სამსახურში წარმატების მიღწევა მოგინდებათ, დაფასება და აღიარება. ზოგჯერ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებაც კი მოგიწევთ ან კოლეგების საქმეების შესრულება. იყავით მიზნამიმართული, ნუ გაუშვებთ შანს ხელიდან რომ კარიერულ საფეხურზე მაღლა გადაინაცვლოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან, ადამიანებთან, ვისზეც თქვენი დაწინაურება ან კეთილდღეობაა დამოკიდებული.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში გახშირდება კავშირები უცხოელ კოლეგებთან, პარტნიორებთან. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ცოდნის მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება, უცხო ენის გაუმჯობესება. ზოგიერთს გელით მივლინება. დაკვირვებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. შუა მარტიდან მეტად იქნებით ორიენტირებული კარიერაზე. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ.
ფული და სიყვარული
ყურადღების ცენტრში მოგინდებათ ყოფნა. სასიყვარული კავშირი შეიძლება გააბათ სტატუსით უფროს ადამიანთან ან სულაც კოლეგასთან. ზოგიერთი კი ქორწინებით აიმაღლებთ სოციალურ სტატუსს. თვის ბოლოსკენ გახშირდება მეგობრული კავშირები და შეიძლება მარტოხელებმა მეგობრების წრეში, თანამოაზრეებში იპოვოთ სიყვარული.
ჯანმრთელობა
მოიმატებს აქტიურობა, სურვილი გაგიჩნდებათ, რომ დაიწყოთ ვარჯიში. გაფრთხილებთ, მოერიდოთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას, რისკს. აქტიურობის მიუხედავად ნუ დაივიწყებთ დასვენებას. ზედმეტმა გადაღლამ შეიძლება იმუნიტეტი დაგისუსტოთ და წინასწარ გაფრთხილდით. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან.
13 მარტის შემდეგ ახალი შესაძლებლობები და შანსები მოგეცემათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში. დაისახეთ ახალი მიზნები, დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. აიმაღლოთ სტატუსი, დაქორწინდეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სამსახურში უფროსთან, შინ - ასაკით უფროს ნათესავებთან.
28 მარტის შემდეგ გართობისა და ბავშვებთან ერთად მხიარულების განწყობაზე დადგებით. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ხშირად გაინებივრეთ თავი თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობით. ზოგიერთს გაგიუმჯობესდეანათ რომანტიკული ურთიერთობა. მოიმატებს ფლირტისა და თავგადასავლების სურვილი.