ნოემბერი ის თვეა, როცა ყველა დეტალი დაწყვილებით უნდა განიხილოთ. შეაფასეთ მოვლენები ობიეტურად. მეტი დრო დაუთმეთ საბანკო საქმეებს. გახშირდება საგანგებო სიტუაციები და ეცადეთ, ყველგან ღირსეულად გეჭიროთ თავი. შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ გსურდათ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დროებით დაგეკარგებათ ბრძოლის სურვილი და პერიოდულად საკუთარ თავში ჩაიკეტებით. ეცადეთ, გვერდით გყავდათ ადამიანი, ვისაც ენდობით და ვისი იმედიც გექნებათ. ამ პერიოდში ეცადეთ, არ გასცეთ, არ დააბეზღოთ არავინ. ცოტა ხანში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და შვებით ამოისუნთქავთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ყოველი ნაბიჯი დაკვირვებულად გადადგით, გაიაზრეთ თითოეული დეტალი. გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა არავის ატკინოს გული. დააკვირდით, რას ამბობენ გარშემო მყოფებიც, მაგრამ არავის გამოპასუხოთ უხეშად. მხოლოდ საჭირო ადამიანებთან გქონდეთ კავშირი, მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. თუ ნოემბერში მგზავრობას (განსაკუთრებით შორ მანძილზე) აპირებთ, მოწესრიგებული გქონდეთ საბუთები. დაიცავით ყველა წესი და ფრთხილად იმოქმედეთ. მოერიდეთ რისკს ფინანსურ სფეროში.
ფული და სიყვარული
მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. იყავით მეტად დიპლომატიური და ტაქტიანი ურთიერთობაში. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ საქმე უსიამოვნებამდე არ მივიდეს, შელაპარაკება კი კამათში არ გადაიზარდოს. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება მეუღლის დახმარებით გაიუმჯობესოთ. ან შეიძლება სამსახურში ხელფასი მოგიმატონ, ან დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდეთ. გაითვალისწინეთ წარსული სიტუაციები და გარკვეული თანხა „შავი დღისთვის“ გადაინახეთ.
ჯანმრთელობა
მოგინდებათ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება. შეიძლება ვარჯიშიც კი დაიწყოთ. გირჩევთ, ზომიერება დაიცვათ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ სასურველ შედეგს. მაქსიმალურად მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.
ქალებისთვის
შეხვედრების, კონტაქტების პერიოდია. ეცადეთ, მეტად დაკვირვებული იყოთ ახლობლების მიმართ და საჭიროებისამებრ იზრუნოთ მათზე. უხეშად არ ჩაერიოთ გარშემო მყოფების საქმეებში და არც საკუთარი აზრი მოახვიოთ ვინმეს. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე. ეცადეთ, საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. მაგრამ არა სხვების უფლებების შელახვით.
მამაკაცებისთვის
რაც უფრო მეტად დაკვირვებული და მიზანმიმართული იქნებით, მით უკეთესია თქვენთვის. მარტივად განახორციელებთ მიზნებს, უჩვეულოსაც კი. ერთგული და გავლენიანი ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. თუ მოინდომებთ, ყველა კონფლიქტს გამოასწორებთ და უკეთესობისკენ შეცვლით გაფუჭებულ საქმეებსაც (ურთიერთობებს) კი. ფინანსური საკითხები თვის მეორე ნახევარში მოაგვარეთ. ამ პერიოდში შეიძლება ფულადი ჯილდოც კი მიიღოთ. თვის ბოლოს გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრებისთვის; დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით.