ავტორი:

რა ელოდებათ მარტში მერწყულებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელოდებათ მარტში მერწყულებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მას თუ ენდობით, გარშემო მყოფების ზრახვებს უკეთ ამოიცნობთ და არც საქმეებში დაუშვებთ შეცდომებს. ინტუიცია დაგეხმარებათ გამოიტანოთ სწორი დასკვნები და მიზნებიც სწორი დაისახოთ. გაფილტრეთ ყველა ინფორმაცია, რაც თქვენამდე სხვადასხვა წყაროდან მოდის. ეცადეთ, გვერდით ერთგული მეგობრები გყავდეთ. სწორედ ისინი დაგეხმარებია, რთული გადაწყვეტილებების მიღებაში.

მარტი საინტერესო და დასამახსოვრებელი მოვლენებით იქნება დატვირთული. ნაცრისფერი დღეების გაფერადებაში დაგეხმარებათ ჰობი, საინტერესო წიგნები და ფილმები.

უარი არ თქვათ კონცერტზე ან კულტურულ ღონისძიებაზე მიპატიჟებაზე, ისინი სასიამოვნო ემოციებით აგავსებენ. თავადაც იაქტიურეთ, გამოფენაზე დასწრებაც კი შემოქმედებით განწყობას შეიგქმნით. თვის ბოლოს ფილოსოფიურ განწყობაზე დადგებით, თქვენი ცხოვრებისეული მიზნის ამოცნობა მოგინდებათ, რის გამოც ქირომანტებსა და ასტროლოგებს უნდა მიმართოთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

მარტში ცხოვრების პირველ ადგილზე პირადი ცხოვრება უნდა დააყენოთ. თევზებთან და კუროებთან კი რომანტიკული ურთიერთობა უნდა გააბათ. თვის დასაწყისში ყველაფერი ფარული და საიდუმლოებებით მოცული გაგიტაცებთ. ზოგიერთი დაქორწინებული მერწყული უარს არ იტყვის და რომანს გააბამს. ან შეიძლება დაქორწინებულს გაუმიჯნურდეს. ამ ღალატს კი მომავლისთვის სასიამოვნო თავგადასავლად შემოინახავს. შეიძლება გახშირდეს ერთდღიანი თავგადასავლები. მართლია, ამგვარი ქმედებით ვერ იამაყებთ, მაგრამ მომავალში მოსაგონარიც გექნებათ და ახალა ცოტა განმუხტვაც არ გაწყენთ. იმისათვის, რომ ინტიმური ცხოვრება გაიუმჯობესოთ, გულახდილად დაელაპარაკეთ თქვენს საყვარელ ადამიანს. გაუმხილეთ მას თქვენი ფანტაზიების შესახებ. ტრანსფორმაცია და ვნების ცეცხლის დანთება ორივეს სასარგებლოდ წაგადგებათ.

ზოგიერთმა შეიძლება ბედი დაუკავშიროთ სხვადასხვა რელიგისაა და ეროვნების ადამიანს. გამორიცხული არაა, რომ ამ ადამიანზე დაქორწინდეთ კიდეც, სასურველია, ქორწინება 10 მარტის შემდეგ გააფორმოთ.

  • სამსახური და ფინანსები

მარტში გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც საქმიანი დამოკიდებულება გაქვთ, ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოთ. დაიხმარეთ ისინი თქვენი პროექტების გაუმჯობესებაში. ეცადეთ, არ იყოთ ენამწარე და ადამიანს პირში არ მიახალოთ მისთვის უსიამოვნო ამბავი. დიპლომატიურობა უამრავ სფეროში გმართებთ. თუ უფროსი ხართ, სამსახურში ტირანის როლის მორგებას არ გირჩევთ. კრიტიკაც კი ადამიანს შელამაზებულად და რბილად უნდა უთხრათ. თვის ბოლოს განსაკუთრებით დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი, ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. გაუფრთხილდით პირად ინფორმაციას, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. რუტინული საქმეები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ.

მეტად დელიკატური უნდა იყოთ. არაა აუცილებელი "მე" თქვათ, როცა საქმე "ჩვენ" გავაკეთეთ. იყავით მიზანმიმართული, კარიერასა და მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, მაგრამ სხვის გაკეთებულ საქმეებს ჩრდილი არ მიაყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს საუკეთესოდ შეასრულებთ და გარშემო მყოფებთანაც არ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას, ბედისგან საჩუქარს მიიღებთ.

გამონახეთ მეტი დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოსინჯეთ თქვენი ძალები სხვადასხვა ახალ საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს ცეკვა, სამსახიობო საქმიანობა, მუსიკა. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთაც კი გაემგზავროს ინსპირაციისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. სირთულეების დასაძლევად მხოლოდ ახლობლებს მიმართეთ.

მარტში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება დაზღვევასთან, გადასახადებთან და კრედიტებთან დაკავშირებული საქმეები. იყავით დაკვირვებული, როცა საქმე ფულს შეეხება. ზოგიერთი საქმიანობის გამო, შეიძლება ან საზღვარგარეთ გამგზავრებამ მოგიწიოთ, ან უცხოელი პარტნიორების მოძიებამ.

  • ჯანმრთელობა

ჩვეულ დაავადებებს არატრადიციული მეთოდებით და ხალხური მედიცინით უნდა შეუტიოთ. გირჩევთ, შეამციროთ ტელევიზორის ყურების და კომპიუტერთან მუშაობის დრო. თუ თავისუფალი წუთები გამოგიჩნდებათ, გაივარჯიშოთ სხეული. კარგია თვალების ვარჯიშის გაკეთებაც. გახსოვდეთ, რომ მიგრენის მიზეზი შეიძლება თვალების გადაღლაც კი იყოს. თვის მეორე ნახევარში გადახედეთ კვების რაციონს. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას, აგრეთვე, არ "დაჯდეთ" მკაცრ დიეტაზე. მარტში უნდა დაიწყოთ დილით ადრე ადგომა და სასურველია, მსუბუქი ვარჯიში.

თვის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. გაგიუმჯობესდებათ როგორც მორალური, აგრეთვე ფიზიკური მდგომარეობა. გაგიუმჯობესდებათ იერიც. მარტი კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. ძალები საკმარისად გექნებათ და კარგ შედეგსაც მიიღებთ.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 10, 19, 24

­მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 8, 17, 23

როგორი იქნება მარტის თვე თხის რქებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელოდებათ თევზებს მარტში - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება და რას უმზადებს მარტი ლომებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი