ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ კირჩხიბებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ კირჩხიბებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

თვის დასაწყისში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა კრიზისი ერთდროულად დაგატყდათ თავს. გამოვლინება სიტუაციები, საიდუმლოებები, რაც თავგზას აგიბნევთ და კიდევ უფრო მეტად მოგიწევთ ფსიქოლოგიურად დაძაბვა. ხანდახან შეიძლება რაღაც მისტიკურთან, ლამის კრიმინალურთანაც კი გქონდეთ შეხება. იყავით დაკვირვებული. თვის მეორე ნახევრიდან მეტად მოგინდებათ ინტელექტუალური განვითარება, ჰორიზონტების გაფართოება. ზოგიერთი შეიძლება მეორე (ან მესამე) უმაღლესი განათლების მიღებაზე დაფიქრდეს, საზღვარგარეთ გადაწყვიტოს გამგზავრება.

11 თებერვლის შემდეგ გამძაფრდება ინტერესი ყველაფერი ფარულისადმი. ზოგიერთი გადაწყვიტავს, ახალი ბიზნესი დაიწყოს მეგობართან ერთად. სასურველია, ის თქვენი ერთგული იყოს. მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ზოგიერთს ბანკიდან სესხის აღება მოგიწევთ ან მემკვიდრეობას მიიღებთ. მოიმატებს თქვენი სექსუალური ენერგია. ზოგიერთის ცხოვრებაში მოხდება მოვლენები, რომლებიც ღრმა ტრანსფორმაციას გამოიწვევს თქვენში.

27 თებერვლის შემდეგ გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან; მიმოწერა და მგზავრობა ახლო მანძილზე. კარგი პერიოდია გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. ყურადღებით შეადგინეთ დოკუმენტები, საბუთები.

კარიერა და ბიზნესი

ზემგრძნობიარე გახდებით და ხანდახან შეიძლება ისიც კი გამოიცნოთ, რისი თქმა სურდა თქვენს პარტნიორს. არავის მისცემთ თქვენი მოტყუების საშუალებას. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება. მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. დააკვირდით გამონათქვამს, შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი ფრაზა მომენტალურად ასრულდეს. გამონახეთ დრო, რათა ჩაუღრმავდეთ საკუთარ ფსიქოლოგიას, დააკვირდით სიზმრებს, ზოგიერთი შეიძლება წინასწარმეტყველურიც კი იყოს.

სიყვარული

ემოციებისა და ვნებების მოზღვავებას იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა მოგინდებათ; მისგან აბსოლუტურ ერთგულებას მოითხოვთ. ზოგიერთს შეიძლება გაგიძაფრდეთ ეჭვიანობის შემოტევები. შეიძლება მის წარსულშიც კი იქექოთ. მარტოხელებს გაგიმძაფრდებათ ინტერესი საიდუმლოებებით მოცული ადამიანების მიმართ ან მოგხიბლავთ ისეთი ოპიროვნება, რომლის ცხოვრებაც საფრთხეებთან, ეზოტერიკასთანაა კავშირში.

ჯანმრთელობა

მოიმატებს თქვენი სოციალური აქტიურობა: მეგობრებთან შეხვედრები, ჯგუფური შეკრებები, სოციალურ ქსელებში მიმოწერა. გახსოვდეთ, მუდმივ სტრესს სიკეთე ჯერ არავისთვის მოუტანია. მიიღეთ ვიტამინები; გაიძლიერეთ იმუნიტეტი. ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.

როგორი თებერვალი ექნებათ მერწყულებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მშვილდოსნებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ სასწორებს - თვის ასტროპროგნოზი