ავტორი:

როგორი იქნება მარტი კუროებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი კუროებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

დროა, გააკეთოთ ის, რასაც დიდი ხანია გეგმავდით. მარტში მეტად უნდა გამოავლიონოთ ეგოიზმი. არაა აუცილებელი ისე იცხოვროთ, როგორც სხვებს მოსწონთ, ჯერ თავად უნდა იყოთ ბედნიერი. გულის კარნახით იმოქმედეთ, ის ცუდს არ გირჩევთ. ზოგიერთი გადაწყვეტს, ეპატაჟურად მოიქცეს. საბედნიეროდ, ეს თქვენს რეპუტაციაზე ცუდად არ იმოქმედებს. უფრო მეტიც, შეიძლება ახალი ნაცნობები და თაყვანისმცემლებიც კი გაიჩინოთ. ახლობლები რომ არ გააბრაზოთ, ხანდახან მაინც გახსოვდეთ ეტიკეტი და სწორ დროს საჭირო სიტყვები წარმოთქვით.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თვის დასაწყისიდანვე დაიწყეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრი. მეტი დრო გაატარეთ საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. მხოლოდ ასე შეძლებთ რომანტიკული და პერსპექტიული ნაცნობობის გაბმას. უმეტესობას კი კარგ მეგობრად დაიტოვებთ. მანდილოსნებს ისეთ მამაკაცებთან მოუნდებათ რომანტიკული კავშირის გაბმა, ვისთანაც თავს მხიარულად იგრძნობენ. ფოლოსოფიური და ინტელექტუალური საუბრები შეიძლება რომანტიკულ თავგადასავალში გადაიზარდოს. კარგად დაგამახსოვრებთ თავს რომანი ვერძთან, მშვილდოსანთან, თხის რქასთან და მორიელთან.

მამაკაც კუროებს მოეწონებათ ქალი თევზები. ნაცნობობა უმჯობესია ბარებსა და ღამის კლუბებში გააბათ. ასეთი ნაცნობობა გაგახალისებთ. დაქორწინებული კუროები შეიტყობენ, რომ მშობლები გახდებიან. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გაიხალისოთ ყოველდღიურობა. სამსახურის საქმეების გამო, მეუღლესთან ყოფნაზე უარს ნუ იტყვით.

  • სამსახური და ფინანსები

მართალია, გართობა და მხიარულება გსურთ, მაგრამ გახსოვდეთ დედლაინიც. დროდადრო რუტინული საქმეების შესრულებაც მოგიწევთ. ამისგან არავნაა დაზღვეული.

კარგ შედეგებს მიიღებენ მხატვარი, არქიტექტორი, დიზაინერი და მსახიობი კუროები. ნუ მოგერიდებათ, რომ სამყაროს თქვენი შედევრები წარუდგინოთ. განსაკუთრებით, როცა თქვენი საქმიანობა შემოქმედებასთანაა კავშირში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც. აღმაფრენით აღსავსე და ავანტიურისთვის მზად იქნებით. შეიძლება უამრავი ვალდებულების შესრულება მოგიწიოთ ან დამატებითი საქმის, ზოგიერთს კი მივლინება ელის. სამსახურში, საქმეების უკეთ შესასრულებლად, ყური დაუგდეთ კოლეგების რჩევებს. ზოგიერთს შეიძლება ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ.

შუა თვეში შეიძლება ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მოგიწიოთ მუშაობამ. ეცადეთ, არც დასვენება დაივიწყოთ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საქმიან პარტნიორებთნ ან კოლეგებთან განხილვის შემდეგ მიიღეთ.

მარტი კარგი თვეა ახალი ცოდნის, გამოცდილების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩაეწერეთ ინდივიდუალურ გაკვეთილებსა და ტრენინგებზე. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, არ იზარმაცოთ.

  • ჯანმრთელობა

ორგანიზმი უნდა მოძლიეროთ, რომ ვირუსებსა და ინფექციებს გაუმკლავდეს. თვის დასაწყისში მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც რაიმეთი დაავადებულები არიან. განსკუთრებით სიფრთხილე გმართებთ მჭრელი საგნებისადმი. შუა თვეს ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა. კარგი კვლევა დაგეხმარებათ სწორი დიაგნოზის დასმაში და სწრაფ გამოჯანმრთელებაში. თვის ბოლოს გაუფრთხილდით კბილებს. მოერიდეთ გადამეტებულად ტკბილის ჭამს, შავი ჩაისა და ყავის სმას. მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები. კბილის ტკივილს ნუ მოითმენთ, მიმართეთ სტომატოლოგს.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 9, 12, 17, 28

­ მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 7, 14, 21

როგორი იქნება მარტი ვერძებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "პოზიტივით აღსავსე თვე გელით"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "საინტერესო ადამიანების გაცნობა და საჩუქრები გელით"