ავტორი:

როგორი იქნება ივნისი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ივნისი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელოდებათ და როგორი იქნება ივნისის თვე წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის :

  • კირჩხიბი

თვის დასაწყისში შეიძება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც გზღუდავთ, გაგიჩნდათ არაკეთილმოსურნეები. შეიძლება გამოაშკარავდეს თქვენი საიდუმლო. ეცადეთ, არ გაეხვიოთ ინტრიგებში, მოერიდეთ იმ ხალხს, ვინც თქვენ წინააღმდეგ ჭორებს ააგორებს. შეიძლება ყველაზე დიდი დარტყმა ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან მიიღოთ, ვისაც მეგობრად თვლიდით. ივნისში მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას. სამსახურში - ინიციატივის გამოვლენას. აგრეთვე, ხალხის წინაშე გამოსვლას, ახალი იდეების წარდგენას.

სწავლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

თვის დასაწყისში ენერგიის მომატებას, ახლობლებთან მიმოწერის, გადაადგილების, კომუნიკაციის სურვილი გაგიჩნდებათ. გაფრთხილდით, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები, მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგამას, პასუხის გაცემას. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის განვითარებას, ეს შეიძლება იყოს უცხო ენის გაღრმავება, ან იმ სფეროში უკეთ გარკვევა, რომელშიც მოღვაწეობთ.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენი ყველაზე დიდი მტერია. მან შეიძლება შეგიზღუდოთ თავისუფლება, უმნიშვნელო რამის გამო გაგიფუჭოთ განწყობა. ნუ ეცდებით მის დადანაშაულებას. უბრალოდ, მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას, ეს რთული პერიოდი მალე გადაივლის და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. რაც შეეხება ფინანსებს, ახლა ფულის ფლანგვის დრო არაა. უმჯობესია, არ შეიძინოთ ფუფუნების ნივთები, - მხოლოდ აუცილებელი. აგრეთვე, სასურველია, თუ საფულესა და პირად ანგარიშებს უცხო თვალს მოარიდებთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ივნისის დასაწყისიდან მოგზაურობის სურვილი მოგეძალებათ. კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ გაეცნოთ უცხო კულტურას, შეისწავლოთ უცხო ენა. ზოგიერთმა შეიძლება სულიერ პრაქტიკებს ან მისთვის აქამდე უჩვეულო მეთოდებს მიმართოს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად,

  • ქალებისათვის

დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გაერკვიეთ საკუთარ თავში, სურვილებში. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ მომავალში. ზოგიერთისთვის ივნისი გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება. დაგეგმილი მგზავრობა კარგი შედეგით დასრულდება. მთავარია, ყველაფერი შეამოწმოთ-გადაამოწმოთ.

  • კაცებისათვის

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საქმიანი შეხვედრები და მივლინება თვის დასაწყისში დაგეგმეთ. არ გაგიჭირდებათ რთულ მოვლენებში გარკვევა და მათი გამოსწორება. თვის მეორე ნახევარში შეიძლება მეტად მიაქციოთ ყურადღება იმ ინფორმაციებსა და მოვლენებს, რაც ადრე უმნიშვნელო გეჩვენებოდათ. იყავით დაკვირვებული, ყველას ნუ ენდობით.

  • მორიელი

ნუ გაიკვირდებათ, თუ ივნისში ხშირად აღმოჩნდებით ექსტრემალურ სიტუაციაში, მოგიწევთ სხვისი ფულის განკარგვა (რაც თქვენგან მაქსიმალურ დაკვირვებულობას მოითხოვს), წინ წამოიწევს მემკვიდრეობის განაწილების თემები. პატარ-პატარა ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში გელით, მაგრამ ნუ შეშინდებით (როგორც წესი, არც გეშინიათ და რაც უფრო რთულ სიტუაციაში ხართ, მით მეტ ადრენალინს გრძნობთ). მოიმატებს საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისადმი მოთხოვნები. ბევრის მიღწევის სურვილი გაქვთ და მძაფრი შეგრძნებებიც არ დააყოვნებს. ან შეიძლება უბრალოდ, პარაშუტით გადმოხტომა გადაწყვიტოთ.

სწავლა, ბიზნესი და სამ­სა­ხუ­რი

თვის დასწყისში ზოგიერთი პროფესიის შეცვლას გადაწყვეტს, ზოგი - საზღვარგარეთ გამგზავრებას ან უმაღლესი განათლების მიღებას. მეტი დრო დაუთმეთ უცხო ენის შესწავლას. შეიძლება სტაჟირების გავლამ საზღვარგარეთ მოგიწიოთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ უცხოელი პარტნიორი. მოერიდეთ კამათს ადამიანთან რელიგიურ-ფილოსოფიურ თემებზე. თვის მეორე ნახევარი არასტაბილურია, ამიტომ, მნიშვნელოვან საქმეებს ამ პერიოდისთვის ნუ დაგეგმავთ.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი

დანგრეული ან მივიწყებული სასიყვარულო ისტორიების ხშირი გახსენება კვლავ მოგაყენებთ ტკივილს. ზოგიერთმა შეიძლება საზოგადოებას კედელი აღუმართოს და თავის სამყაროში არავინ შეუშვას. თუმცა, ამ მეთოდით ღრმა დეპრესიის გარდა ვერაფერს მიიღებთ. დაქორწინებულება შეიძლება აღმოაჩინონ, რომ სექსუალური ცხოვრება აღარ აკმაყოფილებთ. ეცადეთ, მშვიდად და გულახდილად დაელაპარაკოთ მეუღლეს. ზოგიერთი შეიძლება მიუბრუნდეს ძველ საქმეს. ზოგს კი შეიძლება მატერიალური შემოსავალი გაუნახევრდეს.

ჯან­მრთე­ლო­ბა

დროა, გამონახოთ ძალა, რომ დაიწყოთ ვარჯიში და თქვენი სხეული მწყობრში მოიყვანოთ. განსაკუთრებით კარგ შედეგს მოგიტანთ სუფთა ჰაერზე ვარჯიში. აიყოლიეთ ოჯახის წევრები, ბავშვები. მეტი ყურადღება გმართებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მიმართ. განსაკუთრებით, თუ გასტრიტი ან კუჭის წყლული გაწუხებთ.

  • ქალებისათვის

განსაკუთრებული მიზანსწრაფულობა უნდა გამოიჩინოთ, დაწყებული საქმეები რომ დაასრულოთ. ბევრ მორიელს, შინაგანი განცდების გამო, გაუჭირდება საქმეზე კონცენტრირება. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების გარემოცვაში.

  • კაცებისათვის

აუჩქარებლად იმოქმედეთ, რათა კიდევ უფრო მეტი შეცდომა არ დაუშვათ. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. საქმიანი შემოთავაზებები დიდი სიფრთხილით განიხილეთ.

  • თევზები

ივნისში მეტ დროს გაატარებთ შინ, მშობლებისა და ნათესავების გარემოცვაში. ახლა მათი მხარდაჭერა და ზრუნვა ჰაერივით გჭირდებათ. თუმცა, ისინი თქვენგანაც ელიან დახმარებას და გვერდში დგომას. გააკეთეთ სასარგებლო საქმე ოჯახისთვის. ზოგიერთმა შეიძლება რემონტისა გაკეთება გადაწყვიტოს ან ადრე ნაყიდი მიწის ნაკვეთი გადაიფორმოს ან შეიძინოს აგარაკი წყლის მახლობლად. ზოგიც საკუთარი ბუდის მოწყობას შეეცდება, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ დაივიწყოთ შვილები, მშობლები და ასაკით უფროსი ნათესავები. ზოგი დაინტერესდება საკუთარი გვარის წარმომავლობით და გენეოლოგიური ხის შედგენას შეეცდება.

სწავლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

ივნისში სწავლა და გართობა ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი ჰობი. ზოგმა კი შეიძლება ახალი სიყვარული იპოვოს. თუმცა, უმჯობესია, ახალი საქმის დაწყება თვის პირველ ნახევარში სცადოთ. შანსი მოგეცემათ, ხშირად დაესწროთ გასართობ ღონისძიებებს: გამოფენა, წარმოდგენა, კონცერტი... ივნისში განსაკუთრებით აქტიური ხართ, ადამიანს შეიძლება თავი საინტერესო თემაზე საუბრით შეაყვაროთ. თვის მეორე ნახევარში რაც უფრო თავქარიანი იქნებით, მით მეტ უსიამოვნებას აკრიფავთ. მეტი დაკვირვება გმართებთ სწავლისადმი. ზოგიერთი შვილების ყოლაზე დაფიქრდება ან გაიგებს, რომ შვილს ელოდება.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

მეტად უნდა იზრუნოთ დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე ოჯახის წევრებთან. ზოგიერთმა შეიძლება მატერიალური დახმარება ნათესავებისგან მიიღოს. მარტოხელები მოერიდეთ ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყებას. დაქორწინებულებმა კი მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული ნიჭი, დაკავდით ხელსაქმით. ეცადეთ, ივნისში ფული არ გაფლანგოთ, უმჯობესია, მსხვილი საყიდლები, ოჯახისთვის საჭირო ნივთების ყიდვაც კი, მომავლისთვის გადადოთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ივნისში საკუთარ გარეგნობაზე მეტად უნდა იზრუნოთ. კარგი იქნება, თუ ვარჯიშსა და სწორად კვებას დაიწყებთ. მოიყვანეთ თქვენი სხეული ფორმაში. კარგი იქნება, თუ გონების გასააქტიურებელ ვარჯიშებსაც შეასრულებთ. უპირველესად, ივნისში თავს უნდა გაუფრთხილდეთ. ეს შეიძლება იყოს ტრავმაც და ჭრილობაც. აგრეთვე, საყურადღებოა წნევისა და ანთებითი პროცესების კონტროლი.

  • ქალებისათვის

ახალი შესაძლებლობების, თავის გამოჩენის თვე დაგიდგათ. იყავით მეტად მიზანმიმართული. დღეს დაწყებული სწავლა ან რაიმე ხელობის შესწავლა მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. შენაძენები შეიძლება უხეირო გამოდგეს. გირჩევთ, ივნისში მავნე ჩვევისგან გათავისუფლდეთ.

  • კაცებისათვის

ივნისი ძალების აღდგენის, საკუთარ თავში გარკვევის შესაძლებლობას მოგცემთ. დაასრულებთ ადრე დაწყებულ საქმეებს. შეიძლება დახმარება მიიღოთ ან ნათესავებისგან, ან კოლეგებისგან, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ. ერთად მუშაობის დროს მოერიდეთ კამათს. კარგ შედეგებს მოგიტანთ მგზავრობა. თუმცა, გირჩევთ, გამგზავრებამდე, უახლოეს ადგილზეც კი, ყველაფერი კარგად შეამოწმოთ.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის - რა ელით მომავალ თვეს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს

როგორ უნდა მოიქცეს იზოლაციაში ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება - ასტროლოგის რჩევები

თვის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდენლი და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე აპრილი გელით"