ავტორი:

როგორი იქნება ოქტომბერი თევზებისთვის - კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა...

როგორი იქნება ოქტომბერი თევზებისთვის - კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა...

თვის დასაწყისში სამემკვიდრეო საკითხებისა და ფინანსების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება საკუთარი მიზნები სხვისი ფულებით განახორციელოთ. გაფრთხილდით, არ გაეხვეთ კრიზისულ სიტუაციაში. ნუ გარისკავთ ნურც ფულით და ნურც ჯანმრთელობით. საბანკო საქმეები სიფრთხილით მოაგვარეთ. შეიძლება პარტნიორებთან (სასიყვარულოსთანაც) ფულის გამო მოგივიდეთ უსიამოვნება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მოგზაურობისა და ფილოსოფიური საუბრების სურვილზე დადგებით. სწორად შეარჩიეთ მოსაუბრეები, მათგან შეიძლება საინტერესო ამბები მოისმინოთ. შეიძლება მოგინდეთ სწავლის გაგრძელება ან ახალი სფეროს შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ საბუთებისა და დოკუმენტების მოგვარებისას, განსაკუთრებით, თუ მომავალში საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას. ბიზნესმენებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ გადაწყვიტოს თავისი საქმიანობის გაგრძელება. ეცადეთ, რომ არც საქმეებში, არც ურთიერთობებში და არც ფინანსებში არ გქონდეთ ქაოსი.

ფული და სიყვარული

განსაკუთრებით დაგითბებათ დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ. მეტად რომანტიკული გახდებით მეუღლის მიმართ. ხშირად გაგიჩნდებათ სურვილი მისთვის სიურპრიზების მოწყობის. მარტოხელები კი გააქტიურდებით, რომ დაწყვილდეთ. სხვათა შორის, ოქტომბერში რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს და ქორწინებით დაგვირგვინდეს. ამ თვეში სტაბილური ფანანსური მდგომარეობა გექნებათ. თუმცა, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ. მაგრამ გირჩევთ, ფული სარფიან საქმიანობაში დააბანდოთ.

ჯანმრთელობა

ფულის გამომუშავების, დაგროვების და დაბანდების სურვილი გაგიჩნდებათ. თუმცა, მაქსიმალურად ფხიზლად უნდა იყოთ, გადაუმოწმებლად არავის ენდოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ოქტომბერში გირჩევთ დაიცვათ დღის რეჟიმი. დილაობით მსუბუქად ივარჯიშოთ, დაიცვათ კვების რეჟიმი და რაც მთავარია, გამოიძინოთ.

ქალებისთვის

დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოთ, რომ უსიამოვნებები აირიდოთ. დაიცავით საკუთარი პოზიცია, მაგრამ ხელჩართულ ბრძოლას ნუ გააჩაღებთ. ნუ დაკარგავთ დროს ტყუილ საუბრებზე, არაფრისმომცემ თემებზე. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში. ხშირად დაესწარით შემოქმედებით წვეულებებს, კულტურულ ღონისძიებებს.

მამაკაცებისთვის

მუშაობის პარალელურად საკუთარ თავს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება უნდა მისცეთ. ხშირად შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს. მოიმატებს ბედნიერი დამთხვევების ალბათობა. გაგიჩნდენათ სურვილი, საყვარელი ადამიან ხშირად გაანებივროთ სიურპრიზებითა და საჩუქრებით.

როგორი ოქტომბერი ექნებათ ვერძებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები?

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები?