მეტი დრო უნდა გაატაროთ შინ, დაკავდეთ ოჯახური საქმეებით, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მეტად დაიცავით თქვენი ნათესავების უფლებები. ახლობლები დაგაფასებენ, თუ შეიყვარებთ და იზრუნებთ მათზე. განაახლეთ ოჯახური ტრადიცია ან მოაწყვეთ ოჯახური სადილი და ერთად შეკრიბეთ მთელი ნათესაობა.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
შემოქმედებით განწყობაზე იქნებით, მოგინდებათ ახალი იდეების განხორციელება. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის დროსაც კი გამოავლინეთ იუმორის გრძნობა რთულ სიტუაციას განმუხტავთ. მოერიდეთ სხვებისთვის ჭკუის დარიგებას. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალი პროექტები. მოგინდებათ კონკურენტებთან გაბრძოლება და მათზე გამარჯვება.
ფული და სიყვარული
გაგიუმჯობესდეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. უფრო თბილი და რომანტიკული გახდებით მის მიმართ. მოგინდებათ რომანტიკული საღამოების მოწყობა. თვის ბოლოსკენ მოიმატებს სასიყვარულო თავგადასავების, ფლირტის სურვილი. დაწყვილებულებსაც კი მოგინდებათ სიყვარულში ცვლილებები. მარტოხელებს გაქვთ შანსი გაიცნოთ საინტერესო ადამიანი.
ჯანმრთელობა
წვრილ-წვრილი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სამსახურში, კოლეგებთან. შეიძლება სხვების საქმეების შესრულებამაც კი მოგიწიოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, შეეხმიანეთ მკურნალ ექიმს. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობა.
11 მაისის შემდეგ შეიძლება სახლიდან მოგიწიოთ მუშაობამ ან საოჯახო საქმეებში ჩაერთოთ აქტიურად. განაახლეთ ავეჯი, ჩაატარეთ კოსმეტიკური რემონტი. ზოგიერთს შეიძლება მოგინდეთ ბინის მეტად დაცვა.
26 მაისის შემდეგ გადახედეთ სამომავლო მიზნებს, იდეებს. განახორციელეთ ისეთები, რაც მეტ სიკეთეს, მატერიალურ მდგომარეობას მოგიტანთ. ხშირად შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს. ზოგიერთი იდეა შეიძლება მეგობრებთან ერთად განახორციელოთ.