Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "განმარტოების, საკუთარ სურვილებში გარკვევის თვე დაგიდგათ"
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "განმარტოების, საკუთარ სურვილებში გარკვევის თვე დაგიდგათ"

წლის მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის, გან­მარ­ტო­ე­ბის, სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში გარ­კვე­ვის თვე და­გიდ­გათ. მო­გინ­დე­ბათ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც კი შე­ამ­ცი­როთ კონ­ტაქ­ტე­ბი. ზო­გა­დად გა­ზარ­დოთ დის­ტან­ცია თქვენ­სა და გარ­შე­მო მყო­ფებს შო­რის. მეტი დრო და­უთ­მეთ ძვე­ლი ნივ­თე­ბის, მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­ცი­ლე­ბას. და­კავ­დით ქველ­მოქ­მე­დე­ბით.

სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი

არა­ვის გა­უმ­ხი­ლოთ თქვე­ნი იდე­ე­ბი, მიზ­ნე­ბი. ახლა ახა­ლი არა­ფე­რი არ და­ი­წყოთ. ჯერ ერთი, რომ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია და მე­ო­რე - მზე თქვენს ზურგს უკა­ნაა. ყვე­ლა ახა­ლი იდეა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ მას შემ­დეგ, როცა მზე მო­რი­ელ­ში - თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ი­ნაც­ვლებს. იმოქ­მე­დეთ სა­მარ­თლი­ა­ნად, არ გირ­ჩევთ მტრე­ბის გა­ჩე­ნას, ვინ­მეს­თან კონ­ფლიქტს. გა­მო­ნა­ხეთ დრო სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი­სა და მე­დი­ტა­ცი­ის­თვის.

ფული და სიყ­ვა­რუ­ლი

გა­გიჩ­ნდე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სურ­ვი­ლი. კომ­ფორ­ტსა და ფუ­ფუ­ნე­ბა­ში მო­გინ­დე­ბათ ცხოვ­რე­ბა. ამის გამო შე­იძ­ლე­ბა კრე­დი­ტით/ვა­ლით შე­ი­ძი­ნოთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თე­ბი. ფუ­ლის გამო გახ­შირ­დე­ბა კინ­კლა­ო­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მას­ზე ხართ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი გა­ი­გებს, რომ მშო­ბე­ლი გახ­დე­ბა.

ჯან­მრთე­ლო­ბა

გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გა­გიჩ­ნდეთ ფა­რუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის გამ­ხე­ლა არ მო­გინ­დე­ბათ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, ოქ­ტომ­ბერ­ში და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, საქ­მე. აას­რუ­ლოთ და­ნა­პი­რე­ბი. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

6 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბა (თუნ­დაც, ბიზ­ნე­სის). მე­ტად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ემო­ცი­ურ და ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. და­ზო­გეთ ენერ­გია, რომ მზის თქვენს ნი­შან­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა, ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა შეძ­ლოთ.

20 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სრულ­ყო­ფი­ლე­ბის მიღ­წე­ვა მო­გინ­დე­ბათ საქ­მე­ებ­ში. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­გე­მა­ტე­ბათ და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ. მიხ­ვდე­ბით, რომ უნდა მი­ხე­დოთ ჯან­მრთე­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "განმარტოების, საკუთარ სურვილებში გარკვევის თვე დაგიდგათ"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "განმარტოების, საკუთარ სურვილებში გარკვევის თვე დაგიდგათ"

წლის მოვლენების შეფასების, განმარტოების, საკუთარ სურვილებში გარკვევის თვე დაგიდგათ. მოგინდებათ გარშემო მყოფებისგან იზოლირება. შეიძლება ძალიან ახლობლებთანაც კი შეამციროთ კონტაქტები. ზოგადად გაზარდოთ დისტანცია თქვენსა და გარშემო მყოფებს შორის. მეტი დრო დაუთმეთ ძველი ნივთების, მომაბეზრებელი ურთიერთობების მოცილებას. დაკავდით ქველმოქმედებით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

არავის გაუმხილოთ თქვენი იდეები, მიზნები. ახლა ახალი არაფერი არ დაიწყოთ. ჯერ ერთი, რომ მერკური რეტროგრადულია და მეორე - მზე თქვენს ზურგს უკანაა. ყველა ახალი იდეა განახორციელეთ მას შემდეგ, როცა მზე მორიელში - თქვენს ნიშანში გადმოინაცვლებს. იმოქმედეთ სამართლიანად, არ გირჩევთ მტრების გაჩენას, ვინმესთან კონფლიქტს. გამონახეთ დრო სულიერი პრაქტიკებისა და მედიტაციისთვის.

ფული და სიყვარული

გაგიჩნდებათ მატერიალური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილი. კომფორტსა და ფუფუნებაში მოგინდებათ ცხოვრება. ამის გამო შეიძლება კრედიტით/ვალით შეიძინოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთები. ფულის გამო გახშირდება კინკლაობა საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, თუ მასზე ხართ მატერიალურად დამოკიდებული. ზოგიერთი გაიგებს, რომ მშობელი გახდება.

ჯანმრთელობა

გამორიცხული არაა, გაგიჩნდეთ ფარული მისწრაფებები და მიზნები, რომელთა შესახებაც გარშემო მყოფებისთვის გამხელა არ მოგინდებათ. მაქსიმალურად ეცადეთ, ოქტომბერში დაასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, საქმე. აასრულოთ დანაპირები. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები.

6 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ რაღაცის დასრულება (თუნდაც, ბიზნესის). მეტად იზრუნეთ საკუთარ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დაზოგეთ ენერგია, რომ მზის თქვენს ნიშანში გადასვლის შემდეგ ახალი საქმეების დაწყება, ახალ ეტაპზე გადასვლა შეძლოთ.

20 ოქტომბრის შემდეგ სრულყოფილების მიღწევა მოგინდებათ საქმეებში. ვალდებულებები მოგემატებათ და მაქსიმალურად გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. მიხვდებით, რომ უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას.