ავტორი:

რა ელით მარტში მშვილდოსნებს? - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელით მარტში მშვილდოსნებს? - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი ის თვეა, როცა უნდა გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები, კარგი იქნება დაზიანებული ნივთების შეკეთება ან ისეთი ნივთების გაყიდვა ან გაჩუქება, რაც მოგბეზრდათ. ერთი სიტყვით, მარტში ზედმეტი ბარგისგან უნდა გათავისუფლდეთ (ეს მხოლოდ ნივთებს არ ეხება, ურთიერთობებიც იგულისხმება). გამონახეთ დრო და დაალაგეთ სამსახურში სამუშაო ადგილი და საცხოვრებელი სახლი. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. ისინიც კი, რომლებიც კომპიუტერში გაქვთ შენახული. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, მსუბუქად შეხვდეთ მომავლის სიახლეებს.

მოერიდეთ ცრუ მასწავლებლებთან კონტაქტს. სიფრთხილე გმართებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. ახალი ნივთების შეძენისას კი მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოავლინოთ, რათა არ იყიდოთ დაზიანებული ნივთები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით კი თევზებთან. თხის რქები თქვენ მიმართ ზედმეტად მომთხოვნები არიან და ეცადეთ, ამის გამო არ იკამათოთ. პირიქით, დროულად შეუსრულეთ მოთხოვნები.

მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც არ გაფასებთ. აგრეთვე უსიამოვნო სიტუაციებს. არ გაიფუჭოთ განწყობა უსიამოვნო ადამიანების კომენტარების გამო. ახლობლების პრეტენზიებს მშვიდად შეხვდით და ნურც თქვენ იქნებით მათ მიმართ ზედმეტად ჭირვეული.

შუა თვეში რთული არჩევანის წინაშე დადგებით და ეცადეთ, მაქსიმალურად ფრთხილი იყოთ. თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, დახმარებისთვის მეგობარს მიმართეთ. თვის ბოლოს ახალი მეგორების გაჩენის სურვილი გექნებათ. ხშირად გადით საზოგადოებაში, დაელაპარაკეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

მარტში ნუ იქნებით მორიდებული და თამამად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მორიდებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო ადამიანი. სიყვარული შეიძლება კარგად ნაცნობ ადამიანებს შორისაც კი მოძებნოთ, რომელიც გაიზიარებს თქვენს ინტერესებსა და გახდება თქვენი ცხოვრების საუკეთესო მეგობარი. ცვლილება გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დაქორწინებულების მეუღლეებს დაწინაურება ელით.

მარტის დასაწყისში თქვენ მიმართ სიმპათიას გამოავლენს მაღალი თანამდებობის პირი. თქვენი საყვარელი ადამიანი აიძულეთ, რომ მეტი დრო გაატაროს თქვენ გვერდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გარეშე მოწყენილი იქნებით და ეს არ გახდეს უსიამოვნების ან კამათის მიზეზი.

  • სამსახური და ფინანსები

მეტად უნდა იყოთ მობილიზებული საკუთარ ამბიციებზე. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. თუ სწორად განსაზღვრავთ თქვენს ძალებს და გონივრულად იმოქმედებთ, კონკურენტებს დაამარცხებთ. ხანდახან საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი თავადვე ხართ და ეცადეთ, კარიერაზე იყოთ მობილიზებული.

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და უფროსთან. გააცანოთ თქვენი ახალი პროექტები. განსაკუთრებით 10 მარტის შემდეგ. სასურველია, თუ სამსახურის გარდა სხვა საერთოსაც გამონახავთ მათთან.

ზოგიერთს რთული მისიების შესრულება მოგიწევთ. ეჭვი არ შეგეპაროთ - თუ ყველაფერს კარგად შეასრულებთ, ჯილდოს მიიღებთ. თუ ვაკანტურ ადგილს ეძებთ, არის შანსი, რომ სასურველი ადგილი მიიღოთ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ ღირსებებს სათანადოდ წარმოაჩენთ. უარი არ თქვათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაზე. შეგიძლიათ, ზოგიერთი კეთილი საქმის გამო, ზოგიერთ ორგანიზაციაში გაწევრიანდეთ.

  • ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ ჯანმრთელობის მიმართ. შეიძლება თავი შეგახსენოთ ქრონიკულმა დაავადებამ. ამიტომ, წინასწარვე ჩაეწერეთ მკურნალ ექიმთან; ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი. თუ ინფექცია, ვირუსი ან გაცივება შემოგიტევთ, მოერიდეთ თვითმკურნალობას და ეცადეთ, “ფეხზე არ გადაიტანოთ“ დაავადება.

შუა თვეში მეტი ყურადღება მიაქციეთ ძილს. არამარტო სიზმრებს, არამედ ძილის ხარისხსაც. თუ კარგად ვერ გამოძინებთ, ვერც საქმეებს შეასრულებთ სათანადოდ. ძილის წინ დასამშვიდებლად გამოიყენეთ ჟასმინის, ლავანდის ან კედრის ზეთი. ისინი დაგიმშვიდებენ ნერვულ სისტემას და მოგიხსნიან დაძაბულობას.

თვის ბოლოს სურვილი გაგიჩნდებათ, გარშემო მყოფები თქვენი პლასტიკურობით გააკვირვოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ლათინური ცეკვები ან იოგა. ზოგიერთი სპორტულ შეჯიბრებებში გადაწყვეტს მონაწილების მიღებას.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 11, 15, 26

­მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 5, 13, 27

როგორი იქნება მარტი ტყუპისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტის კირჩხიბებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი კუროებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი