ავტორი:

როგორი იქნება ნოემბერი ტყუპისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი და რჩევები ასტროლოგისგან

როგორი იქნება ნოემბერი ტყუპისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი და რჩევები ასტროლოგისგან

ნოემბერში მნიშვნელოვანი თემებია ჯანმრთელობა და სამსახური. საშუალება მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ სამსახური ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ არ გაკმაყოფილეთ თქვენი კარიერა, დროა, გადადგათ საჭირო ნაბიჯი და შეიცვალოთ, იზრუნოთ კარიერულ წინსვლაზე ან ისწავლოთ ისეთი პროფესია, რაც მომავალში დაგეხმარებათ. თუ გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება გაგიფუჭდათ, დიპლომატიურად გაერკვიეთ სიტუაციაში, მიზეზებში. ნოემბერი ის თვეა, როცა ღიმილიანი უნდა იყოთ და მეგობრული. თუ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ჩივილები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეტად მოგინდებათ ბავშვებთან ერთად გართობა. შეიძლება მათთან მოგიწიოთ მუშაობამ. შემოქმედებითი იდეების განხორციელება და ზოგჯერ შემოქმედებით პროექტებშიც ჩართვა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს კი მოგინდებათ გაიჩინოთ საყვარელი ადამიანი. ზოგიერთი შეძლებთ განახორციელოთ დიდი ხნის ოცნება. ზოგიერთმა კი შეიძლება ფული ჰობიდან მიიღოთ. ნოემბერში გაგიჩნდებათ სურვილი დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს, გაერთოთ. ზოგიერთი შეიძლება აზარტულმა თამაშებმაც კი გაიტაცოს. ბიზნესმენებმა შეიძლება რაღაც ორიგინალური გზა გამონახოთ თქვენი წარმატებისთვის, ფულის მოზიდვისთვის. შეიძლება თქვენი საქმიანობა დაკავშირებული გახდეს ბავშვებთან ან ახალგაზრდებთან.

ფული და სიყვარული

რომანტიკული თავგადასავლები და ინტრიგები მოგინდებათ. გაფრთხილდით თუ პარტნიორი უკვე ჰყავთ, ხოლო მარტოხელები შეიძლება თავით გადაეშვათ ახალ-ახალ რომანებში. საბედნიეროდ, მთელი თვის განმავლობაში საინტერესო ნაცნობობა ხშირად გელით. დაქორწინებულებმა ღალატის გამო არ გაირთულოთ დამოკიდებულება მეუღლესთან. საყვარელ ადამიანთან ერთად ხშირად ეწვიეთ გასართობ ადგილებს გამონახეთ დრო და ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ. მანდილოსნებმა შეიძლება გაიგოთ, რომ ბავშვს ელოდებით. შეიძლება მოიგოთ აზარტულ თამაშებში ან მიიღოთ ფულადი ჯილდო.

ჯანმრთელობა

გახშირდება მივლინება, მეგობრებთან შეხვედრები. შეიძლება მოგინდეთ კონკურსებში მონაწილეობა. სხვათა შორის, საკმარისი დრო და ენერგია გექნებათ, რომ გაიმარჯვოთ.

ქალებისთვის

თუ მოინდომებთ და მიზანმიმართული იქნებით, ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე მეგობრობდით. უფრო მეტიც, განაწყენებულ ახლობლებთანაც კი უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება. ფულთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. უმჯობესია, ეს თვე დასვენებას, გამაჯანსაღებელი და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას დაუთმოთ.

მამაკაცებისთვის

შეხვედრებისა და კონტაქტების თვე დაგიდგათ. მოსალოდნელია საინტერესო, უჩვეულო ადამიანების გაცნობა. საშუალება მოგეცემათ განიხილოთ თქვენთვის მნიშვენელოვანი საკითხები. უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე. თავადაც გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ ხშირად დაესწროთ წვეულებებს, კულტურულ ღონისძიებებს. ახალი იდეების განხორციელებამდე განიხილეთ ისინი საიმედო მეგობრებთან.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის - რა ცვილებებს მოგიტანთ შემოდგომის ეს თვე

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის