ავტორი:

როგორი იქნება მარტი ტყუპისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი ტყუპისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

თქვენი სახლი თქვენთვის კომფორტისა და უსაფრთხოების ადგილი იქნება. თავს მეტად დაცულად და მშვიდად იგრძნობთ. კარგი იქნება, თუ ინტერიერის განახლებაზეც იზრუნებთ. შუა თვეში ხშირად უნდა გამოჩნდეთ საზოგადოებაში. უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე, ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებას. ეს დაგეხმარებათ დადებითი ემოციების დაგროვებაში. შეიძლება ფილოსოფოსების მოსმენამ დადებითად იმოქმედოს თქვენზე. შეიძლება დაუმეგობრდეთ ეზოტერიკის სფეროში მოღვაწე ადამიანს, რომლიც შეიძლება თქვენი გურუც კი გახდეს. მოერიდეთ ძველი სამსახურის მიტოვებას და ახლის მოძიებას. უმჯობესია, ამ თვეში ძველ პოზიციაზე დარჩეთ. თვის ბოლოს გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და კლიენტებთან. ზოგიერთს სურვილი გაუჩნდება მონაწილეობა მიიღოს კონკურსებსა და შეჯიბრებაში.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ურთიერთობა მეტად ჰარმონიული გახდება. შეიძლება მისი მხარდაჭერა დაგჭირდეთ და მიიღოთ კიდეც. ეცადეთ არ გაამახვილოთ ყურადღება უსიამოვნებაზე. კონფლიქტები მშვიდად და დიპლომატიურად მოაგვარეთ.

საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად რომანტიკული გრძნობები უნდა გამოავლინოთ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მარტში ამურის ისარი აუცილებლად მოგხვდებათ გულში. ეს შეხვედრა ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. თქვენი მომავალი საბედო შეიძლება პროფესიით ხელოვნებასთან იყოს დაკავშირებული.

მეტი დრო უნდა გაატაროთ შვილებთან ერთად. დაეხმარეთ მათ სირთულეების დაძლევაში, ახალი მეგობრების გაჩენაში, სწავლაში. საღამოები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, ეს კიდევ უფრო შეგაკავშირებთ ერთმანეთთან. თუმცა, აქაც ემოციები უნდა მოთოკოთ და მხოლოდ პოზიტივზე იყოთ გადართული. ნათესავებთანაც უნდა დაათბოთ დამოკიდებულება. მათი მხარდაჭერა ჰაერივით გჭირდებათ. ისინი დაგეხმარებიან ისევ ირწმუნოთ საკუთარი ძალების.

  • სამსახური და ფინანსები

მარტში მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახსა და სახლს. სამსახური კი მეორეხარისხოვანი გახდება. მხოლოდ გეგმიური საქმეები შეასრულეთ. თუ, რა თქმა უნდა, ბიზნესით არ ხართ დაკავებული. მეტი დრო დაუთმეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. დაუმეგობრდით ადამიანებს, რომლებიც საბინაო საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან. არ მოგერიდოთ და გამოიყენეთ თქვენი კავშირები.

მეტი ყურადღება გმართებთ ვალებულებების მიმართ. თუ ხვდებით, რომ რაღაც-რაღაცები გავიწყდებათ, აუცილებლად აწარმოეთ საქმიანი ბლოკნოტი, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ.

მარტის ბოლოს საშუალება მოგეცემათ დაასრულოთ დაწყებული პროექტები. მოიცილოთ მძიმე ტვირთი და ჩამოწეროთ სამომავლო გეგმები, ორიგინალური იდეები. ჩაინიშნეთ რეკომენდაციებიც, კრიტიკაც, რაც დაგეხმარებათ მეტად დახვეწოთ საკუთარი საქმეები, დაიწყოთ ახლი პროექტები და მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ.

კარიერული წინსვლა ელით მამაკაც ტყუპს. მეტი დრო დაუთმეთ ახალი იდეების დახვეწას, სირთულეების დაძლევას. შემოქმედებითი იდეები ენერგიის მომატებაში დაგეხმარებათ. შემოქმედებითი აქტიურობის პიკი თვის ბოლოს დაგიდგებათ. იყავით მეტად კრეატიული და ხელმძღვანელობასაც დადებითდ განაწყობთ საკუთარ თავის მიმართ და სიმაღლეებსაც დაიპყრობთ. ნუ შეგიშენდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღება. სამსახურში დაეხმარეთ მათ, ვინც სადღესასწაულო წვეულების მოწყობითაა დაკავებული.

  • ჯანმრთელობა

ახლობლების მიმართ მეტად პოზიტიური უნდა იყოთ. ცუდი მოშურნეებსაც კი არ უსურვოთ. საკუთარი ნეგატივით თავადვე დაზარალდებით. მეტი დრო გაატარეთ თქვენ მეგობრების (მხოლოდ, ვისთან ყოფნაც სიამოვნებას განიჭებთ) გვერდით. შუა თვეში გამოიკვლიეთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა. შეიძლება მომატებული ქოლესტერინის გამო შემწვარ, ცხიმიან საკვებსა და კვერცხზე უარის თქმამ მოგიწიოთ. თვის ბოლოს გამონახეთ დრო და გაიუმჯობესეთ თმის მდგომარეობა. შეგიძლიათ სილამაზის სალონს ეწვიოთ და ვარცხნილობა შეიცვალოთ და შეგიძლიათ ტრიქოლოგთანაც კი ჩაეწეროთ ვიზიტზე.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 15, 20, 29

­მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 8, 13, 22

როგორი იქნება მარტის კირჩხიბებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი კუროებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი ვერძებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი