ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

მოგზაურობისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. გავლენიან ადამიანებს დაიმეგობრებთ და მათი დახმარებით სასურველი საქმეების მოგვარებას შეძლებთ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ინტელექტუალურ საქმიანობაში მოსინჯოთ თქვენი თავი. შანსი მოგეცემათ მიიღოთ ახალი ცოდნა, გაიფართოოთ მსოფლმხედველობა. გამონახეთ მეტი დრო, რომ გაეცნოთ თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას, უყუროთ კინოფილმებს. თუ საზღვარგარეთ მოგზაურობის შანსი მოგეცემათ, ხელიდან არ გაუშვათ. გაეცანით სხვა ქვეყნის კულტურას, წეს-ჩვეულებებს. შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს მშობლებს ან ასაკით უფროს ნათესავებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლის მშობლებთან. შეიძლება მოგიწიოთ სიმპოზიუმებში, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილების მიღებამ ან დაიცავთ დიპლომი დაწეროთ დისერტაცია.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეტი დრო უნდა დაუთმოთ ფულთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებას. შეიძლება მემკვიდრეობაც მიიღოთ. გაფრთხილდით, თუ სხვა ადამიანის ფინანსებთან გიწევთ შეხება, არ გირჩევთ სხვებით მანიპულირებას, ინტრიგებში გახვევას, არ გათქვათ სხვისი საიდუმლოებები. სხვათა შორის, ამ პერიოდში ახლობელ ადამიანებს გამოცდით სანდოობაზე. საქმიან პარტნიორთან და მეუღლესთან არ გირჩევთ კამათს ფინანსების გამო.

ფული და სიყვარული

საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ერთად უნდა იზრუნოთ საერთო მიზნების განხორციელებაზე. მობილიზებული იქნებით, დოვლათის, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაზე. რაც შეეხება რომანს ნოემბერში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მარტოხელებს ცხოვრებით ტკბობის საშუალება მოგეცემათ. დაესწრებით სხვადასხვა მოდურ წვეულებას, სადაც ფლირტის შესაძლებლობაც მოგეცემათ. ზოგიერთმა კი შეიძლება ახალი სექსუალური პარტნიორიც კი გაიჩინოს. ზოგიერთი შეიძლება ყოფილ პარტნიორებსაც კი დაუბრუნდეთ, ზოგიერთმა მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაიუმჯობესოთ პარტნიორის ფინანსებით, ან ანგარებიან ქორწინებაზეც დათანხმდეთ. მეუღლესთან ერთად შეიძლება დაიწყოთ ახალი საქმიანობა ან ფული მიიღოთ უცხოეთიდან.

ჯანმრთელობა

მთელი თვე მობილიზებული იქნებით მატერიალური დოვლათის დაგროვებაზე, მაგრამ შედეგს თვის ბოლოს მიიღებთ. ეცადეთ, კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იყოთ, რომ უფრო აქტიური ქმედებები შეძლოთ. თუ საკუთარ თავს მავნე ნივთიერებების მიღებას აუკრძალავთ, თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.

ქალებისთვის

სიხარულის უამრავი შესაძლებლობა მოგეცემათ. საკუთარი თავის გახალისებასაც შეძლებთ და ახლობლებისასაც. მოერიდეთ კონფლიქტებს, კამათს წვრილმანების გამო. გარშემო მყოფებს მეტად დაანახეთ თქვენი კეთილგანწყობა, მეგობრულობა. ფული ზომიერად ხარჯეთ, მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, დაუგეგმავ ხარჯს. არც გასცეთ ფული ვალში და არც აიღოთ. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ თქვენთვის ძვირფასი ნივთი.

მამაკაცებისთვის

სირთულეები და წინაღობები, რა თქმა უნდა, გექნებათ, მაგრამ თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ, აუცილებლად წარმატებულად გაართმევთ თავს ყველაფერს. ნუ დანებდებით დროზე ადრე. კამათში დიპლომატიურად დაიცავით თქვენი მოსაზრება. ეცადეთ, არც არავისზე გაიბუტოთ და არც სხვებს აწყენინოთ. უმჯობესია, გარშემო მყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. კარგად შესრულებული საქმეებისთვის სამსახურში დაწინაურება და ხელფასის მომატება გელით. ახალი და მით უმეტეს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას ნოემბერში არ გირჩევთ. მუშაობის პარალელურად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. აღიდგინეთ ძალები და პოზიტიური განწყობა.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის - რა ცვილებებს მოგიტანთ შემოდგომის ეს თვე

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის