ავტორი:

როგორი ოქტომბერი ექნებათ ვერძებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი ოქტომბერი ექნებათ ვერძებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოგინდებათ მათთან დამოკიდებულების გაუმჯობესება. მაქსიმალურად უნდა მოერიდეთ მათთან კონფლიქტს, დაპირისპირებას. ხანდახან ურთიერთობის შენარჩუნების გამო, კომპრომისზეც მოგიწევთ წასვლა. ოქტომბერში შექმნილი ოჯახი ბედნიერი და ჰარმონიული იქნება. ზოგიერთი სიყვარულის ნაცვლად, ანგარებიან ქორწინებას დათანხმდება და დაქორწინებით სოციალური სტატუსის ამაღლებას შეძლებს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მატერიალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მეტი დრო უნდა დაუთმოთ სამემკვიდრეო თემებს. კარგ შედეგს მოგიტანთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებზე მუშაობას. გამოცდილ სპეციალისტებს ჰკითხეთ რჩევები, მაგრამ ბიზნესსაკითხები ინტუიციაზე დაყრდნობით მოაგვარეთ. ზოგიერთი შეიძლება დაემშვიდობოს ძველ მეგობრებს, საქმიან პარტნიორებთან გაწყვიტოს კავშირი. სხვათა შორის, სასურველია, მოიცილოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს გიშლით განვითარებაში. ზოგი ოკულტური ცოდნით დაინტერესება და შეიძლება ზოგიერთი მეცნიერების შესწავლაც კი გადაწყვიტოს.

ფული და სიყვარული

ოქტომბერში მარტოხელებს და დაწყვილებულებსაც კი სურვილი გაუჩნდებათ რომანი გააბან კოლეგასთან. თანაც, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სამსახურში გაცილებით მეტი დროის გატარება მოგიწევთ. დაწყვილებულები გაფრთხილდით, რომ უსიამოვნებები არ შეგექმნათ საყვარელ ადამიანთან. ამ თვეში ხშირად მოგიწევთ კრიზისული სიტუაციების დაძლევა. შეიძლება ზოგიერთი თქვენს პარტნიორთან იყოს კავშირში. ან დიდი ხნის წინანდელმა იჩინოს თავი. რაც შეეხება მატერიალურ მდგომარეობას, მომატებული ხარჯის გამო, ოქტომბერში "ქამრის შემოჭერა" მოგიწვეთ. იყავით დაკვირვებული, რომ არ გაფლანგოთ ზედმეტი ფული.

ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში აქტიური და ენერგიული იქნებით, თქვენი მმართველი პლანეტა - მარსი პირველ სახლში "დაგიჯდათ". მოგინდებათ სპორტდარბაზში ვარჯიში, შეიძლება ფიზიკურადაც დაიტვირთოთ, მაგრამ გირჩევთ, არ გადაიტვირთოთ. ზომიერად გადაანაწილეთ თქვენი ენერგია.

ქალებისთვის

საქმეები და ვალდებულებები მოგემატებათ. ყველგან და ყველაფერი უნდა მოასწროთ. მუშაობისას დააკვირდით დეტალებს, წვრილმანებს. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, ავანტიურას. არ დახარბდეთ მარტივი ფულის გამომუშავებას, თორემ საკუთარსაც წააგებთ. ეცადეთ, დამოუკიდებლად მოაგვაროთ თქვენი უსიამოვნებები და გარშემო მყოფები არ ჩარიოთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სირთულეების გადალახვით კოლეგებსა და ნათესავებში ავტორიტეტს აიმაღლებთ და ახალი მოკავშირეები და მეგობრები გამოგიჩნდებიან.

მამაკაცებისთვის

ბევრი საქმე და ცოტა დრო გაქვთ. ყველაფერი გეგმის მიხედვით, დაკვირვებულად უნდა შეასრულოთ. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას მიმართეთ რჩევისთვის ექსპერტებს. იყავით ყურადღებით წვრილმანებისა და დეტალებისადმი. საქმიანი პარტნიორები შეიძლება ქალები გყავდეთ. მათთან მუშაობა ცოტათი შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურობას. თვის ბოლოსკენ შეიძლება გამოგიჩნდეთ ძველი პარტნიორები, რომლებთანაც თუ მუშაობას არ აღადგენთ, კარგად მაინც მოილხენთ.

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები?

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები?

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ელით თვის ბოლომდე ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე მისტიურ წარმომადგენლებს