ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის - ფინანსები, სიყვარული და ჯანმრთელობა

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის - ფინანსები, სიყვარული და ჯანმრთელობა

გარემოს შეცვლის, ახლის შესწავლის სურვილი გექნებათ. მეტად გამოავლენთ თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მუშაობისას მეტად დაეყრდენით ლოგიკას, ანალიზს, შედარებას. ოქტომბერში გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა, ზარები და მიმოწერები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

საქმიანი შეხვედრების პერიოდია, ახალი კონტაქტების დამყარების. მეტად მოგიწევთ ლაპარაკი და ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. თუ ხვდებით, რომ კარიერული წინსვლისთვის რამის შესწავლა გჭირდებათ, ამ თვეში უნდა გააქტიურდეთ. ოქტომბერში გაქვთ შანსი, სხვებისგან გამორჩეულად წარმატებული გახდეთ.

ფული და სიყვარული

ოქტომბრის პირველ კვირას ისევ საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, დანარჩენ დროს კი საკუთარ თავს, გართობას, დასვენებასა და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმობთ. იყავით რომანტიკულ განწყობაზე, ამ თვეში დაწყებული ურთიერთობა დიდხანს გასტანს. დაწყველებულების ცხოვრებაში კი მოიმატებს ვნება, ერთად ყოფნის სურვილი.

ჯანმრთელობა

აქტიური და ენერგიული ხართ. მარტივად მოაგვარებთ ყველა დასახულ საქმეს, მაგრამ გაფრთხილება გმართებთ, ხშირად დაისვენეთ, ნუ გადახტებით ერთი საქმიდან მეორეზე. მომატებულია ტრავმულობა და მცირე იარების ალბათობა. იყავით ფრთხილად საჭესთან.

6 ოქტომბრის შემდეგ გახშირდება შეხვედრები, კომუნიკაციები, გადააადგილებები. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

20 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ განვლილი თვეების განხილვა, საქმეების გადახედვა. მოაწესრიგეთ იურიდიული საბუთები. შეიძლება მნიშვნელოვან ინფორმაცია მიიღოთ უცხოეთიდან.