ავტორი:

როგორი იქნება მარტის თვე თხის რქებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტის თვე თხის რქებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი შესაძლებლობას მოგცემთ, განახორციელოთ ყველა იდეა და ჩანაფიქრი. ეცადეთ, არ თქვათ საკუთარ სურვილებზე უარი და აქტიურად დაიწყოთ მათზე მუშაობა. თუ მატერალური მხარდაჭერა დაგჭირდებათ, მიმართეთ გავლენიან მეგობრებსა და ნათესავებს. ისინი თანამშრომლობასა და სპონსორობაზე უარს არ გეტყვიან.

ამ თვეში გაიჩენთ საინტერესო ნაცნობებს. უმეტესობას დაუმეგობრდებით და მათთან ერთად ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. ასეთი მეგობრობა კი მრავალი დადებითი ემოციით აგავსებთ. შუა თვეში ზედმეტად გულუბრყვილო გახდებით, ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ხედავთ და ისმენთ. უფრო მეტიც, თქვენი ამ თვისებით შეიძლება კარგად ისარგებლონ მოშურნეებმა. მარტის ბოლოს ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ უმეტესობა არ აფასებს თქვენს აზრს, არ გითანაგრძნობთ, როცა საჭიროა. ასეთი განწყობა კი მიგახვედრებთ, რომ დროა სათანადო დასკვნები გამოიტანოთ და წერტილი დაუსვათ ასეთ მეგობრებთან კავშირს. თუმცა, ერთგული მეგობრების დამხმარე კი უნდა იყოთ და ნუ დაიზარებთ, შესთავაზეთ მათ თქვენი მხარდაჭერა. ზოგ შემთხვევაში - მატერიალურიც.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან ან სხვა რელიგიის წარმომადგენელთან. ზოგიერთი კი საზღვარგარეთ ყოფნის დროს გაიცნობს ადამიანს, ვისთანაც ოჯახის შექმნა მოუნდება. თუ ადრე დაქორწინებული იყავით და ამ კავშირმა გული გატკინათ, ახლა მიხვდებით, რომ შეხვდით ადამიანს, ვინც ყველა წარსულ გულის ტკენას დაგავიწყებთ და ცხოვრებას ნათელ ფერებში დაგანახებთ.

მარტოხელა თხის რქებს რომანტიკული ნაცნობობა და თავგადასავლები გელით. ისე მოიქეცით, როგორც გული გკარნახობთ და ცოტა ხნით გონება "გამორთეთ". კარგ შედეგს მოგიტანთ კავშირი მორიელთან. შეიძლება გაცნობის ინიციატივა მათთგან მოდიოდეს და უარი არ უთხრათ. იცოდეთ, რომ მორიელის მაგნიტურ მომხიბვლელობას დაქორწინებული ადამიანებიც კი ვერ უძლებენ. რომანტიკული თავგადასავლი გელით თევზების ზოდიაქის წარმომადგენლებთან. ისინი თქვენზე მზრუნველობითა და ჰარმონიისკენ სწრაფვით მოიგებენ თქვენს გულს. მშვილდოსანთან თქვენი კავშირი იმ შემთხვევაში იქნება ნაყოფიერი, თუ სექსუალური თავგადასავლები გხიბლავთ.

ზოგიერთი მამაკაცი თხის რქა შეიძლება ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნდეს. თქვენი კავშირი უფრო გაძლიერდება. გირჩევთ, წარსულის დასავიწყებლად და მომავლის დასაწყებად, ერთად გაემგზავროთ დასასვენებლად, თუნდაც რამდენიმე დღით. დაქორწინებული ნიშნების ოჯახში ჰარმონია და მატერიალური კეთილდღეობა დაისადგურებს. სხვათა შორის, მომავალშიც ეცადეთ, რომ არ დაირღვეს ამ ორის ბალანსი, თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ. თუ მარტოხელა ხართ და საქმიანი ადამიანები გხიბლავთ, უფროსთან რომანი საინტერესოდ დაგამახსოვრებთ თავს.

  • სამსახური და ფინანსები

შეიძლება სამსახურის დაწყება შემოგთვაზონ უცხოურ კომპანიაში. ან სამსახურის გამო სახცოვრებელი ადგილის, ქალაქის ან თუნდაც ქვეყნის შეცვლამ მოგიწიოთ. ზოგიერთს კი უცხოეთში მიიწვევენ კონფერენციაში მონაწილეობისთვის. შეიძლება რჩევა და მასტერ-კლასების ჩატარებაც კი გთხოვონ.

თუ სამსახურის მაძიებელი თხის რქა ხართ, ეცადეთ, გაიუმჯობესოთ უცხო ენის დონე. ეს მომავალში აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი ვაკანსიის მიღებაში. ცოტა ხანში კი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. რითაც უკეთესობისკენ შეიცვლით თქვენს ცხოვრებას. ხანდახან შინაგანი ტრანსფორმაცია იმაზე უკეთეს შედეგს გვაძლევს, ვიდრე ჩვენ გვგონია. გათავისუფლდით შინაგანი შიშებისა და კომპლექსებისგან, ეცადეთ, ცხოვრებას სხვა ჭრილში შეხედოთ, ზოგჯერ ობიექტურობაც კარგია, რათა მოვლენების რეალური შეფასება შეძლოთ.

მარტის შუა პერიოდიდან აფრენის შესაძლებლობა მოგეცემათ. ამისთვის კი წინასწარ მზად უნდა იყოთ. ნუ შეგეშინდებათ ფრენის, მწვერვალების დაპყრობის. იყავით მეტად გაბედული, მიზანმიმართული. ნუ შეუშინდებით კონკურენტებს. სწორედ ასეთი მეთოდებით შეძლებთ კარიერულ კიბეზე ასვლას.

  • ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ტრავმამ, ქრონიკულმა დაავადებამ. გართულებები რომ აირიდოთ, დაიწყეთ დროული კვლევა და მკურნალობა. ძველი მეთოდების პარალელურად შეგიძლიათ თანამედროვე მეთოდებასც მიმართოთ.

მარტის შუა პერიოდში შეიძლება გაგიმძაფრდეთ მოგონებები. მელანქოლია კი გადაღლილობაში გადაიზარდოს. ეცადეთ, არ ჩავარდეთ დეპრესიაში. სიტუაციიდან კარგი გამოსავალი იქნება ცოტა ხნით ქალაქგარეთ გამგზავრება. მხიარული ადამიანების გვერდით ყოფნა. მარტში მეტი დრო დაუთმეთ ყვავილების და ნერგების მოვალს, მცენარეებზე ზრუნვა განწყობას გაგიმჯობესებთ. შეგიძლიათ ცოცხალი ყვავილები შეიტანოთ ინტერიერის დიზაინშიც.

გაფრთხილდით, თვის ბოლოს არ აიკიდოთ ინფექცია. განეწყევთ, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდომარეობა, აიმაღლოთ იმუნიტეტი. კარგ შედეგს მოგიტანთ ცურვა, იოგა. აგრეთვე სასარგებლო პროდუქტებით რაციონის გამრავალფეროვნება.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 4, 14, 21, 27

­მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 7, 16, 23

რა ელოდებათ თევზებს მარტში - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება და რას უმზადებს მარტი ლომებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელით მარტში მშვილდოსნებს? - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი