ასტროლოგიური სწავლების მიხედვით, თითოეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი გარკვეული ტემპერამენტით გამოირჩევა. ამასთან ერთად, მათ შორის ემოციურადაც დიდია განსხვავება. ამიტომ იმის მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზეა დაბადებული ქალი, მამაკაცს ბევრი რამის "პროგნოზირება" შეუძლია, თუკი, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ასტროლოგიას მოიშველიებს:
ვერძი ქალი ცხელსისხლიანია. მისი ყურადღება დიდი ხნით რომ მიიპყროთ ძნელი იქნება. თუმცა, არა შეუძლებელი. ვერძებს ძლიერი სიყვარული შეუძლიათ. მაგრამ ასევე მარტივად შეუძლიათ გადაერთონ სხვაზე, თუკი მამაკაცმა იმედი გაუცრუა.
კუროს სიყვარულის მოპოვება ძნელია, მაგრამ ღირს ამად. ქალი კურო ძალზე ერთგულია, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. მთავარია, მისი ნდობა მოიპოვოთ და დაარწმუნოთ თქვენ სიყვარულში.
ტყუპი თავქარიანი და ცვალებადი ქალია. ცხოვრებაში ბევრჯერ უყვარს და ყოველჯერზე სხვადასხვაგვარად. მისთვის თავის მოწონება მარტივია, თუმცა შენარჩუნებაა ძნელი.
კირჩხიბი ემოციური და ბუტია ქალიაა. სამაგიეროდ, ძალიან ერთგული და ეჭვიანიც. კირჩხიბებს ემოციური კავშირის გაწყვეტა საყვარელ მამაკაცთან ძალიან უძნელდებათ. ამიტომ მარტივად არ იცვლიან პარტნიორებს.
ლომი ამაყი და ამბიციური ქალია. როცა უყვარს მთელი გულით, მაგრამ ძალიან ამაყია საიმისოდ, რომ ვინმეს ეხვეწოს. ამიტომ ლომებსაც ხშირად ახასიათებთ ინტერესის ობიექტის ცვლა ღირსეული კაცის ძიებაში.
ქალწული გონიერი, დინჯი და პრაქტიკული გოგოა. არ ახასიათებს სიყვარულის გამო "გამოშტერება". გადაწყვეტილებას ყოველთვის გონებით იღებს და უმართლებს ხოლმე. მისი სიყვარული ძლიერია და სტაბილური.
სასწორი რომანტიკული, სიყვარულზე შეყვარებული ქალია. მისთვის აუცილებელია გვერდით ჰყავდეს ვინმე, ამიტომ ხშირად თანხმდება ურთიერთობას მხოლოდ მოწონების სტადიაშიც კი. ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ზოგჯერ ორი რომანიც აქვს პარალელურად.
მორიელი ვნებიანი, ცხელსისხლიანი და მაქსიმალისტი ქალია. მისთვის სიყვარული ყველაფერია. თუმცა თუკი სექსუალურად ვერ ეწყობა მამაკაცს ემოციური მიზიდულობა მის მიმართ მალე უქრება. სამაგიეროდ, თუკი პარტნიორი ყველა მხრივ აკმაყოფილებს, საოცარი ერთგულების გამოჩენა შეუძლია.
მშვილდოსანი სიახლეებისა და თავგადასავლების მოყვარული ქალია, თუმცა საშინლად რომანტიკული და გულჩვილიც. ადვილად იცის ხოლმე შეყვარება, თუმცა შეუძლია აზრი მალევე შეიცვალოს მამაკაცზე. როგორც წესი, ბევრი და ლამაზი რომანი აქვს ცხოვრებაში.
თხის რქა სერიოზული, წინდახედული ქალია. მამაკაცს ყველა კრიტერიუმით არჩევს და მხოლოდ სიყვარულის ხარჯზე არავის დაუკავშირებს ცხოვრებას. მისი რჩეული ოჯახსაც უნდა მოსწონდეს აუცილებლად. ცოტა რომანი აქვს ცხოვრებაში.
მერწყული არაპროგნოზირებადი, ცვალებადი და ორიგინალური ქალია. როგორც წესი, სიყვარულს მეგობრობით იწყებს, ამიტომ ბევრი რომანი აქვს მეგობართან. გვიან ქორწინებდა და ისეთ მამაკაცს არჩევს, რომელიც მის თავისუფლებას არ შეუზღუდავს.
თევზები რომანტიკული, სათუთი და გულჩვილი ქალია. სჭირდება ძლიერი მხარი და ემოციური დასაყრდენი მამაკაცის სახით. ძლიერი სქესის წარმომადგენლების გულს მალე იგებს. თუმცა, ნაკლებად ინიციატივიანი ხასიათის გამო, ხშირად ხდება ტირანი მამრების მსხვერპლი.