მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გორ შევ­ხვდეთ 2025 წელს - რა უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობის მოსაზიდად და როგორი წელი გველოდება
რო­გორ შევ­ხვდეთ 2025 წელს - რა უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობის მოსაზიდად და როგორი წელი გველოდება

ახალ წლამ­დე სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბა, ამი­ტო­მაც ადა­მი­ა­ნე­ბი ნელ-ნელა სამ­ზა­დის­საც იწყე­ბენ და გან­წყო­ბა­საც იქ­მნი­ან. აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, 2025 წელი მწვა­ნე ხის გვე­ლის წე­ლია. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გვე­ლი სიბ­რძნის, ძა­ლის, მოთ­მი­ნე­ბი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის სიმ­ბო­ლოა, ამი­ტომ მომ­დევ­ნო წელი სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბებს გვიმ­ზა­დებს. რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, 2025 წელი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ა­სა და ბა­ლანსს შე­ი­ტანს. მწვა­ნე ფერი კი გა­ნახ­ლე­ბი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა.

  • იმი­სათ­ვის, რომ 2025 წლის მთა­ვა­რი მმარ­თვე­ლის, მწვა­ნე ხის გვე­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ვი­პო­ვოთ და სახ­ლში კე­თილ­დღე­ო­ბა მო­ვი­ზი­დოთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2025 წელს?

პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, გვე­ლი ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი სიმ­ბო­ლოა. ამი­ტო­მაც, ას­ტრო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ 2025 წელს კლა­სი­კუ­რი, სადა სა­მო­სით შევ­ხვდეთ. თუმ­ცა, არც ბრჭყვი­ა­ლა დე­ტა­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­მო­სის არ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა ური­გო. ასე­ვე, თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ, აირ­ჩი­ოთ ისე­თი კაბა, რო­მე­ლიც შუქ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად ბზი­ნავს - მა­გა­ლი­თად, აბ­რე­შუ­მის ქსო­ვი­ლი­სა­გან შე­კე­რი­ლი კაბა, შარ­ვა­ლი თუ სხვა. მთა­ვა­რია, კოს­ტი­უ­მი ზედ­მე­ტად არა­ჰარ­მო­ნი­უ­ლი და გა­დატ­ვირ­თუ­ლი არ იყოს.

აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, გველს სამ­კა­უ­ლე­ბიც მოს­წონს, ამი­ტო­მაც ახა­ლი წლის სა­ღა­მოს­თვის ეს დე­ტა­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. შე­გიძ­ლი­ათ, სადა, ბუ­ნებ­რივ ვარ­ცხნი­ლო­ბას მი­ა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა ან თმა ბრჭყვი­ა­ლა დე­ტა­ლე­ბი­სა­გან შექ­მნი­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­ი­ფორ­მოთ. ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­მა­კა­ცე­ბი­საც ურ­ჩე­ვენ, კლა­სი­კურ სა­მოსს მი­ა­ნი­ჭონ უპი­რა­ტე­სო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფე­რებს, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, 2025 წლის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო მწვა­ნე ხის გვე­ლია. ამი­ტო­მაc, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ფერი სწო­რედ მწვა­ნეა. სახ­ლის მორ­თვი­სა თუ სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სას, შე­ე­ცა­დეთ, მწვა­ნე გა­მო­ი­ყე­ნოთ და სიმ­ბო­ლოს კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვოთ. მე­ტიც, შე­გიძ­ლი­ათ, მწვა­ნე ფე­რის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცია სცა­დოთ - ღია მწვა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზურ­მუხ­ტის­ფრით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, გველს ქვი­შის­ფე­რი, ნაც­რის­ფე­რი, ყა­ვის­ფე­რი და შავი ფე­რე­ბი უყ­ვარს. რაკი აღ­ნიშ­ნულ სიმ­ბო­ლოს მშვი­დი ფუ­ფუ­ნე­ბა მოს­წონს, შე­გიძ­ლი­ათ, წი­თელ­სა და ოქ­როს­ფერ­საც მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. მოჟა­მუ­ლი ფე­რე­ბი გველს არ მოს­წონს, ამი­ტო­მაც ეს დე­ტა­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ.

რო­გორ გა­ვა­ფორ­მოთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა?

ას­ტრო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ გვე­ლი ყო­ველ­თვის უპი­რა­ტე­სო­ბას ნა­ტუ­რა­ლურ საკ­ვებს ანი­ჭებს. ამი­ტო­მაც, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახა­ლი ხილი, ბოსტნე­უ­ლი, მწვა­ნი­ლი გა­ნა­თავ­სეთ. გველს ხორ­ციც უყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფრინ­ვე­ლის - ქათ­მის, ინ­და­უ­რის, იხ­ვის ხორცს. კარ­გი ვა­რი­ან­ტია ღუ­მელ­ში გა­მომ­ცხვა­რი კურ­დღე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­სერ­ტებს, ჯობს, დე­სერ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას ან არ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა კენკრის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ვაქ­ცი­ოთ და სა­დღე­სას­წა­უ­ლო მე­ნი­უ­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით ჩავ­რთოთ. კი­დევ ერთი დე­ტა­ლი - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სუფ­რა­ზე ბევ­რი სხვა­დას­ხვა კერ­ძი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საკ­ვე­ბი გან­ვა­თავ­სოთ, მაგ­რამ ას­ტრო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ კერ­ძე­ბი ნა­წილ-ნა­წილ, სტუმ­რებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც მი­ვარ­თვათ. გვე­ლი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი და ბრძე­ნი ნი­შა­ნია, ამი­ტო­მაც მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა კარ­გად გრძნობ­დეს თავს. გარ­და ამი­სა, აირ­ჩი­ეთ მსუ­ბუ­ქი სას­მე­ლე­ბი, მო­ამ­ზა­დეთ კოქ­ტე­ი­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან სტუმ­რებ­თან ერ­თად მი­ირ­თვით. ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რო­გორ შევ­ხვდეთ 2025 წელს - რა უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობის მოსაზიდად და როგორი წელი გველოდება

რო­გორ შევ­ხვდეთ 2025 წელს - რა უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობის მოსაზიდად და როგორი წელი გველოდება

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომაც ადამიანები ნელ-ნელა სამზადისსაც იწყებენ და განწყობასაც იქმნიან. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წელი მწვანე ხის გველის წელია. ასტროლოგიაში გველი სიბრძნის, ძალის, მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოა, ამიტომ მომდევნო წელი საინტერესო ცვლილებებს გვიმზადებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წელი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ჰარმონიასა და ბალანსს შეიტანს. მწვანე ფერი კი განახლებისა და აღორძინების სიმბოლოა.

  • იმისათვის, რომ 2025 წლის მთავარი მმართველის, მწვანე ხის გველის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და სახლში კეთილდღეობა მოვიზიდოთ, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დეტალი გავითვალისწინოთ.

როგორ შევხვდეთ 2025 წელს?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, გველი ძალიან ჰარმონიული სიმბოლოა. ამიტომაც, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ 2025 წელს კლასიკური, სადა სამოსით შევხვდეთ. თუმცა, არც ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული სამოსის არჩევა იქნება ურიგო. ასევე, თამამად შეგიძლიათ, აირჩიოთ ისეთი კაბა, რომელიც შუქზე ბუნებრივად ბზინავს - მაგალითად, აბრეშუმის ქსოვილისაგან შეკერილი კაბა, შარვალი თუ სხვა. მთავარია, კოსტიუმი ზედმეტად არაჰარმონიული და გადატვირთული არ იყოს.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, გველს სამკაულებიც მოსწონს, ამიტომაც ახალი წლის საღამოსთვის ეს დეტალიც გაითვალისწინეთ. შეგიძლიათ, სადა, ბუნებრივ ვარცხნილობას მიანიჭოთ უპირატესობა ან თმა ბრჭყვიალა დეტალებისაგან შექმნილი აქსესუარებით გაიფორმოთ. ასტროლოგები მამაკაცებისაც ურჩევენ, კლასიკურ სამოსს მიანიჭონ უპირატესობა.

რაც შეეხება ფერებს, როგორც აღვნიშნეთ, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველია. ამიტომაc, ყველაზე მოთხოვნადი ფერი სწორედ მწვანეა. სახლის მორთვისა თუ სამოსის არჩევისას, შეეცადეთ, მწვანე გამოიყენოთ და სიმბოლოს კეთილგანწყობა მოიპოვოთ. მეტიც, შეგიძლიათ, მწვანე ფერის სხვადასხვა ვარიაცია სცადოთ - ღია მწვანიდან დაწყებული, ზურმუხტისფრით დამთავრებული. ასევე, გველს ქვიშისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი და შავი ფერები უყვარს. რაკი აღნიშნულ სიმბოლოს მშვიდი ფუფუნება მოსწონს, შეგიძლიათ, წითელსა და ოქროსფერსაც მიაქციოთ ყურადღება. მოჟამული ფერები გველს არ მოსწონს, ამიტომაც ეს დეტალიც გაითვალისწინეთ.

როგორ გავაფორმოთ სადღესასწაულო სუფრა?

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ სადღესასწაულო სუფრასაც დიდი ყურადღება მიაქციოთ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გველი ყოველთვის უპირატესობას ნატურალურ საკვებს ანიჭებს. ამიტომაც, სადღესასწაულო სუფრაზე რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი განათავსეთ. გველს ხორციც უყვარს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრინველის - ქათმის, ინდაურის, იხვის ხორცს. კარგი ვარიანტია ღუმელში გამომცხვარი კურდღელი.

რაც შეეხება დესერტებს, ჯობს, დესერტების მომზადებისას ან არჩევისას უპირატესობა კენკრის გამოყენებას მივაქციოთ და სადღესასწაულო მენიუში სხვადასხვა ფორმით ჩავრთოთ. კიდევ ერთი დეტალი - მნიშვნელოვანია, სუფრაზე ბევრი სხვადასხვა კერძი და მრავალფეროვანი საკვები განვათავსოთ, მაგრამ ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კერძები ნაწილ-ნაწილ, სტუმრებს ინდივიდუალურადაც მივართვათ. გველი ასტროლოგიაში ძალიან მზრუნველი და ბრძენი ნიშანია, ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კარგად გრძნობდეს თავს. გარდა ამისა, აირჩიეთ მსუბუქი სასმელები, მოამზადეთ კოქტეილები და ოჯახის წევრებთან ან სტუმრებთან ერთად მიირთვით. ...წაიკითხეთ სრულად