ავტორი:

როგორი იქნება მარტის კირჩხიბებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტის კირჩხიბებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

შანსი მოგეცემათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ; მიიღოთ გამოცდილება. გარშემო მყოფების თვალში მცოდე და გამოცდილი ადამიანი ხართ და ეცადეთ, ასეთად დარჩეთ. მარტში წარმატებას მიაღწევენ ის კირჩხიბები, რომლებიც მიზანმიმართულები იქნებიან. ხშირად დაესწარით სპექტაკლებს, კონცერტებს, გამოფენებს. ზოგიერთი ახალი კომპიუტერული პროგრამის ან უცხო ენის შესწავლას დაიწყებს, რაც სამსახურის საქმეების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თუ შემთხვევით შეხვდებით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს, აუცილებლად გააცანით თქვენი იდეები, სთხოვეთ დახმარება, თუ ასეთს საჭიროებთ. ზოგიერთს შეიძლება ფსიქოლოგიური კონსულტაცია დაგჭირდეთ.

თვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გახდება. ზოგიერთი თვის ბოლოს მოგზაურობას დაგეგმავს. გაფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ბარგი, არ დააგვიანოთ რეისზე და მოწესრიგებული გქონდეთ დოკუმენტები. აგრეთვე, მოერიდეთ უცნობებთან საუბარს და მით უმეტეს, არ მიიბაროთ სხვისი ნივთები. ეს უკანასკნელი არამარტო მგზავრობის დროს მოგეთხოვებათ. თუ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრები ნათესავები მოგენატრათ, ისინი შინ მოიპატიჟეთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თვის დასაწყისში უამრავი პოზიტიური მომენტი გელოდებათ. შეიძლება რომანი გააბათ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან მიმოწერით. ერთმანეთს შეიძლება საყვარელი მწერლის, საყვარელი ჯგუფის ფანების გვერდზე ან საერთო ჰობის გამო დაუკავშირდეთ. კარგად განვითარება დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვისაც ადრე კარგად იცნობდით და შეიძლება ხვდებოდით კიდეც. მეგობრებით დაწყებული ურთიერთობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. სექსუალური თავგადასავალი გელით მეგობართან ან კარგ ნაცნობთან და ამ კავშირის შემდეგ მიხვდებით, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და თავს წყვილად გამოცხადებთ.

შუა თვეში ისეთი დატვირთული არ იქნებით, როგორც - დასაწყისში. ამიტომ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თქვენი სიმპათიის ობიექტთან. ეს იქნება სულიერი სიმშვიდისა და წყვილში ჰარმონიის პერიოდი.

პირად ცხოვრებაში გრანდიოზული ცვლილებები გელით იმ კირჩხიბებს, ვინც გადაწყვიტა, რომ ბედს დაუკავშირებთ კუროს. თქვენს წყვილს ელის მოგზაურობა საზღვარგარეთ, მხიარულება მეგობრებთან ერთად, გემრიელი კერძების მომზადება და დაგემოვნება. კარგ შედეგს მოგიტანთ საერთო ბიზნესის დაწყება ეს შეიძლება იყოს: ტურიზმის, სმა-ჭამის ან განათლების სისტემაში.

თუ მეუღლე არ ცდილობს თქვენს დახმარებას ან უმიზეზოდ გებუზღუნებათ, ახლობლებთან ერთად გაერთეთ, მას კი ყურადღება არ მიაქციოთ.

  • სამსახური და ფინანსები

მოიმატებს ცნობისმოყვარეობა და საქმეებში ჩაძიების სურვილი. გარშემო მყოფებს გააკვირვებთ თქვენი ხშირი გადაადგილებით, ინტელექტუალური აქტიურობით. ოპონენტების დარწმუნებით. სწრაფად გააბამთ ნაცნობობას საჭირო ადამიანებთან. შეიძლება მოგიწიოთ კონფერენციებზე, სემინარებზე დასწრებამ. გახშირდება მივლინება.

ინფორმაციებს უწყვეტად მიიღებთ თვის ბოლომდე. შეიძლება უქმეების გატარებამაც კი სამსახურში მოგიწიოთ. ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, თქვენი დაკავებულობის გამო, დამოკიდებულება რომ არ გაიფუჭოთ, აუხსენით, რომ ახლა შრომა თქვენთვის აუცილებელია, რათა მომავალში გამარჯვებას მიაღწიოთ.

მარტში სურვილი გაგიჩნდებათ ახლის გაგების, შესწავლის. ზოგიერთი გააგრძელებს სწავლას, დაიწყებს უცხო ენის გაღრმავებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას. სიმაღლეების დაპყრობა ელით მათ, ვისაც არ შეეშინდება საკუთარი თავის წარმოჩენა. კარგი თვეა ლიტერატულ სფეროში ძალების მოსასინჯად. თუ უკვე იმდენი ცოდნა დაგიგროვდათ, რომ შეგიძლიათ სხვებს გაუნაწილოთ (თქვენი სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა), დაგეგმეთ მასტერ კლასები.

მარტი ორიგინალური იდეების განხორციელების თვეა. თუ ხვდებით, რომ მარტოს გაგიჭირდებათ, დახმარებისთვის ერთგულ ახლობლებსა და მეგობრებს მიმართეთ. თვის ბოლოს შეიძლება საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაგიჩნდეთ. საჭირო თანხით ნათესავები დაგეხმარებიან.

  • ჯანმრთელობა

ადრენალინის მოზღვავებას იგრძნობთ. შეიძლება სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მოგინდეთ საკუთარი თავის გამოცდა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით თვის დასაწყისში. უმჯობესია, დრო გამონახოთ ვარჯიშისა და ფინესისთვის. ჩაეწერეთ სპორტ დარბაზში.

თვის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს. მოერიდეთ ალკოჰოლის, შაქრისა და მარილის გადაჭარბებით მიღებას. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. თბილად ჩაცმაც არ დაგავიწყდეთ. შეამცირეთ ისეთი საკვების მიღება, რამაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემა გაგიღიზიანოთ.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 11, 21, 29

­ მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 4, 18, 23

როგორი იქნება მარტი კუროებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი ვერძებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "პოზიტივით აღსავსე თვე გელით"