მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან მშვილდოსნები - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნებმა საკუთარი თავის შესახებ უნდა იცოდნენ
როგორები არიან მშვილდოსნები - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნებმა საკუთარი თავის შესახებ უნდა იცოდნენ

და­უ­ღა­ლა­ვი, მხი­ა­რუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი, მზით მშვილ­დო­სა­ნი ინ­დი­ვი­დე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, სულ და­კა­ვე­ბუ­ლი და სულ რა­ღა­ცით გარ­თუ­ლი. კენ­ტავ­რი ადა­მი­ა­ნის და ცხო­ვე­ლის სინ­თე­ზია და ამ ნი­შან­შიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ არის შერ­წყმუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა და ცხო­ვე­ლუ­რი ინ­სტიქ­ტე­ბი.

თქვენ ჭეშ­მა­რი­ტად ფი­ლო­სო­ფო­სი ხართ. გიჟ­დე­ბით ბრტყელ-ბრტყელ სა­უ­ბარ­ზე. სხვა­დას­ხვა თე­ო­რი­ე­ბის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა­ზე. სხვე­ბის­თვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა­ზე, ჭკუ­ის და­რი­გე­ბა­ზე. ითხოვთ პა­ტი­ვის­ცე­მას. გინ­დათ, რომ სა­მა­გა­ლი­თო იყოთ. სხვე­ბის გზა­ზე და­ყე­ნე­ბა ხში­რად გაქვთ გან­ზრა­ხუ­ლი, თუმ­ცა შეც­დო­მებ­საც ად­ვი­ლად პა­ტი­ობთ მათ… სა­კუ­თარ თავ­საც. თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­ტი­ვია. მხი­ა­რუ­ლი, ხუ­მა­რა, იუ­მო­რით სავ­სე, ნე­ბის­მი­ე­რი სქე­სის, რა­სის, ეროვ­ნე­ბის თუ ტი­პის ადა­მი­ან­თან ახერ­ხებთ მე­გობ­რო­ბას. გიყ­ვართ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ატა­ნა არ შე­გიძ­ლი­ათ შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და რუ­ტი­ნის.

ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ხართ, მომ­ხიბ­ლა­ვი (თუნ­დაც ლა­მა­ზი არ იყოთ), გუ­ლუხ­ვი და ხელ­გაშ­ლი­ლი. რო­გორც არ უნდა გი­ჭირ­დეთ, სხვე­ბი ვე­რა­ფერს შე­გა­ტყო­ბენ. უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნის პო­ზა­ში ყოფ­ნა თქვე­ნი სტი­ლი არ არის. თქვე­ნი ოპ­ტი­მიზ­მი გა­დამ­დე­ბია და ამის გამო თქვენ­თან ყოფ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნოა. ხალ­ხი ბევრ რა­მეს გპა­ტი­ობთ და უყ­ვარ­ხართ.

უამ­რა­ვი იდეა გაქვთ, აზ­როვ­ნე­ბის ფარ­თო დი­ა­პა­ზო­ნი. გულ­ღია, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი, თუმ­ცა ცოტა გა­ფან­ტუ­ლი და ქა­ო­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით. კარ­გად აღიქ­ვამთ მთლი­ა­ნო­ბას, გან­ზო­გა­დე­ბას ახერ­ხებთ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, მაგ­რამ დე­ტა­ლე­ბი გე­პა­რე­ბათ. ზო­გა­დის დე­ტა­ლე­ბამ­დე ჩაშ­ლას შე­საძ­ლოა ვე­რაფ­რით ახერ­ხებ­დეთ. მი­ზან­ში არ­ტყამთ, მაგ­რამ ესეც რა­ღაც ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად, ინ­სტიქ­ტე­ბის დო­ნე­ზე. თან­მიმ­დევ­რო­ბა გაკ­ლი­ათ და ხში­რად სა­კუ­თარ თავ­თან მო­დი­ხართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში, რა­საც თა­ვად ვე­რაფ­რით ამ­ჩნევთ და არაფ­რით აღი­ა­რებთ. ზო­გა­დად, კაც­მა რომ გკი­თხოთ, რო­დის და­უშ­ვით შეც­დო­მა ამ ბოლო დროს, ვე­რაფ­რით გა­იხ­სე­ნებთ, რად­გან სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის აღ­ქმა და და­მახ­სოვ­რე­ბა გი­ჭირთ.

გა­ინ­ტე­რე­სებთ რე­ლი­გია, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რე­ბი, სწავ­ლე­ბე­ბი (თუკი მზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ფა­ნა­ტი­კო­სი და თქვე­ნი სი­მარ­თლის სხვე­ბის­თვის თავს მოხ­ვე­ვით შე­პყრო­ბი­ლი ტი­პა­ჟიც ბრძან­დე­ბო­დეთ) უსაშ­ვე­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ხართ. გა­მუდ­მე­ბით სწავ­ლობთ, გა­მუდ­მე­ბით სი­ახ­ლე­ებს და­ე­ძებთ. ყვე­ლა­ში და ყვე­ლა­ფერ­ში შე­გიძ­ლი­ათ და­ი­ნა­ხოთ კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო. კი­თხვაც გიყ­ვართ, თუმ­ცა ოთხ კე­დელ­ში გა­მომ­წყვდე­ულს წიგ­ნე­ბი­დან სწავ­ლას ცხოვ­რე­ბას­თან, ხალ­ხთან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტით სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებთ. ამი­ტომ ბევ­რი თქვენ­გა­ნი მოგ­ზა­უ­რია, ან მოგ­ზა­უ­რო­ბის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი მა­ინც. მა­წან­წა­ლა - რო­მე­ლიც სულ სა­დღაც წას­ვლა­ზე ოც­ნე­ბობს. გაქვთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნიჭი - დატ­კბეთ სი­ცო­ცხლით, ისარ­გებ­ლოთ მისი ყო­ვე­ლი წუ­თით. გიყ­ვართ "ჭამა-სმა დი­დად შე­სარ­გი"… არ უფრთხილ­დე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბას, მაგ­რამ მა­ინც ჯან­მრთე­ლი ხართ (თუმ­ცა ეს უფრო რუ­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გია გაქვთ დიდი).

თქვე­ნი სუს­ტი მხა­რე ის არის, რომ ზედ­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტი ხართ, ზედ­მე­ტად ენ­დო­ბით ადა­მი­ა­ნებს და მა­ში­ნაც იღ­ბლის იმე­დად ხართ, როცა არ უნდა იყოთ. ეს ერთი მხრივ კარ­გია, გა­მუდ­მე­ბით არ ადა­ნა­შა­უ­ლებთ სა­კუ­თარ თავს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში და თა­ნაც იუ­პი­ტე­რის წყა­ლო­ბით მარ­თლაც ხში­რად გი­მარ­თლებთ, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან გა­თა­მა­მე­ბაც არ ღირს… სა­ტურნს არ სძი­ნავს. სი­ფხიზ­ლე არც თქვენ გა­წყენ­დათ.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ზედ­მე­ტი გუ­ლახ­დი­ლო­ბაა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნე­ბის უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბით ერ­თო­ბით. გულ­წრფე­ლო­ბას უტაქ­ტო­ბა­ში ხში­რად გით­ვლი­ან. არა­და უბ­რა­ლოდ სი­მარ­თლე თქვით, რა უნა­მუ­სო­ბაა, არა? მო­დით, ვა­ღი­ა­როთ, რომ სი­მარ­თლის თქმა­საც სჭირ­დე­ბა ფორ­მა. ეცა­დეთ, უფრო მე­ტად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იყოთ, ცოტა და­უბ­ლაგ­ვეთ მახ­ვი­ლი პირი თქვენს ის­რებს, თო­რემ ძა­ლი­ან მწა­რეა, თა­ნაც შიგ გულ­ში ახ­ვედ­რებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორები არიან მშვილდოსნები - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნებმა საკუთარი თავის შესახებ უნდა იცოდნენ

როგორები არიან მშვილდოსნები - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნებმა საკუთარი თავის შესახებ უნდა იცოდნენ

დაუღალავი, მხიარული, მეგობრული, მზით მშვილდოსანი ინდივიდები ძალიან აქტიური ადამიანები არიან, სულ დაკავებული და სულ რაღაცით გართული. კენტავრი ადამიანის და ცხოველის სინთეზია და ამ ნიშანშიც ძალიან საინტერესოდ არის შერწყმული სულიერება და ცხოველური ინსტიქტები.

თქვენ ჭეშმარიტად ფილოსოფოსი ხართ. გიჟდებით ბრტყელ-ბრტყელ საუბარზე. სხვადასხვა თეორიების გაცვლა-გამოცვლაზე. სხვებისთვის რჩევების მიცემაზე, ჭკუის დარიგებაზე. ითხოვთ პატივისცემას. გინდათ, რომ სამაგალითო იყოთ. სხვების გზაზე დაყენება ხშირად გაქვთ განზრახული, თუმცა შეცდომებსაც ადვილად პატიობთ მათ… საკუთარ თავსაც. თქვენთან ურთიერთობა მარტივია. მხიარული, ხუმარა, იუმორით სავსე, ნებისმიერი სქესის, რასის, ეროვნების თუ ტიპის ადამიანთან ახერხებთ მეგობრობას. გიყვართ თავისუფლება და ატანა არ შეგიძლიათ შეზღუდვებისა და რუტინის.

ქარიზმატული ხართ, მომხიბლავი (თუნდაც ლამაზი არ იყოთ), გულუხვი და ხელგაშლილი. როგორც არ უნდა გიჭირდეთ, სხვები ვერაფერს შეგატყობენ. უბედური ადამიანის პოზაში ყოფნა თქვენი სტილი არ არის. თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია და ამის გამო თქვენთან ყოფნა სასიამოვნოა. ხალხი ბევრ რამეს გპატიობთ და უყვარხართ.

უამრავი იდეა გაქვთ, აზროვნების ფართო დიაპაზონი. გულღია, გონებაგახსნილი, თუმცა ცოტა გაფანტული და ქაოტური ადამიანი ბრძანდებით. კარგად აღიქვამთ მთლიანობას, განზოგადებას ახერხებთ უმაღლეს დონეზე, მაგრამ დეტალები გეპარებათ. ზოგადის დეტალებამდე ჩაშლას შესაძლოა ვერაფრით ახერხებდეთ. მიზანში არტყამთ, მაგრამ ესეც რაღაც ინტუიციურად, ინსტიქტების დონეზე. თანმიმდევრობა გაკლიათ და ხშირად საკუთარ თავთან მოდიხართ წინააღმდეგობაში, რასაც თავად ვერაფრით ამჩნევთ და არაფრით აღიარებთ. ზოგადად, კაცმა რომ გკითხოთ, როდის დაუშვით შეცდომა ამ ბოლო დროს, ვერაფრით გაიხსენებთ, რადგან საკუთარი შეცდომების აღქმა და დამახსოვრება გიჭირთ.

გაინტერესებთ რელიგია, სხვადასხვა კულტურები, სწავლებები (თუკი მზე დაზიანებულია, შეიძლება ფანატიკოსი და თქვენი სიმართლის სხვებისთვის თავს მოხვევით შეპყრობილი ტიპაჟიც ბრძანდებოდეთ) უსაშველოდ ცნობისმოყვარე ხართ. გამუდმებით სწავლობთ, გამუდმებით სიახლეებს დაეძებთ. ყველაში და ყველაფერში შეგიძლიათ დაინახოთ კარგი და საინტერესო. კითხვაც გიყვართ, თუმცა ოთხ კედელში გამომწყვდეულს წიგნებიდან სწავლას ცხოვრებასთან, ხალხთან უშუალო კონტაქტით სამყაროს შემეცნებას ამჯობინებთ. ამიტომ ბევრი თქვენგანი მოგზაურია, ან მოგზაურობის იდეით შეპყრობილი მაინც. მაწანწალა - რომელიც სულ სადღაც წასვლაზე ოცნებობს. გაქვთ შესანიშნავი ნიჭი - დატკბეთ სიცოცხლით, ისარგებლოთ მისი ყოველი წუთით. გიყვართ "ჭამა-სმა დიდად შესარგი"… არ უფრთხილდებით ჯანმრთელობას, მაგრამ მაინც ჯანმრთელი ხართ (თუმცა ეს უფრო რუკაზეა დამოკიდებული, იგულისხმება, რომ სასიცოცხლო ენერგია გაქვთ დიდი).

თქვენი სუსტი მხარე ის არის, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ხართ, ზედმეტად ენდობით ადამიანებს და მაშინაც იღბლის იმედად ხართ, როცა არ უნდა იყოთ. ეს ერთი მხრივ კარგია, გამუდმებით არ ადანაშაულებთ საკუთარ თავს წარუმატებლობაში და თანაც იუპიტერის წყალობით მართლაც ხშირად გიმართლებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან გათამამებაც არ ღირს… სატურნს არ სძინავს. სიფხიზლე არც თქვენ გაწყენდათ.

კიდევ ერთი პრობლემა ზედმეტი გულახდილობაა. ყველაზე მეტად ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ერთობით. გულწრფელობას უტაქტობაში ხშირად გითვლიან. არადა უბრალოდ სიმართლე თქვით, რა უნამუსობაა, არა? მოდით, ვაღიაროთ, რომ სიმართლის თქმასაც სჭირდება ფორმა. ეცადეთ, უფრო მეტად დიპლომატიური იყოთ, ცოტა დაუბლაგვეთ მახვილი პირი თქვენს ისრებს, თორემ ძალიან მწარეა, თანაც შიგ გულში ახვედრებთ.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"