პოზიტიური თვე დაგეწყოთ. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. მთავარია, არ იჯდეთ ერთ ადგილზე და ფული მარტივად შემოედინება თქვენს საფულეში. მიიღებთ იმდენს, რომ ბედნიერად იცხოვროთ. თუმცა, თქვენნაირ მფლანგველს ფული დიდხანს არ გაგიჩერდებათ. გირჩევთ, შეადგინოთ ოჯახის ბიუჯეტი, რათა ფული გონიერად გადაანაწილოთ.
საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. განსაკუთრებით შუა თვეში. ახალი ადამიანები ცხოვრებაზე სხვა კუთხით შეგახედებენ. თქვენ უარს იტყვით იმ გეგმების რეალიზებაზე, რაც მორალურ სიამოვნებას არ განიჭებთ.
თვის ბოლოს მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბინის კეთილმოწყობას. ზოგიერთი ახალ ავეჯს შეიძენს ან ძველს გადააადგილებს, განაახლებს. განახლებული ინტერიერი ახალი ენერგიით აგავსებთ.
საყვარელი ადამიანი საჩუქრებით გაგანებივრებთ. მისგან ყურადღებით მთელი თვე იქნებით განებივრებული. გულუხვობა გავრცელდება თქვენი ოჯახის წევრებზეც. ცოტა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ქალბატონი ლომები, რომლებიც მამაკაცი კუროების ფინანსურ კმაყოფაზე არიან. მათ შეიძლება შეგზღუდონ ფულში.
შეყვარულებულ ლომებს მეტად გაუჩნდებათ სურვილი, რომ მოეფერონ და ჩაეხუტონ საყვარელ ადამიანს. ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე. საყვარელ ადამიანთან საუბრისას იყავით გულწრფელი, ხშირად ესაუბრეთ თქვენს ფანტაზიებზე. თქვენს პარტნიორს აქვს უნარი, რომ თქვენი ფარული სურვილები აგისრულოთ.
თქვენი გული თავისუფალია? გაფრთხილდით, მოულოდნელად აგიზგიზებული ვნებისგან ბევრს ნუ ელით. სიმპათიის ობიექტმა შეიძლება ისევე სწრაფად გაგიცრუოთ იმედი, როგორც გაგიჩინათ. შუა მარტში შანსი მოგეცემათ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა თქვენთვის მოსაწყენი არ იქნება. ზოგიერთი გააბამს რომანს იმ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მიმოწერა ჰქონდა. შეიძლება რომანტიკულ ვახშამზე მიიღოთ მიპატიჟება იმ ადამიანისგან, ვისაც ადრე მეგობრად მიიჩნევდით.
ფულის გამომუშავების სურვილი გაგიჩნდებათ. იყავით მეტად პრაქტიკული. თუ საინტერესო და სარფიან საქმიანობაში შემოგთავაზებენ ჩართვას, უარი არ თქვათ. მაგრამ ისე არ ქნათ, რომ ფულის გამო პირადი ცხოვრება დაიზარალოთ. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. ზოგიერთი ჰობის შემოსავლიან ბიზნესად აქცევს. ზოგიც ფულს გამოიმუშავებს ძველი საოჯახო ნივთების გაყიდვით. პირველ ადგილზე დააყენეთ კარიერული წინსვლა. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ გზა ია-ვარდით იქნება მოფენილი. სავარაუდოდ, შრომა და სირთულეების დაძლევა მოგიწევთ. გაფრთხილდით, რომ კოლეგასთან ან უფროსთან ფლირტმა არ გაგიფუჭოთ სამსახურის საქმეები. უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან - სამსახური და პირადი ცხოვრება.
თვის დასაწყისში ყურადღებით იმუშავეთ დოკუმენტაციასთან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაკვირვებით მიიღეთ. არაა გამორიცხული, რომ დეტალებისადმი ყურადღების ნაკლებობის გამო შეცდომები დაუშვათ. მოერიდეთ აფერისტ ადამიანთან საქმეების წარმოებას. მეტად უნდა იყოთ მობილიზებული საოჯახო საქმეებზე. კარგი თვეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
თუ კერძო ბიზნესით ხართ დაკავებული, მეტი დრო დაუთმეთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. აკონტროლეთ ბუღალტრების საქმიანობა. გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელად გესტუმროთ სახელმწიფო შემოწმება.
დაქირავებულმა თანამშრომლებმა მეტი სითამამე გამოიჩინეთ და უფროსს მოსთხოვეთ ხელფასის მომატება. უარი რომ არ მიიღოთ, მყარი არგუმენტი უნდა გქონდეთ. თუ ხვდებით, რომ ენერგიის ნაკლებობას განიცდით, დიდ პროექტებზე მუშაობას მოერიდეთ.
თვის დასაწყისში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრი იარეთ ფეხით, დაკავდით სპორტით, ისეირნეთ ველოსიპედით. კარგ შედეგს მოგიტანთ სპორტული ცეკვები. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. ხშირად მოუსმინეთ შინაგან ხმას. თვის ბოლოს მეტი ყურადღება დაუთმეთ სუნთქვით პრაქტიკებს, გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა. ლიფტით ასვლას კიბეზე ფეხით ასვლა ამჯობინეთ.
მარტის იღბლიანი რიცხვები: 7, 16, 19, 20.
მარტის უიღბლო რიცხვები: 5, 10, 22.