მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან სასწორები - ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ნაკლი და დადებითი მხარეები
როგორები არიან სასწორები - ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ნაკლი და დადებითი მხარეები

ტი­პურ სას­წო­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ხალ­ხის იმი­ჯი აქვთ. კარ­გად აღ­ზრდი­ლი, თა­ვა­ზი­ა­ნი, კარ­გი მა­ნე­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ად­ვი­ლია, რად­გან თა­ვად არი­ან მო­წა­დი­ნე­ბულ­ნი ჰარ­მო­ნი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ენერ­გი­ის უდი­დეს ნა­წილს კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­ში ხარ­ჯა­ვენ. ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი და ფა­ქი­ზი, მშვე­ნი­ე­რე­ბის ტრფი­ა­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლი ბუ­ნე­ბა გაქვთ, მუ­დამ ყვე­ლაფ­რის დარ­ბი­ლე­ბას, გა­წო­ნას­წო­რე­ბას ცდი­ლობთ.

თე­ო­რი­უ­ლად, თქვენ მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ხართ, პრაქ­ტი­კუ­ლად კი - უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნათ გზა­ზე. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ვე­რა­სო­დეს მო­ერ­გე­ბით, ვე­რა­სო­დეს მო­ე­წო­ნე­ბით ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად. ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან სუფ­თად გა­მოძ­რო­მის მცდე­ლო­ბით, არა­სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებთ მხო­ლოდ. მარ­თა­ლია, თქვე­ნი მო­ტი­ვა­ცია ჰარ­მო­ნია და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაა, მაგ­რამ ხან­და­ხან შე­მოვ­ლი­თი გზე­ბის ძი­ე­ბის და კომ­პრო­მი­სებ­ზე წას­ვლის ნაც­ვლად პირ­და­პი­რო­ბაა სა­ჭი­რო.. კა­მა­თი გიყ­ვართ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც სხვე­ბის აზრს ჩათ­ვლით უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად. მშვი­დო­ბა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად! აი, თქვე­ნი დე­ვი­ზი… თით­ქოს ძა­ლი­ან უწყი­ნა­რია, მაგ­რამ შე­დე­გი ძა­ლი­ან ცუდი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს.

გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი ამას მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ქო­ნა­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უუ­ნა­რო­ბა­ში გით­ვლი­ან. ის, რომ ვინ­მეს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას ერი­დე­ბით, შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვან, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მცდე­ლო­ბა. "მეე? არა, უბ­რა­ლოდ არ მინ­და რომ ვი­ჩხუ­ბოთ!" აი, თქვე­ნი პო­ზი­ცია კონფრონ­ტა­ცი­ის დროს. "მე­ო­რეს მხრივ", "მაგ­რამ", "თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ…", "მე­დალს ორი მხა­რე აქვს" და ა.შ. აი, თქვე­ნი სა­მე­ტყვე­ლო ფრა­ზე­ბი. მუდ­მი­ვი კომ­პრო­მი­სი, დათ­მო­ბა… მა­ში­ნაც კი, როცა იბ­რძვით.

სხვა მე­ო­მარ­მა ნიშ­ნებ­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა სი­სუს­ტედ შე­იძ­ლე­ბა ჩა­გით­ვა­ლონ, მაგ­რამ ესეც ერთ-ერთი მო­საზ­რე­ბა იქ­ნე­ბა მხო­ლოდ. თქვენ გა­რე­შე ხომ სამ­ყა­რო სა­მარ­თლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და.

კარ­გად იც­ნობთ სო­ცი­უმს, ერ­კვე­ვით კა­ნო­ნებ­ში, იცით რა არის მი­ღე­ბუ­ლი, რა მი­უ­ღე­ბე­ლი. იცით სად რა ჩა­იც­ვათ, რო­გორ მო­იქ­ცეთ, ვის­თან რო­გორ ილა­პა­რა­კოთ… მოგ­წონთ შე­და­რე­ბე­ბით სა­უ­ბა­რი და ფიქ­რი - ეს კერ­ძი კარ­გია, მაგ­რამ გუ­შინ უკე­თე­სი იყო. მშვე­ნი­ე­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა გაქვს, მაგ­რამ ერთი თვის წინ რომ გქონ­და, ის უფრო გიხ­დე­ბო­და. გინ­დათ სა­უ­კე­თე­სოს მი­აგ­ნოთ, გა­არ­კვი­ოთ, რა არის სწო­რი და რა - არას­წო­რი…

ნება სუს­ტი გაქვთ, ად­ვი­ლად ექ­ცე­ვით სხვე­ბის აზ­რის, ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ, ით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ტენ­დენ­ცი­ებს. ეჭვი გე­პა­რე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ში, გაკ­ლი­ათ თავ­და­ჯე­რე­ბა.

გა­მუდ­მე­ბით პარტნი­ო­რე­ბის ძი­ე­ბა­ში ხართ, სხვე­ბის გა­რე­შე თავს ბედ­ნი­ე­რად ვე­რა­სო­დეს გრძნობთ. რო­მან­ტი­კუ­ლი ხართ და ეს­თე­ტი. მოგ­წონთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და დახ­ვე­წი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. გა­ინ­ტე­რე­სებთ ფი­ლო­სო­ფია. ყო­ველ­თვის ფაქ­ტე­ბით ლა­პა­რა­კობთ და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბას ცდი­ლობთ. ად­ვი­ლად იღებთ ტრავ­მებს. პა­ტა­რა რა­მე­ე­ბი გწყინთ. სულ მცი­რე უტაქ­ტო­ბა და უხე­შო­ბა გი­ფუ­ჭებთ ხა­სი­ათს. როცა წო­ნას­წო­რო­ბას კარ­გავთ, შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებთ, თუმ­ცა ამის აღი­ა­რე­ბა არ გი­ჭირთ.

ვერ იტანთ ვულ­გა­რუ­ლო­ბას, უკულ­ტუ­რო­ბას, თავ­ხე­დო­ბას. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, თუმ­ცა ცოტა დის­ტან­ცი­უ­რი ბრძან­დე­ბით. პრობ­ლე­მებს სულ სხვა­დას­ხვა ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავთ. უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით ხართ სავ­სე - პრო­ვო­კა­ტო­რი­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის განმმუხ­ტვე­ლის როლ­ში ერ­თდრო­უ­ლად შე­გიძ­ლი­ათ ყოფ­ნა.

იდე­ა­ლის­ტო­ბი­სა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბის გამო, შე­საძ­ლოა ბევ­რჯერ გა­გიც­რუვ­დეთ იმე­დი, რად­გან ცხოვ­რე­ბა გა­მუდ­მე­ბით უამ­რა­ვი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს. თუკი არ მი­ეჩ­ვე­ვით აწ­მყო­თი ცხოვ­რე­ბას, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად მი­ღე­ბას და მერე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო დარ­დზე უა­რის თქმას, მთელ ცხოვ­რე­ბას მერ­ყე­ო­ბა­სა და მო­უს­ვენ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რებთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორები არიან სასწორები - ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ნაკლი და დადებითი მხარეები

როგორები არიან სასწორები - ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ნაკლი და დადებითი მხარეები

ტიპურ სასწორებს სოციალური და ინტელექტუალური ხალხის იმიჯი აქვთ. კარგად აღზრდილი, თავაზიანი, კარგი მანერების მქონე ადამიანების. მათთან ურთიერთობა ადვილია, რადგან თავად არიან მოწადინებულნი ჰარმონიულ ურთიერთობებს და ენერგიის უდიდეს ნაწილს კონფლიქტების თავიდან არიდებაში ხარჯავენ. ძალიან დახვეწილი და ფაქიზი, მშვენიერების ტრფიალისკენ მიდრეკილი ბუნება გაქვთ, მუდამ ყველაფრის დარბილებას, გაწონასწორებას ცდილობთ.

თეორიულად, თქვენ მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხართ, პრაქტიკულად კი - უამრავი პრობლემა შეიძლება შეიქმნათ გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს ვერასოდეს მოერგებით, ვერასოდეს მოეწონებით ყველას ერთნაირად. ყველა სიტუაციიდან სუფთად გამოძრომის მცდელობით, არასაიმედო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ მხოლოდ. მართალია, თქვენი მოტივაცია ჰარმონია და სამართლიანობაა, მაგრამ ხანდახან შემოვლითი გზების ძიების და კომპრომისებზე წასვლის ნაცვლად პირდაპირობაა საჭირო.. კამათი გიყვართ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვების აზრს ჩათვლით უფრო მნიშვნელოვნად. მშვიდობა ნებისმიერ ფასად! აი, თქვენი დევიზი… თითქოს ძალიან უწყინარია, მაგრამ შედეგი ძალიან ცუდი შეიძლება მოიტანოს.

გარშემომყოფები ამას მიმართულების არქონასა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაში გითვლიან. ის, რომ ვინმეს დადანაშაულებას ერიდებით, შეიძლება აღიქვან, როგორც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა. "მეე? არა, უბრალოდ არ მინდა რომ ვიჩხუბოთ!" აი, თქვენი პოზიცია კონფრონტაციის დროს. "მეორეს მხრივ", "მაგრამ", "თუ გავითვალისწინებთ, რომ…", "მედალს ორი მხარე აქვს" და ა.შ. აი, თქვენი სამეტყველო ფრაზები. მუდმივი კომპრომისი, დათმობა… მაშინაც კი, როცა იბრძვით.

სხვა მეომარმა ნიშნებმა დიპლომატიურობა სისუსტედ შეიძლება ჩაგითვალონ, მაგრამ ესეც ერთ-ერთი მოსაზრება იქნება მხოლოდ. თქვენ გარეშე ხომ სამყარო სამართლიანი არ იქნებოდა.

კარგად იცნობთ სოციუმს, ერკვევით კანონებში, იცით რა არის მიღებული, რა მიუღებელი. იცით სად რა ჩაიცვათ, როგორ მოიქცეთ, ვისთან როგორ ილაპარაკოთ… მოგწონთ შედარებებით საუბარი და ფიქრი - ეს კერძი კარგია, მაგრამ გუშინ უკეთესი იყო. მშვენიერი ვარცხნილობა გაქვს, მაგრამ ერთი თვის წინ რომ გქონდა, ის უფრო გიხდებოდა. გინდათ საუკეთესოს მიაგნოთ, გაარკვიოთ, რა არის სწორი და რა - არასწორი…

ნება სუსტი გაქვთ, ადვილად ექცევით სხვების აზრის, ზეგავლენის ქვეშ, ითვალისწინებთ საზოგადოების შეხედულებებს, ტენდენციებს. ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში, გაკლიათ თავდაჯერება.

გამუდმებით პარტნიორების ძიებაში ხართ, სხვების გარეშე თავს ბედნიერად ვერასოდეს გრძნობთ. რომანტიკული ხართ და ესთეტი. მოგწონთ ინტელექტუალური ადამიანები და დახვეწილი ურთიერთობები. გაინტერესებთ ფილოსოფია. ყოველთვის ფაქტებით ლაპარაკობთ და რაციონალურად ცხოვრებას ცდილობთ. ადვილად იღებთ ტრავმებს. პატარა რამეები გწყინთ. სულ მცირე უტაქტობა და უხეშობა გიფუჭებთ ხასიათს. როცა წონასწორობას კარგავთ, შეცდომას შეცდომაზე უშვებთ, თუმცა ამის აღიარება არ გიჭირთ.

ვერ იტანთ ვულგარულობას, უკულტურობას, თავხედობას. კომუნიკაბელური, თუმცა ცოტა დისტანციური ბრძანდებით. პრობლემებს სულ სხვადასხვა ჭრილში განიხილავთ. უამრავი წინააღმდეგობით ხართ სავსე - პროვოკატორისა და სიტუაციის განმმუხტველის როლში ერთდროულად შეგიძლიათ ყოფნა.

იდეალისტობისა და გადაჭარბებული მოლოდინების გამო, შესაძლოა ბევრჯერ გაგიცრუვდეთ იმედი, რადგან ცხოვრება გამუდმებით უამრავი არჩევანის წინაშე გვაყენებს. თუკი არ მიეჩვევით აწმყოთი ცხოვრებას, გადაწყვეტილებების დროულად მიღებას და მერე მიღებული გადაწყვეტილების გამო დარდზე უარის თქმას, მთელ ცხოვრებას მერყეობასა და მოუსვენრობაში გაატარებთ.