მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი: ბევრმა არ იცის, რომ ეს მცენარე ენერგოდამცავია
რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი: ბევრმა არ იცის, რომ ეს მცენარე ენერგოდამცავია

შე­საძ­ლოა ბევ­რმა თქვენ­გან­მა არც კი იცის, რომ ე.წ. ენერ­გო­დამ­ცა­ვის ფუნ­ქცი­ის შე­თავ­სე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ კაქ­ტუს­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლია.

ეზო­თე­რი­კო­სებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სახ­ლი, სა­დაც ვცხოვ­რობთ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი ე.წ. დამ­ცა­ვი ენერ­გე­ტი­კით. სა­ა­მი­სოდ არ­სე­ბობს ბევ­რი ნივ­თი და სუ­ვე­ნი­რი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­მნე­ბა ამა თუ იმ ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და სიმ­შვი­დის სიმ­ბო­ლოდ. თუმ­ცა, ენერ­გო­დამ­ცა­ვის ფუნ­ქცი­ის შე­თავ­სე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ კაქ­ტუს­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლია.

ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კაქ­ტუ­სის მა­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სჯე­რათ. ეს მცე­ნა­რე მიჩ­ნე­უ­ლია ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ.

მცე­ნა­რე­ებს, რო­მელ­თაც ეკ­ლე­ბი გა­აჩ­ნი­ათ ოდით­გან­ვე მი­ა­წერ­დნენ დამ­ცა­ვის ფუნ­ქცი­ას. ამი­ტომ კაქ­ტუ­სი, სა­უ­კე­თე­სო ენერ­გო­ჩამ­კე­ტია თქვენს სახ­ლში შე­მო­სუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს მოჰ­ყვეს თან. იგი გი­ცავთ თვა­ლის, შუ­რი­სა და სი­ღა­რი­ბის­გან.

ქო­თა­ნი, რო­მელ­შიც კაქ­ტუ­სია ჩარ­გუ­ლი, სა­სურ­ვე­ლია უშუ­ა­ლოდ შე­მო­სას­ვლელ კარ­თან ახ­ლოს დად­გათ. ასე იგი, არამ­ხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი ენერ­გე­ტი­კის­გან და­გი­ფა­რავთ, სახ­ლს ქურდბა­ცა­ცებ­საც მო­ა­რი­დებს.

უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კაქ­ტუ­სი მგრძნო­ბი­ა­რე მცე­ნა­რეა და მი­უ­ხე­და­ვად გა­სა­ო­ცა­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ამ­ტა­ნო­ბი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, კაქ­ტუსს აქვს უნა­რი "შე­აგ­რო­ვოს" ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია, ამი­ტომ ერთი მხრივ თუ იგი მო­შურ­ნე­ებ­სა და ბო­რო­ტის­მსურ­ვე­ლებს გა­რი­დებთ, მე­ო­რე მხრივ იზი­დავს, ამი­ტომ ერი­დეთ თქვენ­ში წყე­ნის, ბოღ­მი­სა და მრის­ხა­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბას, მით უმე­ტეს კაქ­ტუ­სის სი­ახ­ლო­ვეს აგ­რე­სი­ის აფი­ში­რე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი კაქ­ტუ­სი ამას სა­კუ­თა­რი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კარგ ნი­ა­დაგს შე­გიქ­მნით ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ტი­პის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­საქ­მნე­ლად.

იმის­თვის, რომ ჩვე­ნი კაქ­ტუ­სი დაგ­რო­ვი­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მუხ­ტის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მიწა შე­ვუც­ვა­ლოთ ან გამ­დი­ნა­რე წყლით კარ­გად "გავ­რე­ცხოთ" მისი ეკ­ლე­ბი. ზო­გა­დად, ამ მცე­ნა­რის­თვის მი­წის შეც­ვლა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყო­ველ წელს. ასე იგი ახა­ლი ენერ­გი­ით და­მუხ­ტავს თქვენს სა­ცხოვ­რე­ბელს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი: ბევრმა არ იცის, რომ ეს მცენარე ენერგოდამცავია

რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი: ბევრმა არ იცის, რომ ეს მცენარე ენერგოდამცავია

შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ე.წ. ენერგოდამცავის ფუნქციის შეთავსება ჩვეულებრივ კაქტუსსაც შესანიშნავად შეუძლია.

ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობთ აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი ე.წ. დამცავი ენერგეტიკით. საამისოდ არსებობს ბევრი ნივთი და სუვენირი, რომელიც სპეციალურად იქმნება ამა თუ იმ ოჯახის კეთილდღეობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ. თუმცა, ენერგოდამცავის ფუნქციის შეთავსება ჩვეულებრივ კაქტუსსაც შესანიშნავად შეუძლია.

ძალიან ბევრ ქვეყანაში კაქტუსის მაგიური შესაძლებლობების სჯერათ. ეს მცენარე მიჩნეულია ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ.

მცენარეებს, რომელთაც ეკლები გააჩნიათ ოდითგანვე მიაწერდნენ დამცავის ფუნქციას. ამიტომ კაქტუსი, საუკეთესო ენერგოჩამკეტია თქვენს სახლში შემოსული ნეგატიური ენერგიისგან თავის დასაცავად. რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დაუპატიჟებელ სტუმარს მოჰყვეს თან. იგი გიცავთ თვალის, შურისა და სიღარიბისგან.

ქოთანი, რომელშიც კაქტუსია ჩარგული, სასურველია უშუალოდ შემოსასვლელ კართან ახლოს დადგათ. ასე იგი, არამხოლოდ უარყოფითი ენერგეტიკისგან დაგიფარავთ, სახლს ქურდბაცაცებსაც მოარიდებს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ კაქტუსი მგრძნობიარე მცენარეა და მიუხედავად გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობისა და ამტანობისა, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

დაიმახსოვრეთ, კაქტუსს აქვს უნარი "შეაგროვოს" ნეგატიური ენერგია, ამიტომ ერთი მხრივ თუ იგი მოშურნეებსა და ბოროტისმსურველებს გარიდებთ, მეორე მხრივ იზიდავს, ამიტომ ერიდეთ თქვენში წყენის, ბოღმისა და მრისხანების დაგროვებას, მით უმეტეს კაქტუსის სიახლოვეს აგრესიის აფიშირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კაქტუსი ამას საკუთარი ნეგატიური ინფორმაციის გამოსავლენად გამოიყენებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კარგ ნიადაგს შეგიქმნით ქრონიკული დაავადებებისა და სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების წარმოსაქმნელად.

იმისთვის, რომ ჩვენი კაქტუსი დაგროვილი ნეგატიური მუხტისგან გავათავისუფლოთ, აუცილებელია მიწა შევუცვალოთ ან გამდინარე წყლით კარგად "გავრეცხოთ" მისი ეკლები. ზოგადად, ამ მცენარისთვის მიწის შეცვლა რეკომენდებულია ყოველ წელს. ასე იგი ახალი ენერგიით დამუხტავს თქვენს საცხოვრებელს.