ავტორი:

როგორი იქნება ოქტომბერი მერწყულებისთვის? - ფინანსური, სასიყვარულო და სამედიცინო ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ოქტომბერი მერწყულებისთვის? - ფინანსური, სასიყვარულო და სამედიცინო ასტროლოგიური პროგნოზი

მოგზაურობის განწყობაზე იქნებით, მოგინდებათ მეგობრებთან შეხვედრა და საინტერესო თემებზე საუბარი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოქტომბერში რამდენიმე რთული საკითხის მოგვარება მოგიწევთ. ყველაფერს ისე მარტივად ვერ მიიღებთ, როგორც გეგონათ. მოთოკეთ ემოციები. განსაკუთრებით არ დაძაბოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან; ოჯახის წევრებმა კიდევ შეიძლება, რომ მოგითმინონ. გამონახეთ დრო და ჩაეწერეთ კვალიფიკაცის ასამაღლებელ კურსებზე. კარგი პერიოდი დაგიდგათ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. სხვათა შორის, კარგი იქნება უცხო ენის შესწავლაც. უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტის აღდგენა. თვის ბოლოს გამონახეთ დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, კონკურენტებთან გასაბრძოლებლად.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

წარმატებისთვის მეტად უნდა გაისარჯოთ. თვის დასაწყისში განსაკუთრებით მოგინდებათ თავის გამოჩენა, დაწინაურება. შეიძლება ახალი იდეების განხორციელებაც შეძლოთ. თუ ხვდებით, რომ მიღწევისთვის მთლად მზად არ ხართ, გაიარეთ მოსამზადებელი კურსი, ჩაეწერეთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე. ნუ მოგერიდებათ გავლენიანი მეგობრების შეწუხებაც. ეცადეთ, იმოქმედოთ დაკვირვებულად და მიზანმიმართულად, რომ სხვამ არ გაჯობოთ.

ფული და სიყვარული

მოიმატებს რომანტიკული თავგადასავალი და სექსუალური პარტნიორების რიცხვიც გაიზრდება. ექსტრემალურ სიტუაციაშიც ხშირად აღმოჩნდებით და ეცადეთ, ოქტომბერმა უსიამოვნო მოგონებები (და დაავადებებიც) არ დაგიტოვოთ. შეიძლება დაქორწინებულებსაც მოგინდეთ „გვერდზე გახედვა“ და ფრთხილად იყავით. შეყვარებულები ან დაშორებას გადაწყვეტენ, ან ურთიერთობის დარეგულირებას, რადგან თქვენს პარტნიორს აღარ მოუნდება გაურკვევლობაში ყოფნა. თავად უნდა დაიფიქრდეთ, გსურთ კი ამ ადამიანთან კავშირის გაგრძელება. ხანდახან დაშორება საუკეთესო გადაწყვეტილებაა ხოლმე. ოქტომბერში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. ფული შეიძლება მეგობრების დახმარებითაც გამოიმუშაოთ ან საყვარელმა ადამიანმა გაგიწიოთ პროტექცია. ზოგი შეიძლება ანგარებიან ქორწინებას დათანხმდეს, ზოგი კი მემკვიდრეობის მფლობელი გახდეს.

ჯანმრთელობა

ინფორმაციების მოძიებისა და გავრცელების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება გახშირდეს მიმოსვლები ნათესავებთან. მეტი დრო დაუთმეთ განწყობას. უგუნებობს შეიძლება რამდენიმე ფიზიკური ვარჯიშის შესრულებამ უშველოს. ზოგმა კი დიეტის დაცვა გადაწყვიტოს. ნუ დაარღვევთ რეჟიმს. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ქალებისთვის

მოვლენებით დატვირთული თვე გელოდებათ და დაძაბულობაც იმატებს. ხანდახან რთული გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ ხოლმე. კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენი შრომა დაფასდება და გულუხვ ჯილდოსაც მიიღებთ. გამოგიჩნდებათ მეგობრებთან შეხვედრის დროის სასიამოვნოდ გატარების შანსი. თვის მეორე ნახევარში გელით რომანტიკული სიურპრიზები. საყვარელი ადამიანისგან - რომანტიკული პაემანი და მზრუნველობა.

მამაკაცებისთვის

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველაფერი არც ისე მარტივად მოგვარდება, როგორც გეგონათ, მაგრამ არ დანებდეთ და ეცადეთ, დაკვირვებულად იმოქმედოთ. თუ ემოციებს აჰყვებით, სიტუაციას მეტად დაამძიმებთ და ამით უკეთ ვერ იგრძნობთ თავს. მოულოდნელი ხარჯი და სპონტანური საყიდლები მოიმატებს. ფინანსურად საკმაოდ კარგად იქნებით, მაგრამ ძვირად ღირებულ ნივთებს ახლობლებთან შეუთანხმებლად მაინც ნუ შეიძენთ.

როგორი იქნება ოქტომბერი თევზებისთვის - კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა...

როგორი ოქტომბერი ექნებათ ვერძებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები?