ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

პარტნიორული ურთიერთობები გახდება აქტუალური - საქმიანიც და სასიყვარულოც. შეიძლება მათ დაუთმოთ მეტი ყურადღება ან ისე მოიქცეთ, როგორც მათთვის იქნება უკეთესი. გირჩევთ, გაერთიანდეთ და ერთიანი ძალებით იმოქმედოთ, თქვენი წარმატებისთვის. ზოგჯერ მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც გსურდათ. მაისში დაკვირვებული უნდა იყოთ, გაარკვიოთ, ვისთან გაქვთ კონფლიქტი, რა მიზეზით და მშვიდობიანად მოაგვაროთ. იყავით მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. გამონახეთ დრო თვითრეალიზებისთვის.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში ინტუიციის, დედუქციური შესაძლებლობებისა და ცნობისმოყვარეობის გამძაფრებას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ, საქმეების მოგვარებაში. მაისი ის თვეა, როცა არსებული ცოდნა არასაკმარისი აღმოჩნდება და დამატებითის მიღება გახდება საჭირო. შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულება ზოგიერთ საკითხზე. მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია, ცოდნა, ფული. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყველაფერი ფარულისა და მიღმისეულისადმი.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში სიყვარულისთვის უნდა მოიცალოთ. გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იყოთ რომანტიკული. მარტოხელებმა უნდა გამოავლინოთ ინიციატივა და გაიცნოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი. თვის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ და მრავალფეროვანი გახდება თქვენი სექსუალური ცხოვრება. ზოგიერთის პარტნიორს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა და თქვენც ისარგებლებთ მისი ფულით. ამასთან, თქვენ არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, სასიყვარულო სამკუთხედში ჩართვას.

ჯანმრთელობა

მოგინდებათ ქალაქგარეთ მოგზაურობა, უცხო ენების შესწავლა, საინტერესო ადამიანებთან საუბარი, თვალსაწიერის გაფართოება. მოერიდეთ სხვებისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნება დაკავშირებულია სტრესთან, გამოუძინებლობასთან. ისწავლეთ მოდუნება.

11 მაისის შემდეგ უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ზოგადად, გარშემო მყოფებთან. ახლობლებს შეიძლება თქვენი ყურადღება, მზრუნველობა დასჭირდეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობა გელით.

26 მაისის შემდეგ მოგინდებათ პირადი ქონების, ფულის დაგროვება. ან შეძლება შეიძინოთ ნივთი, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდით ფულს. შეიძლება გაისტუმროთ ვალი, დაფაროთ კრედიტი.

ვინ მიიღებს უეცარ ფულს ან ვის ეწვევა ახალი სიყვარული - მაისის პროგნოზი ახალმთვარეობის მიხედვით

11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და როგორია ერთთვიანი პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

დაბნელებების დერეფანი და ახალმთვარეობა - მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არ უნდა გამოგრჩეთ