ავტორი:

როგორი იქნება მარტი სასწორებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი სასწორებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

თვის პირველ ნახევარში მეტი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ ყოველდღიურ ვალდებულებებს. შეიძლება მოგიწიოთ ახლობლებზე ზრუვამ. თუმცა, ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ. სამსახურში მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მოერიდეთ ჭორების გავრცელებას. კარგი იქნება, თუ მარტიდან დაიწყებთ დიეტას და ვარჯიშს. თუ შინაური ცხოველები გყავთ, მიაქციეთ მათაც განსაკუთებული ყურადღება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

16 მარტამდე მომატებული იქნება რომანტიკული შეხვედრები, მომოწერა, საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე წასვლის სურვილი. რომანტიკული გაწყობის გამო შეიძლება სამსახურის საკითხებს სათანადო ყურადღება ვერც კი მიაქციოთ. მაქსიმალურად ფრთხილად იყავით, ნუ გააბამთ ფლირტს საქმიან პარტნიორებთან. მარტის ბოლოსკენ მოიმატებს კონცენტრაცია და საქმეებსაც უფრო კარგად გაართმევთ თავს. ამ პერიოდშივე გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან.

ფული და სიყვარული

სამსახურში გაგიუმჯობესდებათ გარემო, დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის, კლიენტებთან. თუ შექმედებითი პროფესიის წამომადგენელი ხართ, ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. შეიძლება გაგიუმჯობესდეთ მატერიალური შემოსავალი. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან. ეს კარგი შანსია მარტოხელებისთვის, მაგრამ დაწყვილებულებისთვის ახალი თავსატეხი იქნება.

ჯანმრთელობა

თავგადასვლები და გართობა მოგინდებათ. გამორიცხული არაა, მოინდომოთ ექსკურსიებსა და ლაშქრობაში სიარული. ზოგიერთი მოგზაურობის დროს გაიცნობს ახალ რომანტიკულ ან საქმიან პარტნიორს. ზოგიერთი კი მონაწილეობას მიიღებს კულტურულ ან შემოქმედებით ფესტივალში. რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობა, ცუდი არ იქნება, თუ გადაიღებთ კარდიოგრამას, გამოიკვლევთ თირკმელების მუშაობას.

13 მარტის შემდეგ ყურადღება უნდა გაამახვილოთ ჯანმრთელობაზე, გადაღლილობამ ქრონიკული დაავადებების გამწვავება არ გამოიწვიოს. შეიძლება ახალი ვალდებულებები დაგემატოთ. კარგი იქნება, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიმკვიდრებთ. ზოგიერთი კი გადაწყვეტს, რომ ახალი შინაური ცხოველი იყოლიოს.

28 მარტის შემდეგ მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იყავით მომართული დაწყებული საქმეების დასრულებაზე. საზოგადოებაში საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენაზე. შეიძლება სწორედ ამ პერიოდში მიიღოთ ადრე განხორციელებული პროექტების შედეგი.

როგორი იქნება მარტი ტყუპისთვის - თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - როგორი თვე ელის ზოდიაქოს ამ ნიშანს

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - როგორი თვე ელის ზოდიაქოს ამ ნიშანს