უამრავი სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და პოზიტიური მოვლენით აღსავსე თვე დაგიდგათ. ეცადეთ, არ გარისკოთ საკუთარი ჯანმრთელობითა და ფინანსებით. იყავით მომართული მომავალზე, მაგრამ ნურც წარსულ შეცდომებს დაივიწყებთ.
აპრილში გამოამზეურებთ იმას, რასაც დიდი ხანი მალავდით გარშემო მყოფებისგან. ეს შეიძლება იყოს ახალი ტალანტიც. იყავით ტაქტიანი კოლეგების მიმართ. პირადი ამბიციების გამო მოერიდეთ კრიტიკას გარშემო მყოფებისადმი.
აპრილში მარტივად მოაგვარებთ საბინაო და მატერიალურ საკითხებს. თუ რომელიმე სფეროში ყველაფერი იმგვარად არ მოგვარდება, როგორც თქვენ გეგონათ, სულიერად ნუ დაეცემით. შეიძლება მოიმატოს ლიდერობის, სხვებზე მბრძანებლობის სურვილმა. იყვაით მაქსიმალურად დაკვირვებული და მოთოკილი ემოციებით, რათა არ გაიუფუჭოთ დამოკიდებულება ახლობლებთან. მატერიალურ მხარდაჭერას (ზოგ შემთხვევაშიც - მემკვიდრეობას) ნათესავებისგან მიიღებთ.
სამსახურში პროფესიონალი ხართ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებაც გიჭირთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგაც. გაფრთხილდით, არ შეგექმნათ უსიამოვნება კანონთან. აპრილში მოერიდეთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. წინა თვეში კარად შესრულებული სამუშაოსთვის პრემიას მიიღებთ, რასაც პირადი ხარჯისა და მგზავრობისთვის გამოიყენებთ.
მნიშვნელოვანი მოვლენები გელით შუა აპრილში, ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად და გაგებით მოეკიდოთ. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არ დააბანდოთ ფული უსარგებლო საქმეებში. ფული გონიერად ხარჯეთ.
თქვენი მოთხოვნები და მოსაზრებები თანამშრომლებს გარკვევით უნდა გააცნოთ. შეიძლება ტყუილად დაგადანაშაულონ და ეცადეთ, ფაქტებზე დაყრდნობით დაიცვათ საკუთარი თავი. კარგ შედეგს მოგიტანთ უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობა. ნუ შეგეპარებათ საკუთარ თავში ეჭვი, გაბედულად იმოქმედეთ.
სასიყვარულო სფეროში მოვლენებით დატვირთული თვე გელით. შეიძლება, სამომავლო იდეეის განხორციელებისთვის, წარსულში დაბრუნება და ძველი საქმეების მოგვარება გახდეს საჭირო. დახმრებისთვის ხშირად და მოურიდებლად მიმართეთ ნათესავებსა და მეგობრებს.
ემოციურობა, ეჭვიანობა და მუდმივი გაღიზიანებულობა ურთიერთობაში კარგს არაფერს მოგიტანთ. რომანტიკულიც უნდა იყოთ და მზრუნველიც საყვარელი ადამიანის მიმართ. დააფასეთ ისინი, ვისაც უყვარხართ და გაფასებენ. მარტოხელა მორიელებმა ამბიციები უნდა დაიოკოთ, რომ პირად ცხოვრებაში გაგიმართლოთ.
დაოჯახებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახზე ზრუნვაში. მეუღლის მიმართ იყავით ყურადღებიანი, მაგრამ უნდა დაივიწყოთ კონტროლი. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს და ნათესავებმა შეიძლება დახმარების ხელი გამოგიწოდონ.
პროფილაქტიკური პროცედურები, სპორტული აქტიურობა და პოზიტიური შეხედულებები მოვლენებზე - აი, რა არის აპრილში თქვენი "წამალი". ნაკლები ინერვიულეთ იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც არ შეგიძლიათ. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტს. სახლში ყოფნა გამოიყენეთ დაძინების და ნერვების დამშვიდებისთვის.
ვარჯიშის დროს სიფრთხილე მოგეთხოვებათ. მოსალოდნელია ტრავმები, მყესების დაჭიმულობა. კარგი თვეა ორგანზიმის გასაკაჟებლად. გაამდიდრეთ რაციონი ხილისა და ბოსტნეულის სალათებით. მიიღეთ თხილეულიც.
აპრილის ბოლოს სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მგზავრობის წინ საოჯახო აფთიაქში ჩაიხედეთ და არც დოკუმენტების მოწესრიგება დაგავიწყდეთ.
მარტის თვის იღბლიანი რიცხვები: 5, 14, 22, 28
მარტის თვის უიღბლო რიცხვები: 12, 21, 30