Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან მორიელები - მათი უდიდესი ნიჭი და ნაკლი, რომელზეც უნდათ, რომ არავინ იცოდეს
როგორები არიან მორიელები - მათი უდიდესი ნიჭი და ნაკლი, რომელზეც უნდათ, რომ არავინ იცოდეს

მო­რი­ე­ლე­ბის სა­ფირ­მო ნი­შა­ნი სიმ­ძაფ­რეა. გან­თქმულ­ნი არი­ან იმით, რომ ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვით ფე­ხე­ბამ­დე გა­დაშ­ვე­ბა ჩვე­ვი­ათ. ენერ­გე­ტი­კულ მა­რაგს ცუ­დად ყოფ­ნის დროს ივ­სებთ. როცა გი­ჭირთ, გა­ათ­მა­გე­ბულ ძა­ლებს გრძნობთ.

მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი, გარ­დაქ­მნე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი გჭირ­დე­ბათ. მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის ჭა­მას იწყებთ, პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას. რო­დე­საც არა­ფე­რი ხდე­ბა – ცუ­დად ხართ. იმ­დე­ნი ენერ­გია გაქვთ, თუკი არ აშე­ნებთ ნგრე­ვას იწყებთ.

არ შე­გიძ­ლი­ათ გულ­გრი­ლო­ბა. გა­მუდ­მე­ბით გან­ცდებ­ში ხართ, და­ძა­ბუ­ლი ხართ, იტან­ჯე­ბით, შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი დუღს ხოლ­მე, თუმ­ცა გა­რე­დან არა­ფერს იმ­ჩნევთ. ვერ იტანთ, რო­დე­საც ვინ­მეს გა­და­რე­ბენ. გძულთ სი­სუს­ტე­ე­ბი სხვებ­შიც და სა­კუ­თარ თავ­შიც, ამი­ტომ მთე­ლი არ­სე­ბით ებ­რძვით. გა­მუდ­მე­ბით გა­მოც­დებს აწყობთ, აბა­რებთ, ძლი­ერ­დე­ბით.

ან ყვე­ლა­ფე­რი, ან არა­ფე­რი – აი, თქვე­ნი დე­ვი­ზი. თუმ­ცა რა­მის კე­თე­ბა­ზე რომ და­გი­ყო­ლი­ონ, ეს არც ისე ად­ვი­ლია. მე­ტიც, უკე­თე­სია თუ არც შე­ეც­დე­ბი­ან, რად­გან მზით მო­რი­ე­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი აქვთ.

სა­შინ­ლად ჯი­უ­ტი ხართ, ვერ იტანთ სხვის ჭკუ­ა­ზე სი­ა­რულს და ხან­და­ხან სხვი­სი ჯი­ნით აკე­თებთ ისეთ რა­მე­ებ­საც კი, რის გა­კე­თე­ბა-არ გა­კე­თე­ბა­საც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ გა­ბე­დეს და თა­ვი­ან­თი აზ­რის თქვენ­თვის თავ­ზე მოხ­ვე­ვა გა­და­წყვი­ტეს.

უმ­თავ­რე­სი მო­ტი­ვა­ცია პრეს­ტი­ჟი (ლო­მე­ბი­ვით) და ავ­ტო­რი­ტე­ტი (თხის რქა­სა­ვით) სუ­ლაც არ არის – მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა სურთ. ფუ­ლიც კი, რომ­ლის­კე­ნაც ასე ის­წრაფ­ვით თქვენ­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­როა. თქვენ აღი­ა­რე­ბა არ გჭირ­დე­ბათ, უნდა გრძნობ­დეთ, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას თა­ვად აკონ­ტრო­ლებთ, თუნ­დაც კუ­ლი­სე­ბი­დან.

ხში­რად იკ­ბი­ნე­ბით, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად მი­ზე­ზის გა­რე­შე. თუკი კუდ­ზე ფეხს არ და­გა­ბი­ჯე­ბენ, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობთ. შე­გიძ­ლი­ათ შე­აღ­წი­ოთ ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ყვე­ლა­ზე ბნელ მხა­რე­ებ­ში, მიხ­ვდეთ მათ ქვეც­ნო­ბი­ერ მო­ტი­ვებს. ბრწყინ­ვა­ლე ინ­ტუ­ი­ცია გაქვთ, რაც ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნო­ბად აღიქ­მე­ბა.

სა­ში­ნე­ლი ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე ინ­დი­ვი­დი ხართ. იცით რა გსურთ, თუმ­ცა ვერ­ძი­ვით მა­შინ­ვე ასა­ღე­ბად არ გარ­ბი­ხართ, ბუ­ნე­ბით სტრა­ტე­გი სი­ტუ­ა­ცი­ას არ­ჩევთ და სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე ჩნდე­ბით. აი, ასე, უბ­რა­ლოდ, თით­ქოს­და ნერ­ვის აუ­ტო­კებ­ლად, მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბით ხელ­საყ­რელ მო­მენტს.

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ძა­ლი­ან უში­შა­რი ხართ, არ გა­დარ­დებთ, რას ფიქ­რო­ბენ თქვენ­ზე სხვე­ბი და ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, ყო­ველ­თვის ისე მო­იქ­ცეთ, რო­გორც თა­ვად მი­იჩ­ნევთ სა­ჭი­როდ. არც შავი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა გე­თა­კი­ლე­ბათ - ფი­ზი­კუ­რი იქ­ნე­ბა ეს, თუ გო­ნებ­რი­ვი. ვერ იტანთ თუნ­დაც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც კი ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბას. ეს პრო­ცე­სი თქვენს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ეხე­ბა და გტან­ჯავთ.

სა­კუ­თარ სულ­ში არა­ვის ჩა­ა­ხე­დებთ, რომც ჩა­ა­ხე­დოთ ისეთ ად­გი­ლებს აჩ­ვე­ნებთ, ისეთ ხვე­უ­ლებ­ში ატა­რებთ, სულ და­უბ­ნევთ თავ­გზას. ზო­გა­დად, ეს მზე ენა­წყლი­ან ტი­პა­ჟებს არ ქმნის, თუმ­ცა სხვა ნიშ­ნე­ბის გავ­ლე­ნით, თუნ­დაც ბევ­რი ლა­პა­რა­კი გიყ­ვარ­დეთ, ბო­ლომ­დე არა­სო­დეს იტყვით ყვე­ლა­ფერს, რა­ღა­ცას მა­ინც და­ი­ტო­ვებთ ხელ­შე­უ­ხე­ბელს, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულს. ინ­ტრი­გა!

ადა­მი­ა­ნებს გულ­გრილს არ ტო­ვებთ. ისი­ნი ან პა­ტივს გცე­მენ, ან ვერ გი­ტა­ნენ, თუმ­ცა პირ­ში იშ­ვი­ა­თად გი­ბე­და­ვენ იმის თქმას, რა­საც თქვენ­ზე ფიქ­რო­ბენ. მტრებ­თან შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი და სას­ტი­კიც შე­გიძ­ლი­ათ იყოთ. უსაშ­ვე­ლოდ ერ­თგუ­ლი ხართ - სი­ძულ­ვილ­შიც და სიყ­ვა­რულ­შიც. რა­დი­კა­ლიზ­მი თქვე­ნი ხა­სი­ა­თის ერთ-ერთი მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი თვი­სე­ბაა.

უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი ის არის, რომ ცხოვ­რე­ბის, თუ ადა­მი­ა­ნე­ბის უფრო მე­ტად უარ­ყო­ფით ას­პექ­ტებს ხე­დავთ, ვიდ­რე და­დე­ბითს, ყო­ველ­თვის ცუდს ან უა­რესს ელო­დე­ბით, თვითგვე­მის­კენ ხართ მიდ­რე­კი­ლი, წარ­სულ­ში ქექ­ვა და სი­ნა­ნუ­ლი გჩ­ვე­ვი­ათ მა­შინ, რო­დე­საც უკვე ვე­რა­ფერს ცვლით.

სა­მა­გი­ე­როდ არა­სო­დეს ნებ­დე­ბით. სა­ო­ცა­რი რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი გაქვთ. ყო­ველ­დღე შე­გიძ­ლი­ათ მოკ­ვდეთ და თა­ვი­დან და­ი­ბა­დოთ. ნე­ბის­მი­ე­რი უფსკრუ­ლი­დან ახერ­ხებთ ამო­ბო­ბღე­ბას და ფრე­ნის ხე­ლახ­ლა სწავ­ლას. თუკი მზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის, მთე­ლი გუ­ლით გენ­დო­მე­ბათ, რომ უკე­თე­სი გახ­დეთ და თან ახერ­ხებთ კი­დეც, თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი ნიჭი ხომ ტრანსფორ­მა­ცი­ის ნი­ჭია.

თვი­თა­ნა­ლი­ზით მთლი­ა­ნად შე­გიძ­ლი­ათ გარ­დაქ­მნათ თქვე­ნი ფსი­ქი­კა. სა­ო­ცა­რი სუ­ლი­ე­რი და მენ­ტა­ლუ­რი ევო­ლუ­ცია გა­ნი­ცა­დოთ – ნაც­რის­ფე­რი ხვლი­კი­დან (მო­რი­ე­ლის უმ­დაბ­ლე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა) – არ­წი­ვამ­დე და ბო­ლოს მტრე­დამ­დე.

ერ­თა­დერ­თი ვინ­მე, ვინც თქვენს გა­ნად­გუ­რე­ბას ახერ­ხებს, თქვე­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვია – ეცა­დეთ ის­წავ­ლოთ ცხოვ­რე­ბის ნა­თე­ლი მხა­რე­ე­ბის და­ნახ­ვა, ოპ­ტი­მიზ­მი, ნუ მი­ი­ტანთ ყვე­ლა­ფერს გულ­თან ახ­ლოს, ნუ ეძებთ ყვე­ლა­ფერ­ში ქვე­ტექ­სტებს, ამო­ქე­ქეთ ტრავ­მე­ბი, გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ და აპა­ტი­ეთ… ნუ­რა­სო­დეს ჩა­ი­ტო­ვებთ გულ­ში წყე­ნას. შუ­რის­ძი­ე­ბას კარ­გი არა­ფე­რი მო­აქვს, ისევ თქვენ გან­გრევთ და თქვენ გაც­ლით ენერ­გი­ას, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი რა­მის შექ­მნა შე­გიძ­ლი­ათ. "იყო ნა­წყე­ნი ვინ­მე­ზე, ნიშ­ნავს სხვის­თვის ამ­ზა­დებ­დე სა­წამ­ლავს და თვი­თონ სვამ­დე" – ეს და­ი­მახ­სოვ­რეთ და კი­დევ "რო­დე­საც შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბით, ორი საფ­ლა­ვი გა­თხა­რეთ".

მი­მარ­თეთ სა­კუ­თა­რი თავი არა ნგრე­ვის­კენ, არა­მედ შე­ნე­ბის­კენ და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ი­სიგ­რძე­გა­ნეთ, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ რო­დია. უბ­რა­ლოდ ყვე­ლას გვეშ­ლე­ბა ხან­და­ხან.

თქვენ ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბით, თქვე­ნი ენერ­გია გან­კურ­ნე­ბის, გან­წმენ­დის, ტრანსფორ­მა­ცი­ის და შე­მოქ­მე­დე­ბის ენერ­გი­აა, რო­მე­ლიც ასე სჭირ­დე­ბა სამ­ყა­როს. ნუ გაფ­ლან­გავთ უაზ­როდ! თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იყოთ დიდი ადა­მი­ა­ნი ან უკა­ნას­კნე­ლი არამ­ზა­და – აირ­ჩი­ეთ!

ჯუმბერი.
0

გმადლობთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

როგორები არიან მორიელები - მათი უდიდესი ნიჭი და ნაკლი, რომელზეც უნდათ, რომ არავინ იცოდეს

როგორები არიან მორიელები - მათი უდიდესი ნიჭი და ნაკლი, რომელზეც უნდათ, რომ არავინ იცოდეს

მორიელების საფირმო ნიშანი სიმძაფრეა. განთქმულნი არიან იმით, რომ ყველაფერში თავით ფეხებამდე გადაშვება ჩვევიათ. ენერგეტიკულ მარაგს ცუდად ყოფნის დროს ივსებთ. როცა გიჭირთ, გაათმაგებულ ძალებს გრძნობთ.

მუდმივი ცვლილებები, გარდაქმნები, ქმედებები გჭირდებათ. მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში საკუთარი თავის ჭამას იწყებთ, პრობლემების გამოგონებას. როდესაც არაფერი ხდება – ცუდად ხართ. იმდენი ენერგია გაქვთ, თუკი არ აშენებთ ნგრევას იწყებთ.

არ შეგიძლიათ გულგრილობა. გამუდმებით განცდებში ხართ, დაძაბული ხართ, იტანჯებით, შიგნით ყველაფერი დუღს ხოლმე, თუმცა გარედან არაფერს იმჩნევთ. ვერ იტანთ, როდესაც ვინმეს გადარებენ. გძულთ სისუსტეები სხვებშიც და საკუთარ თავშიც, ამიტომ მთელი არსებით ებრძვით. გამუდმებით გამოცდებს აწყობთ, აბარებთ, ძლიერდებით.

ან ყველაფერი, ან არაფერი – აი, თქვენი დევიზი. თუმცა რამის კეთებაზე რომ დაგიყოლიონ, ეს არც ისე ადვილია. მეტიც, უკეთესია თუ არც შეეცდებიან, რადგან მზით მორიელებს ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვთ.

საშინლად ჯიუტი ხართ, ვერ იტანთ სხვის ჭკუაზე სიარულს და ხანდახან სხვისი ჯინით აკეთებთ ისეთ რამეებსაც კი, რის გაკეთება-არ გაკეთებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, უბრალოდ იმიტომ, რომ გაბედეს და თავიანთი აზრის თქვენთვის თავზე მოხვევა გადაწყვიტეს.

უმთავრესი მოტივაცია პრესტიჟი (ლომებივით) და ავტორიტეტი (თხის რქასავით) სულაც არ არის – მათ ძალაუფლება სურთ. ფულიც კი, რომლისკენაც ასე ისწრაფვით თქვენთვის ძალაუფლების წყაროა. თქვენ აღიარება არ გჭირდებათ, უნდა გრძნობდეთ, რომ სიტუაციას თავად აკონტროლებთ, თუნდაც კულისებიდან.

ხშირად იკბინებით, თუმცა იშვიათად მიზეზის გარეშე. თუკი კუდზე ფეხს არ დაგაბიჯებენ, თქვენი ცხოვრებით ცხოვრობთ. შეგიძლიათ შეაღწიოთ ადამიანის სულის ყველაზე ბნელ მხარეებში, მიხვდეთ მათ ქვეცნობიერ მოტივებს. ბრწყინვალე ინტუიცია გაქვთ, რაც ხშირად ეჭვიანობად აღიქმება.

საშინელი ნებისყოფის მქონე ინდივიდი ხართ. იცით რა გსურთ, თუმცა ვერძივით მაშინვე ასაღებად არ გარბიხართ, ბუნებით სტრატეგი სიტუაციას არჩევთ და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ჩნდებით. აი, ასე, უბრალოდ, თითქოსდა ნერვის აუტოკებლად, მოთმინებით ელოდებით ხელსაყრელ მომენტს.

ყველაფერთან ერთად ძალიან უშიშარი ხართ, არ გადარდებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები და ეს საშუალებას გაძლევთ, ყოველთვის ისე მოიქცეთ, როგორც თავად მიიჩნევთ საჭიროდ. არც შავი სამუშაოს შესრულება გეთაკილებათ - ფიზიკური იქნება ეს, თუ გონებრივი. ვერ იტანთ თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანებისთვისაც კი ანგარიშის ჩაბარებას. ეს პროცესი თქვენს თავმოყვარეობას ეხება და გტანჯავთ.

საკუთარ სულში არავის ჩაახედებთ, რომც ჩაახედოთ ისეთ ადგილებს აჩვენებთ, ისეთ ხვეულებში ატარებთ, სულ დაუბნევთ თავგზას. ზოგადად, ეს მზე ენაწყლიან ტიპაჟებს არ ქმნის, თუმცა სხვა ნიშნების გავლენით, თუნდაც ბევრი ლაპარაკი გიყვარდეთ, ბოლომდე არასოდეს იტყვით ყველაფერს, რაღაცას მაინც დაიტოვებთ ხელშეუხებელს, გასაიდუმლოებულს. ინტრიგა!

ადამიანებს გულგრილს არ ტოვებთ. ისინი ან პატივს გცემენ, ან ვერ გიტანენ, თუმცა პირში იშვიათად გიბედავენ იმის თქმას, რასაც თქვენზე ფიქრობენ. მტრებთან შეუბრალებელი და სასტიკიც შეგიძლიათ იყოთ. უსაშველოდ ერთგული ხართ - სიძულვილშიც და სიყვარულშიც. რადიკალიზმი თქვენი ხასიათის ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული თვისებაა.

უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ცხოვრების, თუ ადამიანების უფრო მეტად უარყოფით ასპექტებს ხედავთ, ვიდრე დადებითს, ყოველთვის ცუდს ან უარესს ელოდებით, თვითგვემისკენ ხართ მიდრეკილი, წარსულში ქექვა და სინანული გჩვევიათ მაშინ, როდესაც უკვე ვერაფერს ცვლით.

სამაგიეროდ არასოდეს ნებდებით. საოცარი რეგენერაციის უნარი გაქვთ. ყოველდღე შეგიძლიათ მოკვდეთ და თავიდან დაიბადოთ. ნებისმიერი უფსკრულიდან ახერხებთ ამობობღებას და ფრენის ხელახლა სწავლას. თუკი მზე დაზიანებული არ არის, მთელი გულით გენდომებათ, რომ უკეთესი გახდეთ და თან ახერხებთ კიდეც, თქვენი ყველაზე დიდი ნიჭი ხომ ტრანსფორმაციის ნიჭია.

თვითანალიზით მთლიანად შეგიძლიათ გარდაქმნათ თქვენი ფსიქიკა. საოცარი სულიერი და მენტალური ევოლუცია განიცადოთ – ნაცრისფერი ხვლიკიდან (მორიელის უმდაბლესი გამოვლინება) – არწივამდე და ბოლოს მტრედამდე.

ერთადერთი ვინმე, ვინც თქვენს განადგურებას ახერხებს, თქვენი საკუთარი თავია – ეცადეთ ისწავლოთ ცხოვრების ნათელი მხარეების დანახვა, ოპტიმიზმი, ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს, ნუ ეძებთ ყველაფერში ქვეტექსტებს, ამოქექეთ ტრავმები, გააცნობიერეთ და აპატიეთ… ნურასოდეს ჩაიტოვებთ გულში წყენას. შურისძიებას კარგი არაფერი მოაქვს, ისევ თქვენ განგრევთ და თქვენ გაცლით ენერგიას, რომლითაც ძალიან ღირებული რამის შექმნა შეგიძლიათ. "იყო ნაწყენი ვინმეზე, ნიშნავს სხვისთვის ამზადებდე საწამლავს და თვითონ სვამდე" – ეს დაიმახსოვრეთ და კიდევ "როდესაც შურისძიებისთვის ემზადებით, ორი საფლავი გათხარეთ".

მიმართეთ საკუთარი თავი არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ და ერთხელ და სამუდამოდ გაისიგრძეგანეთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ როდია. უბრალოდ ყველას გვეშლება ხანდახან.

თქვენ ადამიანებს სჭირდებით, თქვენი ენერგია განკურნების, განწმენდის, ტრანსფორმაციის და შემოქმედების ენერგიაა, რომელიც ასე სჭირდება სამყაროს. ნუ გაფლანგავთ უაზროდ! თქვენ შეგიძლიათ იყოთ დიდი ადამიანი ან უკანასკნელი არამზადა – აირჩიეთ!