განსაკუთრებით გაგიტკბებათ შინ ყოფნა, ოჯახის წევრებთან ჩახუტება და მათთვის ჰარმონიული გარემოს შექმნა. გახშირდება მიმოსვლები ნათესავებთან. მარტოხელები შეიძლება მშობლების ბუდეში დაბრუნდნენ მზრუნველობისა და ყურადღების მისაღებად. შეყვარებულებმა კი შეიძლება ერთად ცხოვრება გადაწყვიტონ, საღამოები თბილად და ტკბილად რომ გაატაროთ. რაც შეეხება საქმიანობას, მეტად უნდა ისწავლოთ მოთმინება. უფროსთან შეკამათებას არ გირჩევთ. უმჯობესია, შეინარჩუნოთ ახლანდელი მდგომარეობა, ვიდრე კარი გაიჯახუნოთ და გაურკვევლობაში აღმოჩნდეთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში უფრო მოგინდებათ გართობა, მეგობრებთან ერთად თავგადასავლები. აი, მეორე ნახევარში კი მოვლენების გადახედვით, გადაფასებით, დაშვებული შეცდომების გამოსწორებით იქნებით დაკავებული. შეიძლება მოგინდეთ ინტელექტუალ საქმიანობაში ჩართვა. ზოგი კი გადაწყვეტს წერა დაიწყოს, რითაც შეიძლება მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. თუ რამეს აპირებთ, ყველაფერი თვის დასაწყისში მოასწარით. მოგვიანებით გონების მმართველი პლანეტა რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება და გაგიჭირდებათ აზრების მოკრება. ნუ იქნებით მოკრძალებული და მეტად მოინდომეთ, რომ „სცენაზე გამოხვიდეთ“.
ფული და სიყვარული
საყვარელი ადამიანთან ერთად მოგზაურობა, ექსკურსიებზე სურვილი გაგიჩნდებათ. ყოველ შემთხვევაში, მიმოსვლები ახლო მანძილზე გაგიხშირდებათ. ან გახშირდება მიმოწერა ერთმანეთთან. მარტოხელებმა შეიძლება მეგობრების წრეში გაიჩნოთ შეყვარებული ან მათი დახმარებით გაიცნოთ. დაქორწინებულებს გაგიხშირდებათ კონტაქტები მეუღლის ნათესავებთან. თუ მათთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ეცადეთ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება. ზოგიერთმა შეიძლება დედმამიშვილებთან ერთად წამოიწოთ რაღაც საქმიანობა. არ გაასესხოთ ფული, მათი დაბრუნება გაჭიანურდება.
ჯანმრთელობა
აქტიური იქნებით კარიერაში. საშუალება მოგეცემათ მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს. მაგრამ მოერიდეთ ვინმესთან გაჯიბრებას, მეტოქეებთან ბრძოლა კარგ შედეგს არ მოგიტანთ.გირჩევთ, ოქტომბერში დაიცავთ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის.
ქალებისთვის
შეხვედრების, ახლობლებთან კონტაქტის, საინტერესო ადამიანების გაცნობის თვეა. ბევრ სასარგებლოს გააკეთებთ საკუთარი თავისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ, საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ, ან საინტერესო პროექტებში ჩაერთვებით. მათი წარმატებით დასრულება კარგად აისახება თქვენს მომავალზე. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
მამაკაცებისთვის
თანამშრომლობის, კონტაქტების აღდგენისა და გაუმჯობესების პერიოდია. გამოძებნით თანამოაზრეებს, ვისთან ერთადაც თამამ იდეებსაც კი განახორციელებთ. თუმცა, გამარჯვების მიღწევა მარტივი ნუ გეგონებათ. ნურც არარეალურ პროექტებზე მოცდებით. ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, ზოგჯერ მათთვის თქვენი სიტყვა კი მნიშვნელოვანია. თვის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზებსა და დამთხვევებს დაელოდეთ.