, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდით.

ჯანმრთელობა

ვალდებულებების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას კოლეგებთან, თქვენზე დამოკიდებულ ადამიანებთან; მოთმინებით აღიჭურვეთ. მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა ბასრ საგნებთანაა დაკავშირებული. გაფრთხილდით, თებერვალში მომატებულია ტრავმების ალბათობა. დაკვირვებული იყავით ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებთან. სასურველია, ჩაიტაროთ სრული სამედიცინო კვლევა.

როგორი თებერვალი ექნებათ სასწორებს - თვის ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ თევზებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ ტყუპებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი