ავტორი:

რა ელოდებათ თევზებს მარტში - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელოდებათ თევზებს მარტში - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

მეტი ენერგია უნდა მიმართოთ ტრანსფორმაციისა და სულიერი ზრდისთვის. ენერგიის წყაროს მარტივად მიაგნებთ, თუ მოინდომებთ, რა თქმა უნდა. გარშემო რომ მიმოიხედოთ, დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გასწავლონ, სწორი გზა დაგანახვონ, შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარონ. მზად იყავით კარდინალური ცვლილებებისთვის და ნურაფერს შეუშინდებით. თუმცა, მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევებს. მარტში იღბალი ხშირად იქნება თქვენს მხარეს. ამიტომ ლატარიის ბილეთიც ხშირად შეგიძლიათ შეიძინოთ.

თევზების უმეტესობა მატერიალისტი გახდება და გადაწყვეტს, ფული მხოლოდ აუცილებელ და ხარისხიან ნივთებში დააბანდოს. კარგია ბინის გაუმჯობესება, ავეჯის განახლება. ზოგიერთი მოძველებულ ნივთებს გაანახლებს. შუა თვეში მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეების შესრულებას. გამონახეთ დრო, რათა შეარემონტოთ დაზიანებული ნივთები, გათავისუფლდეთ ძველი და გამოუსადეგარი საგნებისგან. მას შემდეგ, რაც სახლს ზედმეტებისგან გაათავისუფლებთ, თქვენს სახლში ახალი და პოზიტიური ენერგია შემოვა.

თვის ბოლოს მოგზაურობისა და თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ. მთავარია, გვერდით საინტერესო ადამიანი გყავდეთ, ვინც არც მოგაწყენთ და ვის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეგობრებთან, ხშირად მიიპატიჟეთ ისინი შინ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ზოგიერთი დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მარტის დასაწყისში მოერიდეთ დაქორწინებას და საქორწინო ხელშეკრულებების გაფორმებას (10 მარტამდე მაინც). თუ სიყვარულის ძიებაში ხართ, ნაკლები დრო გაატარეთ შინ.

სასიამოვნო თვე ელით იმ ქალბატონებს, ვინც ბედი თხის რქებსა და კუროს დაუკავშირა. ერთად დაიწყებთ ბუდის მშენებლობასა და გაუმჯობესებას. ზოგიერთ ქალბატონ თევზებს ბედნიერება გელით თქვენივე ნიშნის წარმომადგენელთან. ეს კავშირი პოზიტიური ემოციებით აგავსებთ. ვნებიანი რომანი გელით, თუ ბედს ვერძისა და მორიელის ნიშნის მამაკაცებს დაუკავშირებთ.

მამაკაც თევზებს მარტში შანსი მოგეცემათ დაუახლოვდეთ იმ ადამიანს, ვის მიმართაც დიდი ხანია თბილი გრძნობები გაკავშირებთ. იყავით მეტად მიზნმიმართული და ნუ მოერიდებათ საკუთარი ემოციების გამოხატვის. ნუ ჩაიციკლებით კონკურენტებზე და ნუ იქნებით თვითკრიტიკული. პირიქით, მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. თქვენ ყველაფერი გამოგივათ, რასაც მოინდომებთ, მარტი თქვენი თვეა.

  • სამსახური და ფინანსები

მარტი კარგი თვეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი კონტრაქტების დასამყარებლად, მაგრამ ყველაფერი 10 მარტის შემდეგ დაგეგმეთ. თქვენ საუკეთესო თანამშრომელი ხართ და უნდა ეცადოთ, რომ დაიმსახუროთ კოლეგებისა და უფროსის შექება. თუ გთხოვენ, უარი არ თქვათ და მასტერ-კლასები ჩაუტარეთ კოლეგებს, გამოდით სიტყვით შეხვედრაზე. ერთი სიტყვით, ამ თვეში ჩრდილიდან უნდა გამოხვიდეთ.

თვის დასაწყისში გახშირდება საქმიანი შეხვედრები, ელიტური წვეულებები. გაიჩენთ საინტერესო ნაცნობებს. ეცადეთ, ავტორიტეტი მოიპოვოთ გარშემო მყოფებში. ზოგიერთი საინტერესო ორგანიზაციაში გადაწყვეტს გაწევრიანებას. თუ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, უარი არ თქვათ. ამის მიზეზი არ გაქვთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ! გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. ამისთვის კი ხშირად უნდა შეხვდეთ მათ არაფორმალურ სიტუაციაში.

უნდა მოუყაროთ მობილიზება საკუთარ მიზნებს, ძალებს და იბრძოლოთ სასურველის მისაღწევად. დახმარებისთვის კოლეგებისა და გამოცდილი ადამიანების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. შეიძლება იურისტის ან სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ. თვის ბოლოს ნაკლები ყურადღება დაუთმეთ ჭორებს. ცოტა ხანში მათ არავინ გაიხსენებს და არც თქვენ გიღირთ სანერვიულოდ. აი, მნიშვნელოვანი ინფორმაციებისადმი კი ყურადღებით უნდა იყოთ.

  • ჯანმრთელობა

რაც უფრო კარგ განწყობაზე იქნებით, მით მეტად იგრძნობთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. თუმცა, მაინც უნდა მოერიდოთ ვირუსითა და ინფექციებით დაავადებულ ადამიანებთან კავშირს, განსაკუთრებით, თუ შინ ბავშვები გყავთ. მარტის შუა რიცხვებში გადახედეთ კვების რაციონს. მოერიდეთ ან სრულიად შეამცირეთ ნახევარფაბრიკატების ჭამა. აგრეთვე, შეამცირეთ ის პროდუქტები, რომელთა ხარისხიც საიმედო არაა. თუ გრძნობთ, რომ მძიმე საკვები კუჭს გიღიზიანებთ, ცოტა ხნით უარი თქვით ხორცის მიღებაზე (ან შეამცირეთ მაინც). განსაკუთრებით, ახლა, მარხვის პერიოდში.

თვის ბოლოს მარტივად გათავისუფლდებით ყველა წყენისა და დარდისგან, რადგან მიხვდებით, რომ მათ კარგი არაფერი მოაქვთ თქვენს ცხოვრებაში. დაივიწყეთ ყველა უსიამოვნება, შიში, ტკივილი. ახლა ენერგიით უნდა აივსოთ და ცხოვრება მხრებში გამართულმა, თავაწეულმა გააგრძელოთ. ტრანსფორმაცია სულიერიც საჭიროა და ფიზიკურიც. ჩაეწერეთ იოგაზე, ციგუნზე. რაც შეეხება იმიჯს - თამამად შეიცვალეთ, ჩაეწერეთ სალონში, განაახლეთ გარდერობი.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 4, 13, 23, 28

­მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 15, 21

როგორი იქნება და რას უმზადებს მარტი ლომებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელით მარტში მშვილდოსნებს? - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი ტყუპისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი