ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "საინტერესო ადამიანების გაცნობა და საჩუქრები გელით"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "საინტერესო ადამიანების გაცნობა და საჩუქრები გელით"

განმარტოება და ხმაურიანი შეკრებისგან შორს ყოფნა მოგინდებათ. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას, გამონახეთ დრო თვითგანვითარებისთვის. განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით. უბრალოდ, ამინდი დათბება და თქვენც უკეთ იგრძნობთ თავს. გაგიუმჯობესდებათ განწყობა. მანდილოსნების უმეტესობას არ მოუნდება მშობლიური კედლების დატოვება. მეტ დროს დაუთმობთ შემოქმედებას და საოჯახო საქმეების შესრულებას.

მეტი მხარდაჭერა გამოხატეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას საჭიროებს. იყავით კეთილი უცნობებისთვისაც კი, მაგრამ მათ საკეთილდღეოდ ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. თვის ბოლოს შეიძლება ხალხის მასაში გარევამ მორალური დისკომფორტი მოგიტანოთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ყველაზე მშვიდად და ბედნიერად თავს შინ იგრძნობთ. შეიძლება სიმპათიურ ადამიანთან პაემანზეც არ მოგინდეთ წასვლა. შეიძლება გამოჩნდეს თქვენი ყოფილი შეყვარებული. ეს იმდენად სერიოზული ურთიერთობა იქნება, რომ შეიძლება დაქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. თუ თქვენი გული დაკავებულია, მოერიდეთ საიდუმლო რომანის გაბმას. განსაკუთრებით დაქორწინებულებს არ გირჩევთ მეუღლის ღალატს.

პარტნიორთან და მეზობლებთან დაძაბული ურთიერთობის გამო, შეიძლება შუა თვეში მშობლიური კედლების დატოვება გადაწყვიტოთ. კონფლიქტს ვერ აიცილებთ, თუ საქმე გაქვთ მორიელთან, მშვილდოსანთან ან თხის რქასთან.

დაქორწინებულების ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს, თუ პარტნიორი არ გამოავლენს ეგოიზმს, უხეშობას და არ იქნება ზედმეტად მომთხოვნი. ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ თევზებთან და ჰაერის ნიშნების წარმომადგენლებთან. სწორედ მათ გვერდით იგრძნობთ თავს მშვიდად და ხალისიანად.

მარტოხელები საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი მომხიბვლელობა და დახვეწილი მანერები შეუმჩნეველი არავის დარჩება. მარტში საინტერესო ადამიანების გაცნობა და საჩუქრები გელით.

მარტი კარგი თვეა არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ურთიერთობის გასასერიოზულებლად. რომანიკული ნაცნობობა ნიშნობით დაგვირგვინდება და ქორწინებასაც ნუ გადადებთ შორეული მომავლისთვის. ამ გადაწყვეტილებას არ ინანებთ.

  • სამსახური და ფინანსები

დიდ და სარფიან პროექტებზე მოგინდებათ მუშაობა, მაგრამ გარშემო მყოფებისგან ფარულად. შრომა ინდივიდუალურად ჯობია, კოლექტური საქმიანობა შესაბამის შედეგს არ მოგიტანთ. მოემზადეთ, მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც ადრე საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ. მან შეიძლება თანამშრომლობის განახლება შემოგთვაზოთ.

მარტი კარგი თვეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ნუ ეცდებით, რომ ორ კურდღელს ერთდროულად გაეკიდოთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. თვის ბოლოს ენერგიისა და ძალების მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, წარმატებულად დაასრულოთ დაწყებული პროექტები. ზოგიერთი გარისკავს და გახსნის თავის საქმეს. ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

  • ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში განწყობა გაგიუმჯობესდებათ, თვის ბოლოს ფიზიკურადაც მოძლიერდებით. მაგრამ მაინც უნდა მოერიდოთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. ვარჯიშები ნელ-ნელა გაართულეთ. თვის ბოლოს უარი თქვით მეტიკამენტებით მკურნალობაზე, რათა არ გახდეთ მათზე დამოკიდებული. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მკურნალობისთვის ხალხურ მეთოდებს მიმართეთ. სირთულეები არ გელით, მთავარია, ჰიპერტონიკებმა აკონტროლოთ თავი და წნევის ცვალებადობა. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას და მოგზაურობის დაწყებას.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 7, 15, 26.

­ მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 9, 14, 23.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ"

რომელი ფრაზა უყვარს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით