პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხოლოდ სისუფთავეზე შეშლილი, პედანტი ტიპაჟი გგონიათ? ძალიან ცდებით! -  აი, რა უნდა იცოდეთ ქალწულებზე სინამდვილეში
მხოლოდ სისუფთავეზე შეშლილი, პედანტი ტიპაჟი გგონიათ? ძალიან ცდებით! -  აი, რა უნდა იცოდეთ ქალწულებზე სინამდვილეში

ქალ­წუ­ლე­ბის შე­სა­ხებ თუ ას­ტრო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბა წა­გი­კი­თხავთ, შე­ამ­ჩნევ­დით, რომ სი­სუფ­თა­ვე­ზე შეშ­ლი­ლი, პე­დან­ტი ადა­მი­ა­ნის ტი­პაჟს ხა­ტა­ვენ, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ქალ­წუ­ლებს შო­რის ასე­თი ტი­პუ­რი შემ­თხვე­ვა იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. ქალ­წულ­მა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ევო­ლუ­ცია გა­ნი­ცა­და, თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ "წი­ნაპ­რის­გან" ბევ­რი თვი­სე­ბაც შე­მორ­ჩა. ის ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე, სწავ­ლას მო­წყუ­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დია, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის სა­კე­თებ­ლად სჭირ­დე­ბა ინ­სტრუქ­ცია და გა­მუდ­მე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის სრულ­ყო­ფის­კენ ის­წრაფ­ვის.

ერთი შე­ხედ­ვით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და მორ­ცხვი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა ტო­ვებ­დეთ, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლად. თავ­და­ჭე­რი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოთ, თო­რემ მერე, როცა მო­ში­ნა­ურ­დე­ბით, ენას ვერ გა­გა­ჩე­რე­ბი­ნებთ ადა­მი­ა­ნი. მე­ტიც, "ენა რომ არ ჰქონ­დეს, ყვა­ვი წა­ი­ღებ­დაო", გა­გი­გი­ათ გა­მო­ნათ­ქვა­მი?... თქვენ­თან კა­მა­თი არ ღირს, ნე­ბის­მი­ერს მი­იმ­წყვდევთ კუ­თხე­ში.

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტს ქალ­წუ­ლი შრო­მობს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და ამავდრო­უ­ლად და­უ­ფა­სე­ბე­ლი საქ­მის კე­თე­ბა უწევს – ეს არის მისი კარ­მუ­ლი მი­სია. ტი­პურ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში ხში­რია "პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნის" კომ­პლექ­სით და­ბა­დე­ბუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი. არი­ან ისე­თე­ბიც მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში რომ ვარ­დე­ბი­ან – "მა­ინც ვერ ვი­ღებ ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს და რა აზრი აქვს რომ ვა­კე­თო? ისე მა­ინც არ გა­მო­დის, რო­გორც მინ­და და ხომ არ სჯობს სა­ერ­თოდ მო­ვეშ­ვა?".

ქალ­წუ­ლის ყვე­ლა­ზე ცუდ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ში ინ­დი­ვი­დი ჭირ­ვე­უ­ლი, წუ­ნია, მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო ხდე­ბა, გულ­ქვა და მეწვრილ­მა­ნე, წუ­წუ­ნა და მში­შა­რა… სხვებს უყე­ნებს იმ მო­თხოვ­ნებს, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც თა­ვა­დაც არ შე­უძ­ლია.

სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­ა­ში კი ყვე­ლა­ზე მეტი ამ­ბი­ცია სა­კუ­თარ თავ­თან გექ­ნე­ბათ – მთა­ვა­რია თვი­თონ იყოთ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რით კმა­ყო­ფი­ლი და სხვე­ბის­თვის რა­მის მტკი­ცე­ბას არ და­ი­წყებთ. ქალ­წუ­ლებს არც უყ­ვართ სცე­ნა­ზე დგო­მა და ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, თუ რუ­კა­ში ცე­ცხლის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნა არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი.

გაქვთ ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა, რომ­ლი­თაც ხან­და­ხან სულ ტყუ­ი­ლად იტან­ჯავთ თავს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ში­ნაც კი, როცა თავს და­ირ­წმუ­ნებთ მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარო, მა­ინც გა­ნიც­დით.

ქალ­წუ­ლე­ბი ვორ­კაჰო­ლი­კე­ბიც არი­ან, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა თქვენ ასე­თი სუ­ლაც არ იყოთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თუკი ჯგუ­ფი რა­მეს აკე­თებს და თქვენ ჩარ­თუ­ლი არ ხართ, მშვი­დად ვერ იგ­რძნობთ თავს და თუნ­დაც თავ­ზე გე­ყა­როთ საქ­მე­ე­ბი, კი­დევ შე­იძ­ლე­ბა რა­მეს წა­ე­პო­ტი­ნოთ, სხვას წა­აშ­ვე­ლოთ ხელი, მერე კი ნევ­რო­ზი­თა და გა­დაღ­ლი­ლო­ბით და­ი­ტან­ჯოთ.

გაქვთ პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, როცა ზუს­ტად იმ შე­დეგს ვერ იღებთ, რა­საც გეგ­მავთ, სა­კუ­თარ თავს მი­იჩ­ნევთ არას­რულ­ყო­ფი­ლად. იმ­დე­ნად გაქვთ ეს თვი­სე­ბა ხა­სი­ათ­ში გამ­ჯდა­რი და იმ­დე­ნად გე­ში­ნი­ათ იმის, რომ რა­ღა­ცას საკ­მა­რი­სად კარ­გად ვერ გა­ა­კე­თებთ, შე­იძ­ლე­ბა თავ­საც ირ­წმუ­ნებ­დეთ, რომ თით­ქოს არ გა­დარ­დებთ, მაგ­რამ ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბის მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა მხო­ლოდ. ში­ნა­გა­ნად მა­ინც იღელ­ვებთ და ინერ­ვი­უ­ლებთ ხოლ­მე. ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს – სხვე­ბის საქ­მის კე­თე­ბას მო­ეშ­ვით, ერთი პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეთ და ეცა­დეთ იქ სრულ­ყოთ სა­კუ­თა­რი თავი.

ხართ ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, გაქვთ მახ­ვი­ლი თვა­ლი და დე­ტა­ლე­ბის შემ­ჩნე­ვის უნა­რის წყა­ლო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის, საგ­ნე­ბი­სა თუ მოვ­ლე­ნე­ბის წა­კი­თხვა შე­გიძ­ლი­ათ. მოგ­წონთ ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­მუ­შაო, თქვე­ნი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან კარ­გი მკვლე­ვა­რე­ბი დგე­ბი­ან. წარ­მა­ტე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნის დე­ტა­ლე­ბამ­დე დაშ­ლა და გა­შიფვ­რა, იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით, რომ შე­იძ­ლე­ბა მთლი­ა­ნი სუ­რა­თის და­ნახ­ვა გა­გი­ჭირ­დეთ.

ის ქალ­წუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ზედ­მე­ტად არი­ან მო­ცუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­თი და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ახერ­ხე­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბას, თუ სი­მა­მა­ცე ეყო­ფათ ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ხნით მა­ინც ავ­ტო­პი­ლოტ­ზე ჩარ­თონ და დი­ნე­ბას მიყ­ვნენ. უნდა ეცა­დოთ რა­ღა­ცე­ე­ბი "გა­ა­ტა­როთ", შე­ე­გუ­ოთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისე არ იქ­ნე­ბა, რო­გორც გსურთ და ყვე­ლა­ფერს ლო­გი­კუ­რად ვერ მიხ­ვდე­ბით. მი­ე­ცით თავს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა და ნუ შე­ჭამთ ამის გამო. ნუ დარ­დობთ ყვე­ლა­ფერ­ზე, ნუ გა­ნიც­დით. რა სა­ჭი­როა შვე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს იმა­ზე ფიქ­რი, რომ უამ­რა­ვი საქ­მე დაგ­ხვდე­ბათ სამ­სა­ხურ­ში? რას მოგ­ცემთ დარ­დი იმა­ზე, რომ მე­ი­ლებ­ზე გაქვთ პა­სუ­ხი გა­სა­ცე­მი, მა­შინ როცა ინ­ტერ­ნე­ტი არ გაქვთ? როცა ცუ­დად ხართ, კი­დევ უფრო მე­ტად არ­თუ­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ას ნერ­ვი­უ­ლო­ბი­თა და ფა­ცი­ფუ­ცით.

თქვენ არ გიყ­ვართ, როცა ვინ­მე მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, საქ­მის კე­თე­ბის პრო­ცეს­ში გხე­დავთ, თავ­და­ჯე­რე­ბა გაკ­ლი­ათ, თუმ­ცა როცა საქ­მე თქვენს ნაშ­რომს ეხე­ბა, სი­ა­მა­ყით ავ­სე­ბა­საც ახერ­ხებთ. მოკ­ლედ, იქ­ნებ არც იმ­ჩნევ­დეთ, მაგ­რამ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი მე­თო­დე­ბი სა­უ­კე­თე­სოა. ხში­რად არც ცდე­ბით.

ხართ ერ­თგუ­ლი, სხვე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. თქვენს პი­როვ­ნე­ბა­ში ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლო­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის უც­ნა­უ­რი შერ­წყმის გამო, ცოტა ცი­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბა მი­გიჩ­ნევ­დნენ. მოგ­წონთ კომ­პლი­მენ­ტე­ბი, თუმ­ცა ამით ვე­რა­ვინ მოგ­თაფ­ლავთ. თქვენ პა­ტი­ვის­ცე­მას და და­ფა­სე­ბას საქ­მით ითხოვთ და არა ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბით, რად­გან თა­ვა­დაც ასე გა­მო­ხა­ტავთ თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

მხოლოდ სისუფთავეზე შეშლილი, პედანტი ტიპაჟი გგონიათ? ძალიან ცდებით! -  აი, რა უნდა იცოდეთ ქალწულებზე სინამდვილეში

მხოლოდ სისუფთავეზე შეშლილი, პედანტი ტიპაჟი გგონიათ? ძალიან ცდებით! -  აი, რა უნდა იცოდეთ ქალწულებზე სინამდვილეში

ქალწულების შესახებ თუ ასტროლოგების მოსაზრება წაგიკითხავთ, შეამჩნევდით, რომ სისუფთავეზე შეშლილი, პედანტი ადამიანის ტიპაჟს ხატავენ, მაგრამ თანამედროვე ქალწულებს შორის ასეთი ტიპური შემთხვევა იშვიათად გვხვდება. ქალწულმა დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა, თუმცა უნდა ითქვას, რომ "წინაპრისგან" ბევრი თვისებაც შემორჩა. ის ძალიან შრომისმოყვარე, სწავლას მოწყურებული ინდივიდია, რომელსაც ყველაფრის საკეთებლად სჭირდება ინსტრუქცია და გამუდმებით საკუთარი თავის სრულყოფისკენ ისწრაფვის.

ერთი შეხედვით მოკრძალებული და მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას შეიძლება ტოვებდეთ, თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირულად. თავდაჭერილი ურთიერთობის საწყის ეტაპზე შეიძლება იყოთ, თორემ მერე, როცა მოშინაურდებით, ენას ვერ გაგაჩერებინებთ ადამიანი. მეტიც, "ენა რომ არ ჰქონდეს, ყვავი წაიღებდაო", გაგიგიათ გამონათქვამი?... თქვენთან კამათი არ ღირს, ნებისმიერს მიიმწყვდევთ კუთხეში.

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მეტს ქალწული შრომობს, თუმცა ძირითადად ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად დაუფასებელი საქმის კეთება უწევს – ეს არის მისი კარმული მისია. ტიპურ წარმომადგენლებში ხშირია "პატარა ადამიანის" კომპლექსით დაბადებული ტიპაჟები. არიან ისეთებიც მეორე უკიდურესობაში რომ ვარდებიან – "მაინც ვერ ვიღებ ვერანაირ შედეგს და რა აზრი აქვს რომ ვაკეთო? ისე მაინც არ გამოდის, როგორც მინდა და ხომ არ სჯობს საერთოდ მოვეშვა?".

ქალწულის ყველაზე ცუდ გამოვლინებაში ინდივიდი ჭირვეული, წუნია, მუდმივად უკმაყოფილო ხდება, გულქვა და მეწვრილმანე, წუწუნა და მშიშარა… სხვებს უყენებს იმ მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც თავადაც არ შეუძლია.

საუკეთესო ვერსიაში კი ყველაზე მეტი ამბიცია საკუთარ თავთან გექნებათ – მთავარია თვითონ იყოთ საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი და სხვებისთვის რამის მტკიცებას არ დაიწყებთ. ქალწულებს არც უყვართ სცენაზე დგომა და ყურადღების მიქცევა, თუ რუკაში ცეცხლის სტიქიის გავლენა არ არის გამოკვეთილი.

გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლითაც ხანდახან სულ ტყუილად იტანჯავთ თავს. ხშირ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა თავს დაირწმუნებთ მე არაფერ შუაში ვარო, მაინც განიცდით.

ქალწულები ვორკაჰოლიკებიც არიან, მაგრამ შეიძლება თქვენ ასეთი სულაც არ იყოთ. მიუხედავად ამისა, თუკი ჯგუფი რამეს აკეთებს და თქვენ ჩართული არ ხართ, მშვიდად ვერ იგრძნობთ თავს და თუნდაც თავზე გეყაროთ საქმეები, კიდევ შეიძლება რამეს წაეპოტინოთ, სხვას წააშველოთ ხელი, მერე კი ნევროზითა და გადაღლილობით დაიტანჯოთ.

გაქვთ პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, როცა ზუსტად იმ შედეგს ვერ იღებთ, რასაც გეგმავთ, საკუთარ თავს მიიჩნევთ არასრულყოფილად. იმდენად გაქვთ ეს თვისება ხასიათში გამჯდარი და იმდენად გეშინიათ იმის, რომ რაღაცას საკმარისად კარგად ვერ გააკეთებთ, შეიძლება თავსაც ირწმუნებდეთ, რომ თითქოს არ გადარდებთ, მაგრამ ეს საკუთარი თავის მოტყუების მცდელობა იქნება მხოლოდ. შინაგანად მაინც იღელვებთ და ინერვიულებთ ხოლმე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს – სხვების საქმის კეთებას მოეშვით, ერთი პროფესია აირჩიეთ და ეცადეთ იქ სრულყოთ საკუთარი თავი.

ხართ ძალიან ცნობისმოყვარე, გაქვთ მახვილი თვალი და დეტალების შემჩნევის უნარის წყალობით ადამიანების, საგნებისა თუ მოვლენების წაკითხვა შეგიძლიათ. მოგწონთ ანალიტიკური სამუშაო, თქვენი ტიპის ადამიანებისგან კარგი მკვლევარები დგებიან. წარმატებით შეგიძლიათ ნებისმიერი მოვლენის დეტალებამდე დაშლა და გაშიფვრა, იმდენად წარმატებით, რომ შეიძლება მთლიანი სურათის დანახვა გაგიჭირდეთ.

ის ქალწულები, რომლებიც ზედმეტად არიან მოცული მატერიალური სამყაროთი და ყოველდღიურობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ საკუთარი თავის გაცნობას, თუ სიმამაცე ეყოფათ ეს ყველაფერი ცოტა ხნით მაინც ავტოპილოტზე ჩართონ და დინებას მიყვნენ. უნდა ეცადოთ რაღაცეები "გაატაროთ", შეეგუოთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არ იქნება, როგორც გსურთ და ყველაფერს ლოგიკურად ვერ მიხვდებით. მიეცით თავს შეცდომების დაშვების უფლება და ნუ შეჭამთ ამის გამო. ნუ დარდობთ ყველაფერზე, ნუ განიცდით. რა საჭიროა შვებულებაში ყოფნის დროს იმაზე ფიქრი, რომ უამრავი საქმე დაგხვდებათ სამსახურში? რას მოგცემთ დარდი იმაზე, რომ მეილებზე გაქვთ პასუხი გასაცემი, მაშინ როცა ინტერნეტი არ გაქვთ? როცა ცუდად ხართ, კიდევ უფრო მეტად ართულებთ სიტუაციას ნერვიულობითა და ფაციფუცით.

თქვენ არ გიყვართ, როცა ვინმე მზადების პროცესში, საქმის კეთების პროცესში გხედავთ, თავდაჯერება გაკლიათ, თუმცა როცა საქმე თქვენს ნაშრომს ეხება, სიამაყით ავსებასაც ახერხებთ. მოკლედ, იქნებ არც იმჩნევდეთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენი მეთოდები საუკეთესოა. ხშირად არც ცდებით.

ხართ ერთგული, სხვებისთვის დახმარების ხელის გაწვდენაზე ორიენტირებული ადამიანი. თქვენს პიროვნებაში ინტელექტუალობისა და პრაქტიკულობის უცნაური შერწყმის გამო, ცოტა ცივადაც შეიძლება მიგიჩნევდნენ. მოგწონთ კომპლიმენტები, თუმცა ამით ვერავინ მოგთაფლავთ. თქვენ პატივისცემას და დაფასებას საქმით ითხოვთ და არა ცარიელი სიტყვებით, რადგან თავადაც ასე გამოხატავთ თავს.

"ლოცვა და საკურთხის გაკეთება სწორედ ახლაა კარგი" - რას გვირჩევს ასტროლოგი 9 და 10 ნოემბერს

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მერწყულებისთვის

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის