ავტორი:

როგორი უნდა იყოს იდეალური საახალწლო წვეულება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი უნდა იყოს იდეალური საახალწლო წვეულება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

საახალწლოდ ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი მიზანი და სურვილი აქვს. ზოგს ჯადოსნობით სურს საკუთარი პრობლემების მოგვარება, ზოგს - მეგობრებთან ერთად მხიარულება. საინტერესოა, ვინ როგორ ემზადება ახალი წლისთვის და ვისთვის როგორია იდეალური საახალწლო ღამე. ეს განსაკუთრებით სასარგებლო ინფორმაციაა, მათთვის, ვინც ახალი წლის შეხვედრას ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად აპირებს, რათა გაიგოს, რას უნდა ელოდოს მათგან.

  • ვერძი

მუხრუჭების გარეშეა, შეუძლია სალათიც შეჭამოს, მანდარინიც, ნამცხვარიც დააყოლოს, ტელევიზორსაც უყუროს, ალკოჰოლიც გაანდგუროს და ყველასთან იცეკვოს. იმისათვის, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლები ალკოჰოლური სასმელი მიიღოთ და არ იჩხუბოთ ოჯახის წევრებთან მაინც.

  • კურო

შინიდან არაფრის დიდებით არ გამოვა. ურჩევნია, ჯადოსნურ ღამეს ახლობლების გარემოცვაში შეხვდეს. შეუძლია ქალაქგარეთ წავიდეს, ბებია-ბაბუასთან, მაგრამ იქაც მთელ ოჯახს წაიყვანს, მწვადებს შეწვავს, ძველ ფილმებს უყურებს. მაგრამ კუროს ერთი მთავარი წესი აქვს, 12 საათის დადგომისთანავე, სადაც არ უნდა იყოს, დედას, მამას, ნათესავებს უნდა დაურეკოს და მიულოცოს ახალი წელი.

  • ტყუპი

ახალი წელი მისთვის დალევისა და ურთიერთობის კარგი საშუალებაა. რა თქმა უნდა, შეიძლება ზედმეტიც დალიოს და ბევრიც ილაპარაკოს. ამიტომ ურჩევნია, უცხო გარემოში შეხვდეს ახალ წელს. იქ, სადაც არავინ იცნობს. აი, თუ როგორ გააცნობს ყველას თავის თავს, ეს სულ სხვა ამბავია. თუმცა, მაინც მეგობრების გარემოცვაში ურჩევნია დალევაც და ლაქლაქიც.

  • კირჩხიბი

შეუძლია, ახალ წლამდე მოზიდოს პროდუქტი, დაამზადოს კერძები, გააწყოს სუფრა, იყოს დახვეწილი, მოირბინოს ყველა ნათესავი და მიულოცოს ახალი წელი, ჩამოურიგოს საჭმელები და თავისი ხელით მომზადებული კერძები და ტკბილეული. მერე შეიძლება წარსული გაახსენდეს, და ალკოჰოლს მიეძალოს, ახლობლებს ჩაეხუტოს და აქვითინდეს კიდეც მოგონებებთან გასამკლავებლად.

  • ლომი

აღმერთებს თემატურ საახალწლო წვეულებას, სადაც თავად მეფე ან დიდებული უნდა განასახიეროს. შეიძლება ერთმა ჭიქა შამპანურმა დაათროს და ყველას სიყვარული აუხსნას, ჩაეხუტოს, მოეფეროს. ან სულაც ქალაქიდან და ქვეყნიდან გაემგზავროს და ერთი დღე მაინც დაისვენოს, რა თქმა უნდა, მეფურად.

  • ქალწული

უყვარს სტუმრების მიღება, მათთვის გემრიელობების მომზადება და გამასპინძლება. ახალ წელს აღიქვამენ როგორც მეგობრებთან შეხვედრას, დალევას და გართობას. თუ არსად გაქვთ დაგეგმილი წასვლა, შეუარეთ ქალწულს, ცოტას დაგალევინებთ, მოგისმენთ, დაგარიგებთ.

  • სასწორი

ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებთ. არიან დახვეწილები, ღიმილიანები, ფლირტის განწყობაზე. მაგრამ არასდროს ავიწყდებათ დახვეწილი მანერები, ძლიერი დათრობის დროსაც კი. ახალი წელი ის პერიოდია, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან, ჩაცმულობა, გარეგნობა და ა.შ. მათ სურთ, იდეალურად, დახვეწილად გამოიყურებოდნენ. მოსწონთ საახალწლო კორპორატივები, საკუთარი თავის წარმოჩენაც და სხვებზე დაკვირვებაც.

  • მორიელი

თქვენ დასვენება გესაჭიროებათ და შეიძლება არც საოჯახო ფუსფუსში ჩაერთოთ და არც ქუჩაში გახვიდეთ ახალი წლის აღსანიშნად და უფრო მეტიც, ნათესავების მიპატიჟებაზეც კი უარი განაცხადოთ. შეიძლება პლედში თბილად გაეხვიოთ და ტელევიზორის წინ ჩაგეძინოთ. სასურველია, განმარტოებით გაატაროთ დასვენების დღეები.

  • მშვილდოსანი

ვის სჭირდება ნაირ-ნაირი კერძების მომზადება და სახლში დარჩენა?.. თქვენ მუდამ სახლიდან წასვლის მიზეზს ეძებთ, ახალი წლის ღამეს ეს მიზეზი გეძლევათ და შინ რა გაგაჩერებთ?!. მშვილდოსნებს უყვართ თავგადასავლი, მეგობრებთან ერთად მხიარულება. შეიძლება სულ სხვა სცენარიც განავითარონ, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სადმე გაემგზავრონ მხიარულებისა და აქტიური დასვენებისთვის. სხვათა შორის, მშვილდოსნებს დალევაც ძალიან უყვართ.

  • თხის რქა

ყველაზე მეტად სიამოვნებთ ახალი წლის აღნიშვნა საყვარელი ადამიანების, მეგობრების გარემოცვაში. მთავარია, თავად განწყობაზე იყვნენ და არც გარშემო მყოფებს მოაწყენენ. საახალწლო ღამე მათთვის პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, რადგან საჩუქრების მიღებაზე მეტად მათი ჩამორიგება უყვართ.

  • მერწყული

ძალიან სიამოვნებთ საახალწლო ღამეს მხიარული სისულეების გაკეთება. ვერც კი იწინასწარმეტყველებთ, რას გააკეთებს შემდეგ წუთში. შეიძლება მოულოდნელად მთაში ან ზღვაზე გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღონ, წამში გაემზადონ და გაიხურონ კარი. შინ კი გაოგნებული ოჯახის წევრები და სტუმრები დატოვონ. მერწყული ვერ იტანს ერთფეროვნებს და სურს, საინტერესო და თავგადასავლებით დასამახსოვრებელი ახალი წელი ჰქონდეს, იმაზე უფრო მაგარი, ვიდრე წინა წელს.

  • თევზები

თქვენთვის ახალ წელი ჯადოსნური პერიოდია. მუდამ რაღაც განსაკუთრებულს ელოდებით და გწამთ, რომ წელს მაინც ყველაფერი სასწაულად იქნება. სწორედ ახალ წელს უნდათ ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა, განსაკუთრებული საჩუქრის მიღება, სწორედ ახალ წელს უნდათ შეადგინონ გარკვეული გეგმა. სწორედ ამიტომაც ხდება, რომ ახალი წლის დადგომას სახლში კი არა, ქუჩაში ელოდებიან, სადაც რაღაც მნიშვნელოვანი ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს თუნდაც, საოცნებო პიროვნებასთან შეხვედრა.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ფორტუნა თქვენ მხარესაა, შეგიძლიათ, გარისკოთ და "გიჟური" იდეები განახორციელოთ

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  მერწყულებისთვის - "საბედისწერო შეხვედრა გელით"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა