ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ მერწყულებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მერწყულებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

თვის პირველი ნახევარი საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ, განვითარებას, იმიჯის შეცვლას. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. იყავით მიზნამიმართული და სადაც საჭიროა, “რქებით გაიტანეთ თქვენი“. ცოტა უფრო მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი და ხშირად დააყენეთ სხვებზე წინ. 19 თებერვლიდან მეტად მოგინდებათ მატერიალურ საკითხებზე ზრუნვა, დამატებითი შემოსავლის მოძიება. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროა, შეიძლება გააძვიროთ კიდეც საფასური.

11 თებერვლის შემდეგ შეგეცვლებათ წარმოდგენა გარშემო არსებულ სიტუაციაზე, საკუთარ თავზე. ზოგიერთი მომატებულ ენერგიას იგრძნობთ და ეცადეთ, მხოლოდ კეთილი საქმეები განახორციელოთ. სამყაროს მხოლოდ კეთილი და პოზიტიური ენერგია გაუგზავნეთ. წარმატებას იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ ღირსეულად იმოქმედებთ.

27 თებერვლის შემდეგ დაიცავით ბალანსი თქვენსა და გარშემო მყოფებს შორის. სხვების გამო საკუთარ თავს ნუ დაიზარალებთ. ეცადეთ, დაიცვათ ბალანსი, არ გადაიღალოთ ფიზიკურად და ემოციურად. ზოგიერთმა შეიძლება პარტნიორებისგან დიდი სარგებელი ნახოთ. შეყვარებულებს გაგიუმჯობესდებათ ინტიმური სფერო, ზოგიერთმა მერწყულმა კი შეიძლება გამოიძიოს საიდუმლო, რომელსაც მას დიდი ხის განმავლობაში უმალავდნენ.

კარიერა და ბიზნესი

მოგინდებათ თანამოაზრეებთან ახალი იდეების განხილვა, მიმოწერა, საქმიანი შეხვედრები და მივლინება. ეცადეთ, ცოტა კრიტიკულიც იყოთ და ობიექტურად შეაფასოთ თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენები. აგრეთვე, ყურადღებით იყავით მიღებულ ინფორმაციასთან. ნუ გაავრცელებთ ჭორებს. ზოგიერთმა შეიძლემა აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული ცოდნა გაკლიათ და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ.

სიყვარული

გაგიუმჯობესდებათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებათან დამოკიდებულება. თავად იქნებით აქტიური, რომ მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. გადადგით პირველი ნაბიჯი და დაუმეგობრდით თქვენთვის საინტერესო ადამიანს. მერე კი შეიძლება ურთიერთობა რომანში გადაიზარდოს. მარტოხელებს კი შეიძლება მოულოდნელად შეგიყვარდეთ. დაწყვილებულებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტთ. მერწყულების უმეტესობას სურვილი ექნება თავი მოაწონოს გარშემო მყოფებს; გამოავლინოს დახვეწილი მანერები.

ჯანმრთელობა

აქტიური და ენერგიული ხართ. მეტად მოგინდებათ საოჯახო და საბინაო საკითხების მოგვარება. შეიძლება გახშირდეს მიმოსვლა ნათესავებთან. იყავით დიპლომატიური ოჯახის წევრებთან, ეცადეთ მეტად გაუგოთ და მშვიდად მოისმინოთ მათი პრეტენზიები. ჯანმრთელობას რაც შეეხება, მოუფრთხილდით კუჭს და წელის ზონას. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.

როგორი თებერვალი ექნებათ მშვილდოსნებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ სასწორებს - თვის ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ თევზებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი