ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ"

ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოთ, რომ საზოგადოებას საკუთარი თავი საუკეთესოდ გააცნოთ. გამონახეთ დრო, რათა წარმართოთ დიალოგი, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

თვის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გამოასწორებთ დამოკიდებულებას მათთანაც კი, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ და სარგებელსაც ნახავთ. დააკვირდით ინფორმაციას, რომელიც თქვენთან სხვადასხვა გზით მოდის, ეცადეთ, გადაამოწმოთ ყველა ნიუანსი. საქმეებით დატვირთული დღეების შემდეგ გირჩევთ, უქმეები ქალაქგარეთ გაატაროთ. ნუ აჩქარდებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებსისას აგრეთვე, ნუ შეიძენთ ავტომობილს, ძვირად ღირებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. განსაკუთრებით, შუა თვეში, ფულის დაკარგვის მეტს ვერაფერს მიიღებთ.

თვის ბოლოს ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ პოზიტიურზე გაამახვილოთ. ზოგიერთ მოვლენაზე მინიშნება შეიძლება სიზმარშიც კი მიიღოთ. მოძლიერდებით და საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრება.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

გაგიუმჯობესდეებათ დამოკიდებულება ახლობლებთან. თქვენი ურთიერთობა უფრო თბილი გახდება და ნდობითაც განიმსჭვალებით საყვარელი ადამიანის მიმართაც. მასთან გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ გაერკვეთ საკუთარ თავში, შეაფასოთ და დააფასოთ ერთმანეთი. მარტოხელა ქალი მორიელები სასიყვარულო პარტნიორს მეგობრებს შორის ამოირჩევენ. რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება საქმიანი პარტნიორის მიმართაც გაგიჩნდეთ.

ზოგიერთი საყვარელ ადამიანთან დისტანციის დაცვას გადაწყვეტს. განსაკუთრებით, თუ თქვენი პარტნიორი მერწყული ან თევზებია. დაქორწინებულებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მეუღლე მათ ნდობას არ იმსახურებს და მხოლოდ გამოყენების მიზნით არიან ერთად. ზოგიერთს ღალატისკენ გაუწევს გული. განსაკუთრებით, თუ სიმპათია ქალწულის ან თხის რქის მიმართ გაქვთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას დაქორწინებულ ადამიანთან. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გასტანს ან სიხარულის მომტანი იქნება, უფრო ინტერესის, ჟინის დაკმაყოფილების.

შუა თვეში მეტად მოგეძალებათ შინ ყოფნის სურვილი. შეიძლება მეგობრობა გააბათ მიმოწერით და სრულიად უცხო ადამიანს მოუყვეთ საყვარელ ადამიანთან თქვენს დამოკიდებულებაზე.

  • სამსახური და ფინანსები

საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული თვე გელით. თქვენი ცხოვრება შემდეგი სცენარით განვითარდება: “მოვედი, ვნახე, დავიპყარი“. ამ მიდგომით უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ. სამსახურში თქვენი წარმატება უფროსს შეუმჩნეველი არ დარჩება და შეიძლება დაგაწინაუროთ ან ხელფასი მოგიმატონ, ბონუსი ან პრემია მიიღოთ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები საიმედო პარტნიორებთან ერთად განახორციელოთ. მარტოს ყველაფრის გაკეთება და გაკონტროლება გაგჭირდებათ. ზოგიერთს ძალაუფლება და ლიდერობა მოგინდებათ, ზოგსაც - საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბება.

მარტში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მეგობრები. მათი დახმარებით შეძლებთ სამსახურის შეცვლას. ფინანსური დახმარების მიღებას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს, რომლებთანაც ადრე კარგი დამოკიდებულება გქონდათ.

  • ჯანმრთელობა

მარტის დასაწყისში სერიოზული დაავადებები არ გელით. მოსალოდნელია აპათია, ესეც იმის გამო, რომ ზედმეტად გადაღლილი ხართ. სასურველია, ჩაეწეროთ ფიტნესზე, განაახლოთ სიარული სპორტ დარბაზში. შეამცირეთ სპირტიანი სასმელების მიღება, ალკოჰოლი აგრესიულს გაგხდით და გამორიცხული არაა, ნასვამმა ტრავმაც კი მიიღოთ. მოერიდეთ წვეულებებზე სიარულს, განსაკუთრებით, სადაც თქვენთვის უცხო ადამიანები იქნებიან.

შუა თვეში დაგროვილი საქმეებისა და ვალდებულებების გამო, მოგემატებათ თავის ტკივილი. იმისათვის, რომ მიგრენი ქრონიკულში არ გადაგეზარდოთ, მეტად დაისვენეთ, უქმეები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. სასურველ შედეგს მოგიტანთ ოჯახის წევრებთან ან სანდო მეგობართან (ვისაც ასეთად მიიჩნევთ), გულახდილი საუბარი.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 5, 9, 19, 27

­ მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 3, 16, 24

რომელი ფრაზა უყვარს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის - "საინტერესო მოვლენებით დატვირთული თვე გელით"