სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურდღლის წელი მოდის: 2023 წლის ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა და პროგნოზი ზოდიაქოს აღმოსავლური ნიშნებისთვის
კურდღლის წელი მოდის: 2023 წლის ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა და პროგნოზი ზოდიაქოს აღმოსავლური ნიშნებისთვის

აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ით 2023 წლის მმარ­თვე­ლი კურ­დღე­ლი იქ­ნე­ბა (აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის ზო­გი­ერთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში კურ­დღლის ნაც­ვლად კა­ტის სიმ­ბო­ლოა). ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით წყლის ლურ­ჯი კურ­დღლის წელი 2023 წლის 22 იან­ვარს 00:45-ზე დად­გე­ბა. ჩი­ნეთ­ში კა­ტას ენერ­გი­ი­სა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის, ში­ნა­გა­ნი და სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის მა­კავ­ში­რე­ბელ სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ. კურ­დღე­ლი კი მა­გი­ურ ცხო­ვე­ლად ჰყავთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ის არის ოჯა­ხის, ბავ­შვე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ბო­ლო. კურ­დღლის წელს ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­აქვს ცოლ­ქმრულ ცხოვ­რე­ბა­ში. კა­ტის წელს უფრო ვი­ეტ­ნამ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ და ჩვენ­თვი­საც უფრო ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლად ით­ვლე­ბა. კურ­დღელს უყ­ვარს იმ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია მი­ღე­ბუ­ლი. სურს, ისე იყოს, რო­გორც მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა. მას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს. კა­ტაც თა­ვის ჭკუ­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლია. მას ახა­სი­ა­თებს მა­გი­უ­რო­ბა, არის ფან­ტა­ზი­ე­ბი­სა და ძი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი. მიჩ­ნე­უ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის განმკურ­ნებ­ლად. ამას­თან, ცრურ­წმე­ნე­ბის გამო, შავი ფე­რის კა­ტას გა­ურ­ბი­ან. 2023 წელს და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია.

2023 წელი მოგ­ვი­ტანს მშვი­დო­ბას და ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბას. ბო­ბო­ქა­რი და აქ­ტი­უ­რი ვე­ფხვის წლის შემ­დეგ სამ­ყა­რო და­წყნარ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აღ­დგე­ნა, დას­ვე­ნე­ბა რუ­ტი­ნის­გან. გახ­შირ­დე­ბა ოჯა­ხუ­რი და ნა­თე­სა­უ­რი შეკ­რე­ბე­ბი. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ოჯა­ხი და სიყ­ვა­რუ­ლი

მშვი­დი კურ­დღლის ენერ­გე­ტი­კა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. პარტნი­ო­რებს შო­რის მო­ი­მა­ტებს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, რო­მან­ტი­კა, ჰარ­მო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად, არ­სე­ბუ­ლის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ის, რა­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი ჩა­ი­ფიქ­რე­ბენ, აუს­რულ­დე­ბათ. ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით შეძ­ლე­ბენ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ზე, უმე­ტე­სო­ბას მო­უნ­დე­ბა იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ფე­ნა. მთა­ვა­რია, გულ­წრფე­ლი იყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და პარტნი­ო­რის მი­მართ. შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად თა­ნა­არ­სე­ბობ­დეთ. გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც კი, სა­დაც გრძნო­ბე­ბი მი­ნავ­ლე­ბუ­ლი იყო. უფრო მე­ტიც, მიხ­ვდე­ბით, რა გჭირ­დე­ბათ ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბის­თვის და სა­სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რი­ის უკე­თე­სად გაგ­რძლე­ბის­თვის.

კა­რი­ე­რა და ბიზ­ნე­სი

კურ­დღლის წელი კო­მერ­სან­ტებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის უამ­რავ შანსს გპირ­დე­ბათ, მთა­ვა­რია, მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლა არ გა­აგ­რძე­ლოთ და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოთ საქ­მე­ებ­ში. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ კარ­გი შან­სე­ბი არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან. ნუ გექ­ნე­ბათ იმის იმე­დი, რომ თქვენს საქ­მეს სხვა გა­ა­კე­თებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, თუ პარტნი­ო­რი სა­ი­მე­დო იქ­ნე­ბა. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სა­რის­კო და მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებ­თან შე­ჭი­დე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცოდ­ნა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. სა­სურ­ვე­ლია, თი­თო­ე­უ­ლი მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი გათ­ვლი­ლი, საქ­მე­ე­ბი კი დე­ტა­ლუ­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი გქონ­დეთ. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა ისეთ სფე­რო­ებს რო­გო­რე­ბი­ცაა: მო­დის ინ­დუსტრია, სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა კო­ლექ­ტივ­ში, ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რის გვერ­დით მუ­შა­ო­ბა, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლად.

ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს აღ­მო­სავ­ლუ­რი ნიშ­ნე­ბის­თვის:

კატა/კურ­დღე­ლი

მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ მო­გი­წევთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კურ­დღე­ლი (კატა) თქვე­ნი წლის მმარ­თვე­ლის წე­ლია, წარ­მა­ტე­ბის­თვის გარ­ჯა მო­გი­წევთ. მო­გინ­დე­ბათ გა­ნახ­ლე­ბა, ძა­ლე­ბის ახალ სფე­რო­ში მო­სინ­ჯვა. და­ფიქ­რე­ბუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ და ყვე­ლა მი­ზანს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. იან­ვრი­დან შუა ზა­ფხუ­ლამ­დე მი­ი­ღებთ პერ­სპექ­ტი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. ეს შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხურ­საც, მივ­ლი­ნე­ბა­საც, საქ­მი­ან ნაც­ნო­ბო­ბა­საც და მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ და­ქორ­წი­ნე­ბას, წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ ფი­ნან­სურ თე­მა­ში, და­იბ­რუ­ნებთ ვა­ლებს, მი­ი­ღებთ დი­ვი­დენ­დებს. გახ­შირ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, მივ­ლი­ნე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა.

ვირ­თხა

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ან სამ­სა­ხუ­რის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ გე­ლო­დე­ბათ. 2023 წელი საკ­მა­რი­სად მშვი­დი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი გექ­ნე­ბათ და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლა­დაც დაგ­რჩე­ბათ დრო. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. ნუ ეც­დე­ბით ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა საქ­მის შეს­რუ­ლე­ბას და ყვე­ლა პრო­ექ­ტში ჩარ­თვას, იყა­ვით თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, არ გა­ამ­ხი­ლოთ იდე­ე­ბი, მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი, სა­ნამ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მო­ი­მა­ტებს კონ­კუ­რენ­ცია და მო­შურ­ნე­ე­ბიც გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან. მარ­თა­ლია, თქვენ­ში სიბ­რძნე უფრო მე­ტია, ვიდ­რე აზარ­ტუ­ლო­ბა, მაგ­რამ მა­ინც გირ­ჩევთ, რომ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­აღ­წი­ოთ თავი. ივ­ლი­სი-დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია საქ­მი­ან სფე­რო­სა და ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუმ­ცა, წლის ბო­ლოს­თვის ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.

ხარი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და იღ­ბლი­ა­ნი წელი გე­ლო­დე­ბათ. ნა­ყო­ფი­ე­რი - შე­მოქ­მე­დე­ბით ნიშ­ნე­ბის­თვის. იან­ვარ-ივ­ლის­ში უამ­რავ მსხვილ და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან და საქ­მი­ან პრო­ექ­ტებ­თან. მო­ე­რი­დეთ კა­მათს, სირ­თუ­ლე­ებს. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, მი­აღ­წი­ოთ იმ სი­მაღ­ლე­ებს, რის­კე­ნაც ის­წრაფ­ვით. სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა, თუ მი­უბ­რუნ­დე­ბით გა­და­დე­ბულ პრო­ექ­ტებს, პრობ­ლე­მებს და და­ას­რუ­ლებთ, სწო­რედ ისი­ნი მო­გი­ტანთ წარ­მა­ტე­ბას წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. უფრო მე­ტიც, ფუ­ლის ხარ­ჯვა­ში, სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ში შე­ფერ­ხე­ბა არ გექ­ნე­ბათ. მთა­ვა­რია, დრო­უ­ლად და­აბ­რუ­ნოთ ვა­ლე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან - ოჯა­ხის წევ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან.

ვე­ფხვი

სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე წელი გე­ლო­დე­ბათ. წარ­მა­ტე­ბა - პრო­ფე­სი­ა­ში, ფი­ნან­სურ თე­მა­ში. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი იჯ­დეთ, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ და ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბი მო­ი­ფიქ­როთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი და თემა წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­აგ­ვა­რეთ. ნუ გგო­ნი­ათ, რომ წარ­მა­ტე­ბის­კენ სა­ვალ გზა­ზე წი­ნა­ღო­ბე­ბი არ გექ­ნე­ბათ, გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ ეს მოგ­ცემთ გაზ­რდის, გან­ვი­თა­რე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბა­დია. თუმ­ცა, არა მო­მენ­ტა­ლუ­რად. ნუ და­ე­ლო­დე­ბით სხვის­გან დახ­მა­რე­ბას, სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­ხმა­რე თა­ვად უნდა იყოთ. დე­კემ­ბრის ბო­ლოს­კენ კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვით და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით.

ცხე­ნი

წელი შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბით, საქ­მე­ებ­ში მცი­რე შე­ფერ­ხე­ბე­ბით და­ი­წყოს, გარ­თულ­დეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე კონ­კუ­რენ­ტებ­თან. ცვლი­ლე­ბე­ბი სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად აი­სა­ხოს თქვენს გეგ­მა­ზე - მო­სა­ლოდ­ნე­ლია სამ­სა­ხუ­რის შეც­ვლა ან არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ტო­ვე­ბა. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ წელს მე­ტად და­ის­ვე­ნებთ, გა­მო­ნა­ხავთ დროს მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან გრან­დი­ო­ზულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ ვაჭ­რო­ბის, მომ­სა­ხუ­რე­ბის, მარ­კე­ტინ­გის და პე­და­გო­გი­კის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა: მარ­ტო­ხე­ლე­ბი შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც მო­გინ­დე­ბათ და­ო­ჯა­ხე­ბა და შვი­ლის გა­ჩე­ნა. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ ივ­ლი­სი­დან-დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, ამ პე­რი­ოდ­ში უნდა აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი კომ­პა­ნი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

თხა

ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მო­გე­მა­ტე­ბათ, კურ­დღე­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას კა­რი­ე­რა­ში, მო­ხიბ­ლოთ ის, ვის მი­მარ­თაც არ ხართ გულ­გრი­ლი. ერ­თდერ­თი, რა­საც გირ­ჩევთ, მო­თო­კოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და აფეთ­ქე­ბე­ბის დრო არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი. სხვა­თა შო­რის, მარ­ტო­ხე­ლებ­მა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის დროს გა­ა­ბათ. აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ნერ­ვი­უ­ლო­ბა და სტრე­სი შე­ამ­ცი­რეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ემო­ცი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რე ხართ. წლის ბო­ლოს გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან.

მა­ი­მუ­ნი

ნა­ყო­ფი­ე­რი წელი გე­ლო­დე­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ და არც მოგ­ზა­უ­რო­ბას და­იკ­ლებთ. შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გრა­ფი­კი, რათა ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წროთ. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ თა­ნა­მო­აზ­რე­თა ჯგუფ­თან ერ­თად იმუ­შა­ვებთ. შე­მოდ­გო­მა­ზე კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, და­წი­ნა­უ­რე­ბა გე­ლო­დე­ბათ. მთა­ვა­რია, მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვოთ, გა­მო­ა­ჩი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და მოთ­მი­ნე­ბა იქ, სა­დაც სა­ჭი­როა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ; გა­ა­ფორ­მებთ სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ჩა­ერ­თვე­ბით მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებ­ში, სა­დაც წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ.

დრა­კო­ნი

კურ­დღე­ლის წელი არ იქ­ნე­ბა ისე­თი რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი, რო­გო­რიც ვე­ფხვის იყო. და­ი­სად­გუ­რებს სიშ­ვი­დე, სა­კა­მა­თო თე­მე­ბიც აღ­მო­ი­ფხვრე­ბა. მო­ი­მა­ტებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას მე­ტად ნა­თელ ფე­რებ­ში შე­ხე­დავთ. ის­წავ­ლით ემო­ცი­ე­ბის კონ­ტროლს. ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და­ი­სად­გუ­რებს მე­უღ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შე­უ­რიგ­დე­ბით თქვენ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ მე­გობ­რებს. სა­სურ­ვე­ლია, მე­ტად იზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. მცი­რე სიმპტომ­საც კი ნუ და­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ. შვე­ბუ­ლე­ბა და უცხო­ე­თი მოგ­ზა­უ­რო­ბა და­გეგ­მეთ შე­მოდ­გო­მა­ზე. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­ა­ნა­ლი­ზეთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ი­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერ უსარ­გებ­ლოს. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით იმის­გან, რაც ხელს გიშ­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვის­ზეც ემო­ცი­უ­რად ხართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

გვე­ლი

მო­ემ­ზა­დეთ, 2023 წელს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გე­ლით წარ­მა­ტე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებს. მო­გე­ცე­მათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის, არ­სე­ბუ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას; ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი­სად­მი. ზა­ფხუ­ლის ბო­ლო­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, რომ და­ი­წყოთ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი გარ­შე­მო მყო­ფებ­ში, პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. ზო­გი­ერთს გე­ლო­დე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბა, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი თა­ნამ­დე­ბო­ბა.

მა­მა­ლი

ეგო­ის­ტუ­რო­ბი­სა და პე­დან­ტიზ­მის­გან თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით, 2023 წელი უკე­თე­სი გექ­ნე­ბათ. ეს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ახა­ლი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად. უნდა შეძ­ლოთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწრა­ფი ადაპ­ტა­ცია, უნდა აით­ვი­სოთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მე­ტად უნდა გა­თა­ნა­მედ­როვ­დეთ. იან­ვარ-ივ­ლის­ში გაფრ­თხილ­დით ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას, გა­და­რი­ცხვე­ბი­სას. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბებ­ში, ავან­ტი­უ­რა­სა და მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გახ­სოვ­დეთ, რომ კონ­კუ­რენ­ტებს არ სძი­ნავთ და თქვე­ნი ერთი არას­წო­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი მათი გა­მარ­ჯვე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. აგ­ვის­ტო­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ფრთხი­ლად იყა­ვით საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. მათ შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნი არ გა­გი­კე­თონ, რა­საც დაგ­პირ­დე­ბი­ან; ნუ შე­იქ­მნით ილუ­ზი­ებს. უმ­ჯო­ბე­სია, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი გქონ­დეთ. ენ­დეთ მათ, ვი­საც თქვენ­თვის არას­დროს უღა­ლა­ტია.

ძაღ­ლი

წლის და­სა­წყის­ში­ვე და­ი­სა­ხეთ მიზ­ნე­ბი, ჩა­მო­წე­რეთ საქ­მე­ე­ბი, რა­შიც გსურთ გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­წე­ვა. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ნუ გა­და­უხ­ვევთ არ­ჩე­უ­ლი გზი­დან; ნუ მი­ა­ტო­ვებთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას და­აკ­ვირ­დით დე­ტა­ლებს. იან­ვრი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ კა­რი­ე­რა­სა და ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას. ნუ მოც­დე­ბით არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მე­ებ­ზე, იყა­ვით მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში. მო­გე­ცე­მათ შან­სი, რომ მი­აღ­წი­ოთ გა­მარ­ჯვე­ბის მწვერ­ვალს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ვე­ყო­ფი­ლი იყოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყურს და­უგ­დებთ გა­მოც­დილ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს. უყუ­რა­დღე­ბოდ ნუ მი­ა­ტო­ვებთ ნა­თე­სა­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ტახი

მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე ზრუნ­ვას. წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც; გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ ხართ. კურ­დღე­ლი გირ­ჩევთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც ადრე ერ­თად მუ­შა­ო­ბით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ამ უკა­ნას­კნე­ლებ­თან მო­გი­წი­ოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და­კავ­ში­რე­ბამ იყა­ვით მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. ივ­ლი­სი­დან მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, არ­სე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბა და და­წყვი­ლე­ბა, ახალ სამ­სა­ხურ­ში გა­დას­ვლა ან და­წი­ნა­უ­რე­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

კურდღლის წელი მოდის: 2023 წლის ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა და პროგნოზი ზოდიაქოს აღმოსავლური ნიშნებისთვის

კურდღლის წელი მოდის: 2023 წლის ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა და პროგნოზი ზოდიაქოს აღმოსავლური ნიშნებისთვის

აღმოსავლური ასტროლოგიით 2023 წლის მმართველი კურდღელი იქნება (აღმოსავლური ასტროლოგიის ზოგიერთ მიმდინარეობაში კურდღლის ნაცვლად კატის სიმბოლოა). ჩინური კალენდრის მიხედვით წყლის ლურჯი კურდღლის წელი 2023 წლის 22 იანვარს 00:45-ზე დადგება. ჩინეთში კატას ენერგიისა და ხანგრძლივი სიცოცხლის, შინაგანი და სულიერი ძალების მაკავშირებელ სიმბოლოდ მიიჩნევენ. კურდღელი კი მაგიურ ცხოველად ჰყავთ წარმოდგენილი. ის არის ოჯახის, ბავშვებისა და შემოქმედების სიმბოლო. კურდღლის წელს ბედნიერება მოაქვს ცოლქმრულ ცხოვრებაში. კატის წელს უფრო ვიეტნამში აღნიშნავენ და ჩვენთვისაც უფრო შინაურ ცხოველად ითვლება. კურდღელს უყვარს იმ წესების დარღვევა, რაც საზოგადოებაშია მიღებული. სურს, ისე იყოს, როგორც მოეპრიანება. მას თავისი წესები აქვს. კატაც თავის ჭკუაზე მცხოვრები ცხოველია. მას ახასიათებს მაგიურობა, არის ფანტაზიებისა და ძილის მოყვარული. მიჩნეულია ადამიანური დაავადებების განმკურნებლად. ამასთან, ცრურწმენების გამო, შავი ფერის კატას გაურბიან. 2023 წელს დაბადებულ ადამიანს განსაკუთრებულად ექნება განვითარებული ინტუიცია.

2023 წელი მოგვიტანს მშვიდობას და ჰარმონიულობას. ბობოქარი და აქტიური ვეფხვის წლის შემდეგ სამყარო დაწყნარდება. ადამიანებს მოუნდებათ ფსიქოლოგიური აღდგენა, დასვენება რუტინისგან. გახშირდება ოჯახური და ნათესაური შეკრებები. საუკეთესო წელია ქორწინებისა და შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.

ოჯახი და სიყვარული

მშვიდი კურდღლის ენერგეტიკა დადებითად მოქმედებს პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. პარტნიორებს შორის მოიმატებს ურთიერთგაგება, რომანტიკა, ჰარმონია ურთიერთობაში. საუკეთესო წელია ქორწინებისთვის. აგრეთვე საოჯახო ბიზნესის დასაწყებად, არსებულის გასაფართოებლად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ის, რასაც შეყვარებული წყვილები ჩაიფიქრებენ, აუსრულდებათ. ურთიერთშეთანხმებით შეძლებენ სირთულეების გადალახვას. იყავით მომართული პოზიტიური ემოციების გამოვლენაზე, უმეტესობას მოუნდება იდეალური ოჯახური ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოფენა. მთავარია, გულწრფელი იყოთ საკუთარი თავის და პარტნიორის მიმართ. შეხმატკბილებულად თანაარსებობდეთ. გაუმჯობესდება ის ურთიერთობებიც კი, სადაც გრძნობები მინავლებული იყო. უფრო მეტიც, მიხვდებით, რა გჭირდებათ ჰარმონიული თანაარსებობისთვის და სასიყვარული ისტორიის უკეთესად გაგრძლებისთვის.

კარიერა და ბიზნესი

კურდღლის წელი კომერსანტებს წარმატების მიღწევის უამრავ შანსს გპირდებათ, მთავარია, მხართეძოზე წამოწოლა არ გააგრძელოთ და აქტიურად ჩაერთოთ საქმეებში. იყავით დაკვირვებული, რომ კარგი შანსები არ გაუშვათ ხელიდან. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ თქვენს საქმეს სხვა გააკეთებს. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. საქმიანი ურთიერთობები გაუმჯობესება, თუ პარტნიორი საიმედო იქნება. ნუ შეგეშინდებათ სარისკო და მასშტაბურ პროექტებთან შეჭიდება, გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. სასურველია, თითოეული მომდევნო ნაბიჯი გათვლილი, საქმეები კი დეტალურად გაანალიზებული გქონდეთ. მიაქციეთ ყურადღება ისეთ სფეროებს როგორებიცაა: მოდის ინდუსტრია, საოჯახო ბიზნესი, თანამედროვე ტექნოლოგიები, შემოქმედება. უმჯობესი იქნება კოლექტივში, ერთგული პარტნიორის გვერდით მუშაობა, ვიდრე დამოუკიდებლად.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს აღმოსავლური ნიშნებისთვის:

კატა/კურდღელი

მცირე უსიამოვნებების გამო ნერვიულობა არ მოგიწევთ. მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი (კატა) თქვენი წლის მმართველის წელია, წარმატებისთვის გარჯა მოგიწევთ. მოგინდებათ განახლება, ძალების ახალ სფეროში მოსინჯვა. დაფიქრებულად და გააზრებულად იმოქმედეთ და ყველა მიზანს განახორციელებთ. იანვრიდან შუა ზაფხულამდე მიიღებთ პერსპექტიულ შემოთავაზებებს. ეს შეეხება სამსახურსაც, მივლინებასაც, საქმიან ნაცნობობასაც და მატერიალურ მდგომარეობასაც. საუკეთესო წელია პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. შეყვარებულები გადაწყვეტენ დაქორწინებას, წარმატება გელოდებათ ფინანსურ თემაში, დაიბრუნებთ ვალებს, მიიღებთ დივიდენდებს. გახშირდება გადაადგილება, მივლინება და მოგზაურობა.

ვირთხა

პირადი ცხოვრების ან სამსახურის გამო ნერვიულობა არ გელოდებათ. 2023 წელი საკმარისად მშვიდი, ჰარმონიული გექნებათ და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლადაც დაგრჩებათ დრო. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. ნუ ეცდებით ერთდროულად ყველა საქმის შესრულებას და ყველა პროექტში ჩართვას, იყავით თანამიმდევრული და რაც მთავარია, არ გაამხილოთ იდეები, მიზნები და სურვილები, სანამ არ განახორციელებთ. მოიმატებს კონკურენცია და მოშურნეებიც გამოგიჩნდებიან. მართალია, თქვენში სიბრძნე უფრო მეტია, ვიდრე აზარტულობა, მაგრამ მაინც გირჩევთ, რომ უსიამოვნებებს დიპლომატიურად დააღწიოთ თავი. ივლისი-დეკემბრის შუალედში იყავით დაკვირვებული, უსიამოვნებები მოსალოდნელია საქმიან სფეროსა და ოჯახურ ურთიერთობაში. თუმცა, წლის ბოლოსთვის ყველაფერი დარეგულირდება.

ხარი

წარმატებული და იღბლიანი წელი გელოდებათ. ნაყოფიერი - შემოქმედებით ნიშნებისთვის. იანვარ-ივლისში უამრავ მსხვილ და საინტერესო პროექტს განახორციელებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და საქმიან პროექტებთან. მოერიდეთ კამათს, სირთულეებს. ეს დაგეხმარებათ, მიაღწიოთ იმ სიმაღლეებს, რისკენაც ისწრაფვით. საუკეთესო იქნება, თუ მიუბრუნდებით გადადებულ პროექტებს, პრობლემებს და დაასრულებთ, სწორედ ისინი მოგიტანთ წარმატებას წლის მეორე ნახევარში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. უფრო მეტიც, ფულის ხარჯვაში, სასურველი ნივთების შეძენაში შეფერხება არ გექნებათ. მთავარია, დროულად დააბრუნოთ ვალები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან - ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან.

ვეფხვი

საინტერესო და სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე წელი გელოდებათ. წარმატება - პროფესიაში, ფინანსურ თემაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი იჯდეთ, უნდა გააქტიურდეთ და ახალ-ახალი იდეები მოიფიქროთ და განახორციელოთ. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა პროფესიულ სფეროში, პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და თემა წლის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ნუ გგონიათ, რომ წარმატებისკენ სავალ გზაზე წინაღობები არ გექნებათ, გექნებათ, მაგრამ ეს მოგცემთ გაზრდის, განვითარების, დიპლომატიურად მოქმედების შესაძლებლობას. არ გაართულოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, ნათესავებთან. ყველაფერი მოგვარებადია. თუმცა, არა მომენტალურად. ნუ დაელოდებით სხვისგან დახმარებას, საკუთარი თავის დამხმარე თავად უნდა იყოთ. დეკემბრის ბოლოსკენ კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით და მიღწეული შედეგებით.

ცხენი

წელი შეიძლება უსიამოვნებით, საქმეებში მცირე შეფერხებებით დაიწყოს, გართულდეს დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე კონკურენტებთან. ცვლილებები სამსახურში შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს გეგმაზე - მოსალოდნელია სამსახურის შეცვლა ან არსებული თანამდებობის მიტოვება. უმჯობესი იქნება, თუ წელს მეტად დაისვენებთ, გამონახავთ დროს მოგზაურობისთვის. საქმიანი პარტნიორებისგან გრანდიოზულ შემოთავაზებებს მიიღებთ. განსაკუთრებული წარმატება გელოდებათ ვაჭრობის, მომსახურების, მარკეტინგის და პედაგოგიკის სფეროს წარმომადგენლებს. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება: მარტოხელები შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც მოგინდებათ დაოჯახება და შვილის გაჩენა. დაკვირვება გმართებთ ივლისიდან-დეკემბრის ჩათვლით, ამ პერიოდში უნდა აკონტროლოთ ემოციები კომპანიონებთან ურთიერთობისას.

თხა

ამბიციურობა და თავდაჯერებულობა მოგემატებათ, კურდღელი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, მიაღწიოთ წარმატებას კარიერაში, მოხიბლოთ ის, ვის მიმართაც არ ხართ გულგრილი. ერთდერთი, რასაც გირჩევთ, მოთოკოთ თქვენი ემოციები და აფეთქებების დრო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ახლობლებთან. გახშირდება მივლინება, საქმიანი შეხვედრები. სხვათა შორის, მარტოხელებმა რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება საქმეების მოგვარების დროს გააბათ. აგვისტოს შემდეგ მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ნერვიულობა და სტრესი შეამცირეთ. განსაკუთრებით, თუ ემოციური და მგრძნობიარე ხართ. წლის ბოლოს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.

მაიმუნი

ნაყოფიერი წელი გელოდებათ, საინტერესო პროექტებსაც განახორციელებთ და არც მოგზაურობას დაიკლებთ. შეადგინეთ სამოქმედო გრაფიკი, რათა ყველგან ყველაფერი მოასწროთ. უკეთესი იქნება, თუ თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად იმუშავებთ. შემოდგომაზე კარიერული წინსვლა, დაწინაურება გელოდებათ. მთავარია, მოთმინებით აღიჭურვოთ, გამოაჩინოთ ინიციატივა და მოთმინება იქ, სადაც საჭიროა. მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ; გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს. წლის მეორე ნახევარში ჩაერთვებით მასშტაბურ პროექტებში, სადაც წარმატება გელოდებათ.

დრაკონი

კურდღელის წელი არ იქნება ისეთი რთული და დაძაბული, როგორიც ვეფხვის იყო. დაისადგურებს სიშვიდე, საკამათო თემებიც აღმოიფხვრება. მოიმატებს თავდაჯერებულობა და საკუთარ ცხოვრებას მეტად ნათელ ფერებში შეხედავთ. ისწავლით ემოციების კონტროლს. ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს მეუღლესთან მიმართებაში. შეურიგდებით თქვენზე განაწყენებულ მეგობრებს. სასურველია, მეტად იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მცირე სიმპტომსაც კი ნუ დატოვებთ უყურადღებოდ. შვებულება და უცხოეთი მოგზაურობა დაგეგმეთ შემოდგომაზე. ამავე პერიოდში გაანალიზეთ სამომავლო მიზნები. კარგი იქნება, თუ მოიცილებთ ყველაფერ უსარგებლოს. გათავისუფლდებით იმისგან, რაც ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში, ადამიანებისგან, ვისზეც ემოციურად ხართ დამოკიდებული.

გველი

მოემზადეთ, 2023 წელს სხვადასხვა სფეროში გელით წარმატება და გამარჯვება. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. განახორციელებთ შემოქმედებით პროექტებს. მოგეცემათ უძრავი ქონების შეძენის, არსებული გაუმჯობესების შესაძლებლობა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. იყავით დაკვირვებული ახალი იდეების განხორციელებისას; ახალი საქმიანი პარტნიორებისადმი. ზაფხულის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით საშუალება მოგეცემათ, რომ დაიწყოთ პირადი ბიზნესი, გაიუმჯობესოთ საქმიანი და პირადი კავშირები. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში, პროფესიულ სფეროში. ზოგიერთს გელოდებათ დაწინაურება, მაღალანაზღაურებადი თანამდებობა.

მამალი

ეგოისტურობისა და პედანტიზმისგან თუ გათავისუფლდებით, 2023 წელი უკეთესი გექნებათ. ეს საუკეთესო პერიოდია მიზნების განსახორციელებლად, ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად. უნდა შეძლოთ სიტუაციაში სწრაფი ადაპტაცია, უნდა აითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და მეტად უნდა გათანამედროვდეთ. იანვარ-ივლისში გაფრთხილდით ფინანსური საკითხების მოგვარებისას, გადარიცხვებისას. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებში, ავანტიურასა და მაქინაციებში მონაწილეობას. გახსოვდეთ, რომ კონკურენტებს არ სძინავთ და თქვენი ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი მათი გამარჯვებით დაგვირგვინდება. აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ფრთხილად იყავით საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მათ შეიძლება იმდენი არ გაგიკეთონ, რასაც დაგპირდებიან; ნუ შეიქმნით ილუზიებს. უმჯობესია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ენდეთ მათ, ვისაც თქვენთვის არასდროს უღალატია.

ძაღლი

წლის დასაწყისშივე დაისახეთ მიზნები, ჩამოწერეთ საქმეები, რაშიც გსურთ გამარჯვების მიღწევა. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. იყავით მიზანმიმართული, ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან; ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. საქმეების მოგვარებისას დააკვირდით დეტალებს. იანვრიდან ივლისის ჩათვლით მეტად უნდა გააქტიურდეთ, რომ კარიერასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მიაღწიოთ წარმატებას. ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საქმეებზე, იყავით მეტად მიზანმიმართული და კონკრეტული საკუთარ სურვილებში. მოგეცემათ შანსი, რომ მიაღწიოთ გამარჯვების მწვერვალს თქვენს საქმიანობაში. გააქტიურდით, რომ მატერიალურად უზრუნვეყოფილი იყოთ. კარგი იქნება, თუ ყურს დაუგდებთ გამოცდილ საქმიან პარტნიორებს. უყურადღებოდ ნუ მიატოვებთ ნათესავებს. განსაკუთრებით მათ, ვინც თქვენზეა დამოკიდებული.

ტახი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას, საყვარელ ადამიანზე ზრუნვას. წარმატება გელოდებათ საქმიანობაშიც; განსაკუთრებით, თუ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელ ხართ. კურდღელი გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან და იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე ერთად მუშაობით. გამორიცხული არაა, ამ უკანასკნელებთან მოგიწიოთ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაკავშირებამ იყავით მეტად მიზანმიმართული და თავდაჯერებული, ყველაფერი გამოგივათ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ივლისიდან მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ უძრავი ქონების შეძენა, არსებულის გაუმჯობესება. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და დაწყვილება, ახალ სამსახურში გადასვლა ან დაწინაურება. დაწყვილებულებმა კი შეიძლება გაიგოთ, რომ მშობელი გახდებით.