ენერგიული ხართ და საქმეებსაც ასე უძღვებით, მაგრამ მოშურნეები მაინც უამრავი გყავთ. იმდენად ეგოისტურად იქცევით, რომ ვერავინ შეგედრებათ. ეცადეთ, არავინ ჩაერიოს თქვენს პირად ცხოვრებაში. ნუ გაუხსნით გულს და კარს მას, ვინც ეს არ დაიმსახურა. ნუ იქნებით ზედმეტად გულუბრყვილო. აგრეთვე, უნდა მოერიდოთ ისეთ ადამიანებს, ვინც გეპირფერებათ, ყალბი მანიპულაციით ცდილობს თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თავისი მზაკვრული გეგმა და ნუ გახდებით მათი მსხვერპლი.
თვის დასაწყისში კარგია მოგზაურობა. სასიამოვნო შთაბეჭდილებები და ემოციები გელით. სასურველია, მეგობართან (თუ მარტოხელა ხართ) ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავროთ. უცხოებთან ფრთხილად იკონტაქტეთ. მათგან უნდა მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია თავად კი არ უნდა გასცეთ.
გამონახეთ დრო, რომ მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შინაურ კედლებში თავს კომფორტულად და მშვიდად ვერ გრძნობთ. გამოასწორეთ სიტუაცია. ნაკლები იფიქრეთ წარსულზე, იყავით მიმართული მომავლისთვის.
სამსახური და ფინანსები
დროა, საქმეების მოგვარებით დაკავდეთ, კოლექტივთან ერთად შრომამ შეიძლება შესაბამისი შედეგი არ მოგცეთ. მარტო კი მეტად იქნებით ორიენტირებული შედეგზე და სხვისი იმედი არ გექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება და კიდევ უფრო მეტად დაკარგავთ დროს.
სამსახურში ეცადეთ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ. არ ჩაერიოთ კოლეგების კამათში და არც ვინმე კონკრეტულის მხარე დაიჭიოთ. უფრო მეტიც, ზოგიერთმა შეიძლება პროვოკაცია მოგიწყოთ, ჭორები ააგოროს თქვენ წინააღმდეგ.
იანვრის დასაწყისი და შუა პერიოდი საუკეთესო დროა იმ პროექტებზე სამუშაოდ, რომლის შესახებაც გარშემო მყოფებს არაფერს უმხელთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ გასაუბრება, სასურველი თანამდებობის დასაკავებლად. აგრეთვე ის საქმიანი შეხვედრა, რომელიც დიდი ხნის წინ გქონდათ დაგეგმილი.
სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ, ახალ პროექტებს ნუ დაიწყებთ. ენთუზიაზმი გეყოფათ. ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეთ ყველა საქმე, არ მოიტოვოთ კუდები ისინი შეიძლება სერიოზულ დაბრკოლებად გადაიქცნენ.
სხვათა შორის, კარგად შესრულებული საქმეებისთვის კარგადაც დასაჩუქრდებით და თანხის გარკვეულ ნაწილს გადადებთ კიდეც. დაგროვილი თანხით შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი შეიძინოთ. აი, უზარო ნივთებზე კი თქვენს ნაშრომს ნუ გაფლანგავთ. ყველამ იცის, როგორი მფლანგველიც ხართ და ვალებისგან რომ დაიცვათ საკუთარი თავი, შემოსავლისა და გასავლის აღწერა დაიწყეთ.
ჯანმრთელობა
იანვარში ენერგიის ნაკლებობას არ იგრძნობთ. მაგრამ მოსაფრთხილებელია ნერვული სისტემა. ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. გამონახეთ დრო სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, იოგისა და ციგუნისთვის. ისინი სულიერი მდგომარეობის ჰარმონიზაციაში დაგეხმარებიან.
თვის დასაწყისში მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ დახურულ ოთახში გაჩერებას. აგრეთვე, ისეთ ადგილებში, სადაც რემონტი მიმდინარეობს. მკვეთრმა არომატებმა შეიძლება ფიზიკურ ტკივილამდე მიგიყვანოთ. შეიძლება საყვარელმა სუნამომაც კი აგატკიოთ თავი.
საოჯახო საქმეების მოგვარებისას მაქსიმალურად შეიკავეთ თავი მძაფრსუნიან საშუალებებთნ კონტაქტისგან. აგრეთვე, მოერიდეთ ტრავმებსა და ჭრილობებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. შეგიძლიათ გამოკვლევაც კი ჩაიტაროთ. გადახედეთ კვების რაციონს, გაამდიდრეთ იგი კალციუმით. თუ სახსრებსა და კუნთეში ტკივილს იგრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.
სიყვარული და ოჯახი
თავისუფალმა ლომებმა მეტად გამოხატეთ აქტიურობა, თუ ვინმე ნამდვილად მოგეწონათ. მეტად გამოავლინეთ ხოლმე გრძნობები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხვდებით, რომ იმ ადამიანსაც აქვს თქვენ მიმართ სიმპათია. ეს ახალი რომანის დაწყების შესანიშნავი შანსია.
გარშემო მყოფებისთვის ამოუცნობი და ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. განსაკუთრებით უჭირს თქვენ გვერდით ყოფნა თქვენს სასიყვარულო პარტნიორს. მას ჰგონია, რომ რაღაცას უმალავთ და ამის გამო დამოკიდებულება გეძაბებათ. ეცადეთ, უსიამოვნების გარეშე აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, რატომ გაცივდით და რატომ იქცევით უცნაურად. შეიძლება მისი მხარდაჭერით პირადი სიტუაციაც გაიუმჯობესოთ.
დაქორწინებულმა ქალმა ლომებმა ნაკლები ილაპარაკეთ გარშემო მყოფებთან თქვენს პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი უსიამოვნებების შესახებ. ეცადეთ, სირთულეებში დამოუკიდებლად გაერკვეთ და მოაგვაროთ. არავის ჰკითხოთ რჩევა, ეს კიდევ უფრო მეტად დაგაბნევთ. სხვათა შორის, თუ მოინდომებთ, თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთანაც გამონახავთ საერთო ენას.
იანვრის თვის იღბლიანი რიცხვები: 5, 8, 13 და 15.