ავტორი:

როგორი იქნება მარტი ვერძებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი ვერძებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

მეტად დისციპლინირებული, ორგანიზებული და პროდუქტიული უნდა იყოთ ამ თვეში. მარტივად მოაგვარებთ იმ საქმეებს, რაც სხვებს უჭირთ. გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება თანამშრომლებთან, კოლეგებთან. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეზოთერიკული მეცნიერებებისადმი და პარანორმალური მოვლენებისადმი. მარტში მოიმარაგეთ შესაბამისი ლიტერატურის წიგნები, დოკუმენტური ფილმები. მოერიდეთ ექსპერიმენტებს მაგიაში, თუ უსიამოვნებების მიზიდვა არ გსურთ.

მარტში ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე უნდა ამჯობინოთ. ეცადეთ, თქვენი მოსაზრებები თქვენთვის შეინახოთ. არავის მისცეთ უფლება, რომ სხვის უბედურებაში დაგადანაშაულოთ, მაგრამ არც თავად დაჩაგროთ ვინმე.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

პირადი ცხოვრება მარტში პრიორიტეტული უნდა გახდეს. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, სამსახურის საქმეები იქვე დატოვით და შინ არ "მიიტანოთ". მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თქვენ მათთვის "მშველელი" იქნებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათთან დაძაბული მდგომარეობა გაქვთ. ამ თქვენი კეთილშობილური ჟესტით მათთან მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. მარტოხელებს პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები არ გელით. უმჯობესია, გააუმჯობესოთ საქმიანი კავშირი. შეიძლება კოლეგებს შორის არის ადამიანი, ვისთანაც რომანის გაბმა მოგინდებათ. საინტერესო შეხვედრები გელით საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებზე, ინტერნეტ ფორუმებზე. მეუღლესთან ჰარმონია დაისადგურებს, თუ ძველ უსიამოვნებებს დაივიწყებთ. ეცადეთ, ისეთი საქმე გამონახოთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან.

ვერძი მანდილოსნებისგან ოჯახის წევრები განსაკუთრებულ მზრუნველობას და მხარდაჭერს (მატერიალურსაც) მოითხოვენ. ეცადეთ, გონივრულად გადაანაწილოთ დღის განრიგი, რომ ოჯახისთვის მეტი დრო დაგრჩეთ.

  • სამსახური და ფინანსები

სხვა დროისთვის გადადეთ დაწინაურებაზე ფიქრი. 2020 წლის მარტში სამსახურში წარმატებას მხოლოდ ფსიქოლოგიურად ძლიერი მამაკაცები მიაღწევენ. მთავარია, სამსახურის გრაფიკს შეეჩვიოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესს, მხოლოდ ერთგული კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უფროსთან. მოერიდეთ საქმიან შეხვედრაზე შეუსაბამოდ ჩაცმას. სასიამოვნო ცვლილებები გელით, თუ კარგად შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს.

მარტის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია ახალი სამსახურის საძიებლად. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ საქმიან პარტნიორებზე კარგი გავლენის მოხდენას.

ერთგულ და მცოდნე საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ. თუ დაიღალეთ სხვისი კეთილდღეობისთვის მუშაობისთვის, დროა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ. ყველა ფულადი დაბანდება და საქმეების წარმოება კარგია თვის ბოლოს.

  • ჯანმრთელობა

მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მაგრამ ცუდი ამინდის დროს ფეხით ნუ ივლით. როგორც გახასიათებთ ხოლმე, ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევთ, რის გამოც თქვენი ნერვული სისტემა დაზიანდება. აკონტროლეთ საკუთარი თავი და ემოციებიც. მიიღეთ დამამშვიდებელი პრეპარატები, ბალახების ნაყენი, თქვენზე კარგად იმოქმედებს მუსიკათერაპია. უპირატესობა კლასიკას ან ლირიკას მიანიჭეთ. გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ თირკმელების პროფილაქტიკური გამოკვლევა. გადახედეთ რაციონს და გამორიცხთ ზედმეტად მარილიანი და ცილოვანი საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, ნატურალურ წვენებს. ყოველდღიურად 20 ან 30 წუთი ივარჯიშეთ.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 6, 11, 15, 24.

­ მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 8, 12, 22.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "პოზიტივით აღსავსე თვე გელით"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "საინტერესო ადამიანების გაცნობა და საჩუქრები გელით"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ"