ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის დიდ ნაწილს მიმოსვლებში, ნათესავებთან, მეზობლებთან შეხვედრებში გაატარებთ. გახშირდება გადაადგილება ახლო მანძილზე. აგრეთვე გახშირდება კომუნიკაცია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან. კარგი თვე ელით კომუნკაციის სფეროს წარმომადგენლებს, აგენტებს, ჟურნალისტებს, რიელტორებს, მწერლებს, მსახიობებს. იქნებით ახალი იდეებთ აღსავსე. ერთი სიტყვით, მაისში უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ შესასრულებელი და მგზავრობებიც გახშირდება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

შუა მაისიდან დაუთმეთ დრო საოჯახო საქმეებს, შეიძლება ზოგიერთს სახლიდან მოგიწიოთ მუშაობა. შეიძლება გადაწყვიტოთ ბავშვებისთვის შინაურული განათლების მიცემა. ჩართოთ ისინი საოჯახო საქმეებში. ზოგიერთი ნათესავების დახმარებით შეძლებს საოჯახო ბიზნესის დაწყებას ან უკვე არსებულის განვითარებას. თუ რამე მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ გადასაწყვეტი, მოაწყვეთ ოჯახური თათბირი.

ფული და სიყვარული

თუ თვის დასაწყისში მგზავრობისა და კონტაქტებისთვის იქნებით მზად თვის ბოლოს შეიძლება შინ მიიპატიჟოთ მეგობრები. თვის დასაწყისში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა უფრო გაასერიოზულოთ და თქვენი შეყვარებული ოჯახის წევრებსაც კი გააცნოთ. შინ მოგინდებათ კომფორტის შექმნა, საოჯახო პირობების გაუმჯობესება. თვის ბოლოს კარგი შანსი გეძლევათ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მეტად ჰარმონიული გახადოთ მათთან ურთიერთობა. დაქორწინებულებმა მეუღლეს შინაურული რომანტიკული საღამოები მოუწყვეთ.

ჯანმრთელობა

გამონახეთ დრო შემოქმდებითი იდეების განსახორციელებლად. მეტად მოგინდებათ თქვენი თავის წარმოჩენა. მაისი ის თვეა, როცა ის საქმე უნდა აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. გამონახეთ დრო ცხოვრების გასარომანტიკულებლად, მზად იყავით სიამოვნების მიღებისთვის.

11 მაისის შემდეგ გახშირდება მიმოსვლები ახლო მანძილზე, შეხვედრები ნათესავებთან. შეიძლება მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რასაც დიდი ხანია ელოდით. მაისში გამონახეთ დრო წიგნების კითხვისთვის, ჩაეწერეთ ახალ სასწავლო კურსებზე.

26 მაისის შემდეგ მეტად გააქტიურდებით სოციალურად. შეიძლება შეგეცვალოთ კიდეც სოციალური სტატუსი. გადახვიდეთ ახალ თანამდებობაზე ან კომფორტულ ბინაში. საქმეების პარალელურად ნუ დაივიწყებთ დასვენებასაც.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული, ჯანმრთელობა და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის