მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "მოგინდებათ თქვენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში"
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "მოგინდებათ თქვენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში"

მო­რი­ე­ლე­ბო, გი­ლო­ცავთ, მზე თქვენს ნი­შან­შია, გან­წყო­ბაც გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბა­საც იგ­რძნობთ; გან­სა­კუთ­რე­ბით თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ. მო­ი­მა­ტებს ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა, აი­მაღ­ლებს თვით­შე­ფა­სე­ბაც. მო­გინ­დე­ბათ თქვე­ნი ნი­ჭის დე­მონ­სტრი­რე­ბა, თქვე­ნი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. არ გირ­ჩევთ აჩ­ქა­რე­ბას, და­აკ­ვირ­დით გარ­შე­მო მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს. მო­ემ­ზა­დეთ კარ­გი სტარ­ტის­თვის და კი­დევ უფრო უკე­თე­სი ფი­ნი­შის­თვის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. ნო­ემ­ბე­რი შე­დე­გის მი­ღე­ბის თვეა თქვენ­თვის. ერ­თა­დერ­თი, არ გირ­ჩევთ აგ­რე­სი­უ­ლო­ბას, სა­სურ­ვე­ლის მი­სა­ღე­ბად სხვე­ბის და­ჩაგ­ვრას. აგ­რეთ­ვე, მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რას, სა­რის­კო ქმე­დე­ბას, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თეთ გო­ნე­ბა და ინ­ტუ­ი­ცი­ა­საც და­ეყ­რდე­ნით. იზ­რუ­ნეთ იმიჯ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე; მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და სა­კუ­თარ თავ­ზე ეკო­ნო­მი­ას ნუ გა­ა­კე­თებთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე-ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ კან­დი­და­ტუ­რას მი­ი­ზი­დავთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა დათ­ბე­ბა და დატ­კბე­ბა.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი

მერ­კუ­რი თქვენს სახ­ლშია. მო­ი­მა­ტებს ლო­გი­კუ­რო­ბა, პრაქ­ტი­ციზ­მი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბა. ეს თვი­სე­ბე­ბი საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ. იზ­რუ­ნეთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან. მხო­ლოდ მი­ღე­ბა­ზე ნუ ხართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, კომ­პრო­მის­საც უნდა მი­მარ­თოთ. შეძ­ლებთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბის დი­ლო­მა­ტი­უ­რად, "ტკბი­ლი ენით" მოგ­ვა­რე­ბას. გა­ა­ფორ­მებთ თქვენ­თვის სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სწავ­ლა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაც, რად­გან ჩათ­ვა­ლოთ, რომ ერთ დიპ­ლო­მი არა­საკ­მა­რი­სია. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, გა­გი­მარ­თლებთ. ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად მიხ­ვდე­ბით, სად და­ა­ბან­დოთ ფული, რა მო­გი­ტანთ გა­მარ­ჯვე­ბას.

სიყ­ვა­რუ­ლი

თა­ვად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. მეტი მოთ­მი­ნე­ბა და ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა გმარ­თებთ მის მი­მართ. ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბით; გა­ემ­გზავ­რეთ ქა­ლაქ­გა­რეთ; მო­ი­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი უქ­მე­ე­ბი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი უნდა და­წყვილ­დეთ. თუ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მოგ­წონთ, და­უ­ახ­ლოვ­დით, ხში­რად ესა­უბ­რეთ, და­უ­მე­გობ­რდით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იზ­რუ­ნებთ იმი­ჯის შეც­ვლა­ზე. 16 ნო­ემ­ბრამ­დე იზ­რუ­ნეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას; ტექ­ნი­კას­თან და ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბი­სას. არ და­არ­ღვი­ოთ მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი. მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს; შე­ამ­ცი­რეთ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. არ გირ­ჩევთ უცხო­ებ­თან შე­კა­მა­თე­ბას. იყა­ვით სით­ბო­ში, არ გა­ცივ­დეთ. არ გირ­ჩევთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას. უმ­ნიშ­ვნე­ლო გარ­თუ­ლე­ბის დრო­საც კი მი­მარ­თეთ მკურ­ნალ ექიმს.

8 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი ახ­ლობ­ლებ­თან, მე­გობ­რებ­თან. მო­გინ­დე­ბათ გუ­ლი­თა­დი სა­უბ­რე­ბი. ოპო­ნენ­ტებს მე­ტად უნდა და­უთ­მოთ. არ გირ­ჩევთ კა­მათს და გა­ჯი­უ­ტე­ბას. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია და­წყვი­ლე­ბი­სა და ქორ­წი­ნე­ბის­თვის.

29 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მო­აგ­ვა­რეთ მა­ტე­რა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი; შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს. და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი, რა­საც დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. დე­ტა­ლებს მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "მოგინდებათ თქვენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში"

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "მოგინდებათ თქვენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში"

მორიელებო, გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია, განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ; განსაკუთრებით თქვენი დაბადების დღის შემდეგ. მოიმატებს ამბიციურობა, აიმაღლებს თვითშეფასებაც. მოგინდებათ თქვენი ნიჭის დემონსტრირება, თქვენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. არ გირჩევთ აჩქარებას, დააკვირდით გარშემო მომხდარ მოვლენებს. მოემზადეთ კარგი სტარტისთვის და კიდევ უფრო უკეთესი ფინიშისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. ნოემბერი შედეგის მიღების თვეა თქვენთვის. ერთადერთი, არ გირჩევთ აგრესიულობას, სასურველის მისაღებად სხვების დაჩაგვრას. აგრეთვე, მოერიდეთ ავანტიურას, სარისკო ქმედებას, ყველა სიტუაციაში ჩაერთეთ გონება და ინტუიციასაც დაეყრდენით. იზრუნეთ იმიჯზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ და საკუთარ თავზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრებაც. მარტოხელები ყველაზე-ყველაზე სასურველ კანდიდატურას მიიზიდავთ. დაწყვილებულების თანაცხოვრება დათბება და დატკბება.

ბიზნესი, სამსახური

მერკური თქვენს სახლშია. მოიმატებს ლოგიკურობა, პრაქტიციზმი, დაკვირვებულობა. ეს თვისებები საქმეების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოთ. იზრუნეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. მხოლოდ მიღებაზე ნუ ხართ ორიენტირებული, კომპრომისსაც უნდა მიმართოთ. შეძლებთ ყველა უსიამოვნების დილომატიურად, "ტკბილი ენით" მოგვარებას. გააფორმებთ თქვენთვის სარფიან ხელშეკრულებას და გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგ შედეგს მოგიტანთ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. შეიძლება გადაწყვიტოთ უმაღლესი განათლების მიღებაც, რადგან ჩათვალოთ, რომ ერთ დიპლომი არასაკმარისია. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გაგიმართლებთ. ინტუიციურად მიხვდებით, სად დააბანდოთ ფული, რა მოგიტანთ გამარჯვებას.

სიყვარული

თავად უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. მეტი მოთმინება და ლოიალურობა გმართებთ მის მიმართ. ხშირად გაანებივრეთ რომანტიკული სიურპრიზებით; გაემგზავრეთ ქალაქგარეთ; მოიწყვეთ რომანტიკული უქმეები. მარტოხელები უნდა დაწყვილდეთ. თუ არსებობს ადამიანი, რომელიც მოგწონთ, დაუახლოვდით, ხშირად ესაუბრეთ, დაუმეგობრდით. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ იმიჯის შეცვლაზე. 16 ნოემბრამდე იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოგინდებათ ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას; ტექნიკასთან და ინსტრუმენტებთან მუშაობისას. შორ მანძილზე მგზავრობისას. არ დაარღვიოთ მოძრაობის წესები. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს; შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა. არ გირჩევთ უცხოებთან შეკამათებას. იყავით სითბოში, არ გაცივდეთ. არ გირჩევთ თვითმკურნალობას. უმნიშვნელო გართულების დროსაც კი მიმართეთ მკურნალ ექიმს.

8 ნოემბრის შემდეგ გახშირდება შეხვედრები ახლობლებთან, მეგობრებთან. მოგინდებათ გულითადი საუბრები. ოპონენტებს მეტად უნდა დაუთმოთ. არ გირჩევთ კამათს და გაჯიუტებას. საუკეთესო პერიოდია დაწყვილებისა და ქორწინებისთვის.

29 ნოემბრის შემდეგ მოაგვარეთ მატერალური საკითხები; შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, რასაც დაკვირვებით განახორციელებთ. დეტალებს მიაქციეთ ყურადღება.